Комментарии
- 28 июн 2021 18:32madona janelidze

- 28 июн 2021 18:33𒋲𝐿𝒜𝒾𝐿𝒜 𒋲 𝐿𝒜𝒾𝐿𝒜𒋲 ✟ბებოსი✟
- 28 июн 2021 18:45Chemı Samyaro
- 28 июн 2021 19:35🖤ნინო🖤 🖤ნინო🖤რა არის ქალის გული,სიყვარული რომელიც თუნდაც უიღბლო შეუმდგარი მაგრამ ჭეშმარიტი.ყოჩაღ ნუნუს მესიამოვნა მისი საქციელი.
- 28 июн 2021 21:15Babi Babi
- 29 июн 2021 06:56Inga Danelia
- 29 июн 2021 15:44Soni გვარი
- 30 июн 2021 07:54manana cnobiladzeუნდააა გამოცნაურებულიყო.ისე ზოგჯერ მშობლები დიდ შეცდომას უშვებენ და აშავებენ შვილების წინაშე
- 2 июл 2021 14:26qeti farqosadze


Для того чтобы оставить комментарий, войдите или зарегистрируйтесь
╚ ►ჩვენ გვიხარია ცხოვრება◄╝
777 ამბავი რეალურია, უბრალოდ სახელებია შეცვლილი.
***
თბილისის აეროპორტში გამთენიისას ნიკა ელოდება დეიდამისის ჩამოსვლას.
ნუნუ დეიდა ის ქალია, რომ აუცილებლად უნდა შეეგებოს დისწული, რადგან მხოლოდ ის კი არა, მთელი თავისი სანათესაო მისი აღზრდილი და დაპურებულია.
ნიკუშა დაახლოებით 3-4 წლის იქნებოდა როცა ნუნუ ემიგრაციაში წავიდა, ახლა კი მალე 35 წლის გახდება.
დიახ, 30 წელზე მეტია, რაც დეიდა არ უნახავს და შეიძლება ითქვას, მხოლოდ ინტერნეტითა და ბანკიდან გამოგზავნილი ფულებით იცნობს.
რამდენი ვარაუდი სმენია დისწულს ნუნუს წასვლაზე, მაგრამ სიმართლე რომელია ვინ იცის ?
ნიკას ხშირად ახსენდება ის ამბავი ერთხელ დედა რომ მოუყვა: ნუნუს შეყვარებული ჰყავდა, ერთმანეთი სკოლის ასაკიდან უყვარდათ, მაგრამ ბიჭის ოჯახი წინააღმდეგი იყო, ეს ობლად გაზრდილი, მათხოვარი, სახლში როგორ უნდა შევუშვათო? ნუნუმაც იცოდა ეს დამოკიდებულება და გაშორდა სერგოს, ის საწყალი ბიჭი თავის მოკვლამდეც კი მივიდა, მაგრამ ნუნუ ვერ შეაყოვნა.
მერე როგორც ვიცი გალოთდა და ცოლი კაი ხანს არ მოუყვანია, ახლა არც ვიცი ცოცხალია თუ არა. ასე დარჩა დეიდაშენიც შინაბერად, თორემ იცი რა გოგო იყო?
ნიკას ამ ამბის გამო დეიდამისი ეცოდება. ნუნუ ყველას უყვარს, რადგან ამდენი წლის თავდაუზოგავი შრომით, ცოტა იღბალითა და გამჭრიახობით, დიდძალი ფული იშოვნა.
თბილისში 3 ბინა იყიდა, პატარა მანქანების ბიზნესი აქვს და სასტუმროები ბათუმსა და ბაკურიანში. მოკლედ, ნუნუს ფული არ უჭირს.
რამდენიმე საათიანი ლოდინის შემდეგ თვითმფრინავი დაფრინდა.
ყველა საჭირო ეტაპი გაიარა ნუნუმ და ნიკაც შორიდანვე იცნო.
გადაეხვივნენ ერთმანეთს დეიდა და დიშვილი, ნუნუს სიხარულის ცრემლებიც ჩამოსწყდა. აეროპორტიდან გამოსვლისთანავე დაიჩოქა და ქართულ მიწას დაუწყო კოცნა. ნიკუშამ ძლივს წამოაყენა, გამოართვა ჩანთები და ტაქსს დაუწყო ძებნა.
მსოფლიოს არცერთ აეროპორტში ტაქსი საძებნი არ არის, ამიტომ აქაც მალევე მოაყენა ტაქსის მძღოლმა მანქანა და ბარგი ჩაალაგებინა საბარგულში.
ნუნუ უკანა სავარძელზე მოთავსდა, ნიკა - წინ.
მძღოლი 50 წელს გადაცილებული, სახეზე უცნაურად გალურჯებული, პუტკუნა კაცი იყო, რომელიც ჯერ-ჯერობით არაფერს საუბრობდა.
ნიკამ ფანჯარას ჩაუწია, სიგარეტი ამოიღო და უნდა მოეკიდებინა, რომ მძღოლმა სთხოვა :
- კაცურად მოითმინე სანამ მისამართზე არ მივალთ, ან გაგიჩერებ და ისე მოწიე
- რატომ, თავად არ ეწევი?
- არა 30 წელზე მეტია მოწევას თავი დავანებე
- ვაახ, ყოჩაღ ძია კაცო! როგორ დაანებე?
- მტერს არ ვუსურვებ ეგრე დანებებას შვილო, რაღაც სანერვიულო მქონდა და 3 კოლოფამდე ვეწეოდი დღეში, სანამ ყველაფერი ერთმანეთს არ დაემატა და გულზე პრობლემები არ შემექმნა, მერე ვმკურნალობდი მაგრამ დიდი ვერაფერი, საოპერაციო ვარ და ამიტომაც არ შეიძლება ჩემთვის თამბაქოს სუნის ყნოსვაც კი.
- ვახ და მანქანაზე ჯდომაში არ გიშლით ხელს? - გულუბრყვილოდ ჰკითხა ნიკამ
- რა ვქნა შვილო, ოპერაციის ფულს ვაგროვებ, 3 თვე მაქვს დრო და ამ დროში თუ არ გავიკეთე, მერე უკვე დაგვიანებული იქნება.
- კი მაგრამ ეს დაზღვევები? ან დამხმარე არავინ გყავთ? ცოლი? შვილები? - ბევრი კითხვა მიაყარა ნიკამ, ნუნუ კი უკან ჩუმად იჯდა და ათვალიერებდა თბილისის ქუჩებს, რომელიც ერთდროულად ძალიან უცხო და ძალიან ახლობელი იყო მისთვის.
- ცოლი არ მომიყვანია, შეყვარებული კი ვიყავი ბავშვობაში, რა კარგი გოგო მიყვარდა შვილოოო, ეჰჰ - ჩაიოხრა ტაქსის მძღოლმა და სიტყვა გაუწყდა.
- მერე რა მოხდა ძია კაცო?
- არც კი ვიცი სად არის, დავიკარგეთ, მას მერე დიდი დრო გავიდა და ახლა ჩემს ჯანმრთელობაზე უფრო მაქვს საფიქრალი.
- რამდენი სჭირდება მაგ ოპერაციას?
- ასე 30 000 ლარი, სახლიც აღარ მაქვს რომ გავყიდო - სიმწრით ჩაილაპარაკა მძღოლმა.
მისამართზე მივიდნენ, მანქანა გაჩერდა, ნუნუს დაბლა დახვდნენ დანარჩენი ნათესავები, იყო ხვევნა, კოცნა და ემოცია. შემდეგ მანქანის საბარგულიდან გადმოაწყვეს ჩანთები და ნუნუმ პირველად ჩახედა ტაქსის მძღოლს თვალებში.
თვალები აშკარად ნაცნობი ჰქონდა, მაგრამ სხვა დანარჩენით ვერაფრით მიამსგავსა ვერავის.
მძღოლმაც რამდენიმე წამით შეხედა და შემდეგ თვალი აარიდა.
წასვლისას, ნიკას მიუბრუნდა და უთხრა ;
- ძია, იქნებ ტაქსი დაგჭირდეს, ნომერს დაგიტოვებ და თუ რამე, რა დროც არ უნდა იყოს დამიკავშირდი, სახელად სერგო მქვია, ჩაიწერე. - ნომერი უკარნახა გაზს დააჭირა და იქაურობას გაეცალა.
სერგო, სერგო, სერგო იმეორებდა ნუნუ დეიდა.
დაახლოებით 1 თვეში, ნიკას ტაქსი დასჭირდა და ნაცნობ მძღოლთან დარეკა.
კაცმა უპასუხა, ნიკამ სთხოვა მისამართზე მოსვლა, რაზეც მძღოლმა უარი განაცხადა და სასწაულის შესახებ მოუყვა :
- შვილო, ვიღაცა ღვთისნიერმა, ვისი სახელიც კი არ ვიცი, კაცი გამომიგზავნა ჩემს ნაქირავებ სახლში, იმ კაცმა კიდევ მაცნობა, შენი ოპერაცია დაფინანსებულია და შეგიძლია საავადმყოფოში დაწვეო.
ჯერ არ დავიჯერე, მაგრამ მაინც მივედი საავადმყოფოში და ყველაფერი გადახდილი იყო.
2 კვირის წინ გავიკეთე ოპერაცია და ჯერ არ შემიძლია მანქანაზე დავჯდე - უთხრა ბედნიერმა სერგომ.
Marina Bliadze