777 〽ობოლი გული〽

**თავი 1**
ზამთრის სუსხიანი ქარი ჰქროდა,
გაალმასებულ თოვლის ნამქერს ჰაერში ატრიალებდა და სახეში აყრიდა სამსახურში ადრიანად
მიმავალ ზაზა დოლიძეს, პლედის საყელო აიწია და გზა ენერგიულად განაგრძო დიდად არ აწუხებდა უამინდობა,
უყვარდა ფეხით სიარული და დილით ხშირად არ იბარებდა მძღოლს,
ახლაც ფეხით მიდიოდა და ფიქრობდა ათას სისულელეზე, მაგალითად იმაზე,რომ მზისგან როგორ ბრწყინავდა ერთ-ერთ აივანზე გაფენილი სარეცხი რომელმაც თვალი მოჭრა
ზამთრის მზეში და მოჭუტული თვალებით გახედა,
თითქოს შეშურდა მისი სიწმინდე,
ზაზა ახალგაზრდა კაცი იყო, ოცდათორმეტი წლის,
ბიზნესის სფეროში წარმატებული და ჭკვიანი. რამოდენიმე ათეული წლის წინათ,
თენგიზ დოლიძემ ზაზას მამამ დაარსა კომპანია, მამის გარდაცვალების შემდეგ კი ის უძღვება საქმეს,
გამჭრიახი გონებით საქართველოს საზღვრებს გასცდა მისი ბიზნესი და
ცხოვრებაშიც არაფერს იკლებს,
ახლობლებიში კარგი კაცის სახელით სარგებლობს,კომპანიაში კი ზედმეტი სახელიც შეარქვეს ხელქვეითებისთვის ის აისბერგია,ასე მონათლეს,
მკაცრი უემოციო მომთხოვნი და ხშირ შემთხვევაში დაუნდობელი, პატარა შეცდომას არ პატიობს მომსახურე
პერსონალს,მისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს პროფესიონალიზმს,
არც კადრის შერჩევა ეშლება ყველა გასაუბრებას თავად ესწრება და თავად წყვეტს ვის
შეუშვებს თავის სივრცეში, მის ასეთ ხასიათს ძალიან ერწყმის მისი ფიზიკური აღნაგობა,
საშვალოზე მაღალი, მამაკაცური
უხეში ნაკვთებით
ამოუცნობი მზერით ვერასოდეს
მიხვდები რას ფიქრობს ან რას მოიმოქმედებს,დედამ ადრეულ ასაკში მიატოვა ოჯახი, მამამ და მამიდამ აღზარდეს დღემდე არ იცის სად იმყოფება ქალი, რომელმაც მოაკლო დედობრივი სითბო და სიყვარული, ქალების მიმართ მწყრალად იყო განწყობილი, დაუნდობელ არსებებად თვლიდა მათ და გულს არავის აკარებდა, ყოველთვის ეგონა,რომ მასში მხოლოდ ფულის ტომარას ხედავდნენ
ქალები,
ამიტომ ხანგრძლივ ურთიერთობას არავისთან ამყარებდა.
ქუჩის ბოლოლომდე რომ ჩავიდა,მაშინ გაახსენდა,რომ ტელეფონი გამორთული
ჰქონდა,სვლა შეანელა გულის ჯიბედან ტელეფონი ამოიღო, ჩართო და ელ.ფოსტა შეამოწმა. ის იყო ქუჩის მოპირდაპირე მხარეს უნდა გადასულიყო, რომ უკნიდან კვნესა შემოესმა,
მიიხედა და რას ხედავს
პატარა ფერდაკარგული თმებ გაწეწილი ნახევრად შიშველი გოგონა ეძახდა და შველას სთხოვდა, დააკვირდა
და შენიშნა რომ ფეხმძიმედ იყო,
ქალმა ტკივილით გატანჯული თვალებით მუდარა ნარევი ხმით მიმართა,
-ღვთის გულისათვის დამეხმარეთ ორსული ვარ,
-კი მაგრამ
პატრონი არ გყავს?
უხეშად მიახალა ზაზამ,
გოგონას უნდოდა რაღაცის თქმა,მაგრამ ტმივილმა გონება დააკარგია და მოცელილი
ჩაუვარდა ზაზას მკლავებში.
-ოხ ამის,
კბილებში გამოცრა ზაზამ,
იქაურობა შეათვალიერა, ადგილს
ეძებდა სად დაეტოვებია,მაგრამ სუსტი მუდარა ჩაესმა კვლავ,
-გთხოვ გადამარჩინე,
მკლავებში მოქცეულ ქალს შეხედა და ახლაღა შეამჩნია სულმთლად ბავშვი, პატარა, ალბათ ოცი
ან ცოტა მეტი წლის,გული
შეეკუმშა შეეცოდა და ტელეფონზე დარეკა,
მერე მოწყვეტილ სხეული მკლავზე გადაიწვინა და ხელში ბუმბულივით აიტაცა,
მიტრიალ-მოტრიალდა
ყურს სასწრაფოს სირენის ხმა ჩაესმა და შვებით ამოისუნთქა,
-მშობიარეა
უთხრა ექიმს,
ოპერატიულად გადააწვინეს საკაცეზე.
-ჩაჯექით მანქანაში.
მიმართა ექიმმა დაბნეულ ზაზას,ისიც მორჩილად დაჯდა,მწყრალად გადახედა ღონე მიხდილ ქალს და საკუთარ თავზე გაბრაზდა, "ეს რა შარი ავიკიდე"ფიქრობდა გულში,
გოგონა პირდაპირ სამშობიარო ბლოკში შეიყვანეს,
ის იყო ზაზა წამოსვლას აპირებდა,რომ პირმომცინარე ექთანმა შეაჩერა,
-მიმღებში ჩაბრძანდით ბატონო და სამშობიარო თანხები გადაიხადეთ,
-წამობრძანდით თუ შეიძლება,
ზაზას ბოლო ხმაზე უნდოდა ეყვირა
"მე რა შუაში ვარო,"
მაგრამ უსიტყვოდ შეასრულა ყველა პროცედურა, ერთი სული ჰქონდა იქაურობა მალე დაეტოვებია,წამოსვლას აპირებდა, რომ კვლავ
შეაჩერა ექთანმა და ამცნო.
-გოგონამ იმშობიარა და ექიმს თქვენი ნახვა სურს.
კაბინეტში შესულ ზაზას გინეკოლოგმა გაუღიმა და უთხრა.
-ულამაზესი გოგონას მამიკო გახდი,
შეგიძლია ცოლშვილი ნახო,
-შენი მეუღლე დაჟინებით მოითხოვს თქვენთან შეხვედრას,
-მეუღლე?გაკვირვებისგან გაოგნდა და მორჩილად გაჰყვა ექიმს პალატამდე,
-ოცი წუთია მხოლოდ თქვენს განკარგულებაში,
ოთახში შესულმა გონება მოიკრიბა და ქალს მიმართა,
-ვინ ხარ გამაგებინე,
რომ ჩემ ცოლად ასაღებ თავს,
პატრონი არ გყავს?
ქალმა შეხედა წამიერად გაუღიმა და
მადლობა გადაუხადა,
მერე ძალა მოიკრიბა და მშვიდად უთხრა.
-აქედან გაპარვა მინდა დამეხმარე,
-რაა,?
-გაპარვა მინდა,ამ ბავშვის გაზრდა არ შემიძლია აქ უნდა დავტოვო,
-ზაზამ ისე დაკარგა კონტროლი
ამ სიტყვების გამგონემ, რომ რაც პირზე მოადგა მიახალა,
-პატრონი გყაავს?
ვინ ხარ გამაგებიე,
-რომ გითხრა მართლა უპატრონო ვარ დამიჯერებ?
-ხო მაშინვე დავიჯერებ,
-სადაა ამ ბავშვის მამა?
-არ ვიცი,
არ ვიცნობ,
-მაგარია,
როდის მოასწარი ასეთი გარყვნა გამაგებიე,
-ქალმა შეხედა და თვალებიდან ცრემლი გადმოცვივდა,
-თქვენთვის რა მნიშვნელობა აქვს ამას, თქვენ
დამეხმარებით თუ არა მე ამ ბავშვს მაინც მივატოვებ
უარს ვიტყვი და აქ დავტოვებ,
-თუ მასე გინდოდა ქმრად რაღას მასაღებდი?
-მათ გონიათ ასე რომ ჩემი ქმარი ხარ,
რადგან თქვენ ყველა ხარჯი დაფარეთ,
-სხვა არჩევანი მქონდა?
-ხო მართლა, ახლა გამახსენდა,თქვენ ჩემი ორიათასი ვალი გაქვთ და მოვითხოვ უახლოეს დღეებში დამიბრუნოთ,გოგონას მწარედ გაეღიმა,
დათოს არ გამოპარვია მის ღიმილი და და დამუქრებით უთხრა ერთ თეთრს არ შეგარჩენ და თუ გაბედავ და ბავშვს მიატოვებ ციხეში ამოგალპობ,კარგად დაიმახსოვრე რაც გითხარი,
მერე ქალს მიუახლოვდა დაიხარა და ჩურჩულით კბილებში გამოცრა,
-არ გაბედო
ბავშვის მიტოვება.
გარეთ გამოსული სიბრაზისაგან თვალებიდან ნაკვერცხალს ჰყრიდა,
ქუჩაში სასწრაფოდ
მანქანა გააჩერა და ოფისში წავიდა.
22222222
მომხდარი მანქანაში კიდევ ერთხელ გაანალიზა და ხმამაღლა თქვა.
ჰმ,ნაგლი.
-უკაცრავად,მე მითხარით რამე?
-არა, თქვენ
რა რა შუაში ხართ.
მეტრო
დელისის კუთხეში გამიჩერეთ,
ფულისთვის არც დაუხედავს ისე გაუწოდა მძღოლს,
- ამდენი არ მეკუთვნის ძმაკაც, ზაზას ყურადღება არ მიუქცევია ისე გადმოვიდა მანქანიდან დახურა მანქანის კარები და
ჩქარი ნაბიჯით შევიდა შენობაში, ლიფტი გამოიძახა და მეთორმეტე ღილაკს თითი დააჭირა.
მის კომპანიას დანარჩენი ორი ზედა სართულიც ეკავა, საქმიანი იერით გაიარა დერეფანი და მთავარ დარბაზში შევიდა, მომსახურე პერსონალს თავი უხმოდ დაუკრა და თავის კაბინეტისაკენ აიღო გეზი,
თანამშრომლები
ფეხზე ადგომით მიესალმნენ და უფროსი, რომ კაბინეტში შესული დაინახეს ერთმანეთში ჩურჩული გამართეს.
-აისბერგი დღეს საშინელ ხაზიათზეა,
-ხო რა დამჟავებული მოგვესალმა,
-მტრისას დღეს რომ ვინმე ცუდად მოხვდეს თვალში,
ყველა საკუთარ საქმეში ჩაეფლო,
რომ ყურადღება არ მიექცია,
-ზაზა ოთახში შევიდა თუ არა მაშინვე მდივანი მიიხმო თავისთან,
-გამარჯობა
ბატონო ..
ზაზამ სიტყვა არ დაამთავრებინა,
-ყავა მომიმზადეერთი ხსნადი,მეორე ნალექიანი,
ოთახის ფანჯარა გააღე მძიმე ჰაერია და ბესოს დაურეკე ათ წუთში კაბინეტში იყოს, მოლაპარაკების დარბაზი მოამზადე და კონტრაქტების სამი ასლი დაბეჭდე,
ექვს ადამიანზე
ჩინურ რესტორანში შეუკვეთე მაგიდა საღამოს შვიდი საათისთვის,ახლა შეგიძლია ყავა მომიტანო.
-ახლავე ბატონო ზაზა.
მარტო დარჩენილმა სავარძელი
ფანჯრისკენ შეაბრუნა შიგ რბილად ჩაეშვა და გაირინდა ყურებიდან არ გასდიოდა, "მაინც მივატოვებ"
მუქარის სიტყვები,
უმწეო არსების მიმართ.
მან იცოდა რა იყო მიტოვებული შვილის
ტკივილი და ყველაზე მეტად ეს სიტყვები აკარგვინებდა სიმშვიდეს,
ათას სისაძაგლეს ფიქრობდა ბავშვის დედაზე,
მწარედ გაახსენდა, როგორ განიცდიდა პატარაობაში,
თავის გარშემო რომ ხედავდა როგორ ზრუნავდნენ დედები მის მეგობრებზე ის კი მთელი ცხოვრება მოკლებული იყო ამ სიამოვნებას,გული დღემდე სტკიოდა და ბრაზით ივსებოდა, დედის სახეც არ ახსოვდა,
მამამ დედის ყველა ფოტო დაწვა, რომ მისი ხსენება არ ყოფილიყო
ოჯახში, მამიდამ გაზარდა დღემდე ეთაყვანება და პატივს ცემს,ის ჰყავს ერთადერთ იმედად და
მამიდაშვილი, ბესო რომელსაც ელოდება წუთი წუთზე,
-სავარძელი გააცურა და მაგიდიდან ტელეფონის ღილაკს თითი დააჭირა,
-ნინო სადაა გაარკვიე ბესო?
-ამ დროს კარებიც გაიღო და ბესომ კარებიდან შესძახა,
-მე აქ ვარ,მაგრამ შენ სად იყავი ძმაო? ხომ მშვიდობა გაქვს?
-მშვიდობაა მშვიდობა.
-ნინომ ყავა შეიტანა უფროსთან .
შენი გამომეტყველებით თუ
ვიმსჯელებთ, რაღაც ვერ გამოიყურები კარგად
აშკარად რაღაცაშია საქმე,
-მაგას მერე მოგიყვები,სხვა
თემაზე გადაიტანა ზაზამ საუბარი,
ახლა კი ყურადღებით მომისმინე
თურქეთიდან დღეს გადმოვა ტვირთი, ხვალ საღამოს იქნება თბილისში, საწყობში დარეკე, მოაგვარონ ისე რომ ხვალვე დაიცალოს ტვირთი, რომ ზეგ დილას ქსელში გავიდეს პროდუქცია
დარეკე და გაარკვიე საკმარისია თუ არა მუშები,
თუ არა ელიავას ბაზრობიდან აიყვანონ მუშები და მონაცემები ოპერატიულად გადმოაგზავნონ,
-რამდენი ტრაილერი მოდის?
-ხუთი.
-სოფიოს, შენ მდივანს დაავალე და შესვენების მერე გადარიცხვების საბუთი მომიტანოს,
-კარგი,
დღეს როგორც ჩანს სახლში წასვლა არ გვიწერია,
-არა საღამოს ჩინურ რესტორანში მივდივართ,
-მეც?
-შენც რა ამ პომპანიის ორმოცი პროცენტის მფლიბელი
არ ხარ?
-აუცილებლად უნდა იყო,თუ ჩინელებიც
ჩავიგდეთ ხელში,
საქმე წყალივით წავა,მსოფლიოს ბაზარზე თამამად გავალთ,
-აბა წარმოიდგინე რამდენ მოგებას მოგვიტანს,
-ბესოს ტანში გააჟრჟოლა,
-შენ აღარ ხუმრობ ბიძაშვილო,
- მიდი, მიდი საქმეს მიხედე საღამოს ჩემი მძღოლი მოგაკითხავს,
-კარგი,
ახლა მომიყევი
რა მოხდა,
-მოსაყოლი
არაფერია, ზაზა მოკლედ მუყვა მომხდარს,
-ააა ახლა კი მესმის რატომაც ხარ ეგრე, დაუწყებდი ჭკუის დაგებას,
-ისე ლამაზი ქალია?
-ბავშვია პატარა გოგოა,
-ქალი რომ შვილს გაა ჩენს ის ბავშვი აღარაა ჩემო ძმაო,
-არც შემიხედავს ერთი იმის, აღარ დაასრულა ზაზამ წინადადება,
-ბესო წამოდგა, და კაბინეტიდან სანამ გავიდოდა ტელეფონმა დარეკა ზაზამ უპასუხა,
-ზაზა დოლიძეს ვესაუბრები?
-დიახ გისმენთ,
-მე თქვენს მიერ შემოყვანილი პაციენტის
მკურნალი ექიმი ვარ, გოგონას არავითარი
საბუთი არ
ააქვს იქნებ მისი პირადობა მოგვიტანოთ, თან თავისთან მიხმო და უარს აცხადებს ბავშვის გაყვანაზე,
ამ შემთხვევაში იძულებული ვიქნები შესაბამის ორგანოებს დავუკავშირდე და საქმის კურსში ჩავაყენო,
ამისთვის გიკავშირდებით,
როგორც პაციენტის მეურვე, მისი სამშობიარო ხარჯები თქვენ გადაფარეთ, უცხო ადამიანს ამდენი რატომ გაუკეთეთ?
აქ რაღაც კარგად არ მეჩვენება,
ზაზა გაფითრდა,
რას ბოდავ ბატონო რაში გეპარება ეჭვი? დენემს გავიკეთებ და დავამტკიცებ რომ ჩემი შვილი არაა,
ბესომ ყურები ცქვიტა ეჭვით შეხედა ზაზას,
ახლავე წამოვალ და ადგილზე დაგელაპარაკებით,
-რა ხდება გამაგებინე მეგობარო,
-ახლა შენი ქილიკის ხასიათზე არ ვარ საქმეს მიხედე, მე მივდივარ,
სასწრაფოდ ჩაიცვა და მძღოლს უთხრა მანქანა მოემზადებინა,
-დერეფანში გავიდა,
თანამშრომლებმა გადახედეს და ისევ ჩურჩული. -მიდის, -მიდის,
-აისბერგი მიდის, კომპიუტერში წერდნენ ერთმანეთს წერილებს და სიხარულის
გამომხატველ "სმაილიკებს" უგზავნიდნენ,
დარბაზის გასასვლელში ზაზა მოტრიალდა ყველამ ყურადღება მას მიაპყრო,
-მე დავბრუნდები.
რაც იმას ნიშნავდა რომ ფეხს ადგილიდან ვერავინ მოიცვლიდა.
გაგრძელება იქნება ხვალ
ბელაჩო.

777     〽ობოლი გული〽    - 920032082121

Комментарии