** 43 ** მანქანებმა ქალაქის ფართო ქუჩით ნავსადგურს გვერდი ჩაუარეს და თეთრი სახლებით მოფენილ მოედანზე შევიდნენ. ერთ-ერთი თეთრი, კლასიკური სტილით ნაშენი შენობის ფასადზე მიმაგრებული უზარმაზარი საათი უკვე სამს უჩვენებდა, შენობის ფასადზე ამოყვანილი კვარცხლბეკები, რომლებზეც ულამაზესი სკულპტურები იდგა, მნახველს ცნობისმოყვარეობას უღვიძებდა. დაწინაურებულმა ნესტორმა, მანქანა სადგომზე გააჩერა. დანარჩენებმაც მას მიბაძეს და ამ ლამაზი სანაპიროს დათვალიერებას შეუდგნენ. მალე მობეზრდათ უქმად სიარული და ეკას თხოვეს, მოგვიყევიო რამე ამ წალკოტზე. გოგონამ დაუზარებლად დაიწყო თხრობა: ეს უმშვენიერესი ქალაქი- ბათუმი, დასავლეთ საქართველოში, კერძოდ კი აჭარაში მდებარეობს. იგი ულამაზესი ზღვისპირა ქალაქია, მოელვარე სანაპიროებითა და მომხიბვლელი გარემოთი. ბათუმის ტერიტორია ჯერ კიდევ ბრინჯაოს ხანაში ყოფილა დასახლებული. ქალაქი გაშენებულია ღრმა, კარგად დაცული ბუნებრივი ნავსაყუდელის- ბათუმის ყურის ნაპირას. ყოველთვის და ყველა მომხვდურისთვის საინტერესო ადგილი იყო ბათუმი სტრატეგიული თვალსაზრისით, მაგრამ მეცხრამეტე საუკუნეში , რუსეთ - თურქეთის ომის შემდგომ, რუსეთმა მყარად გაამაგრა საკუთარი ჯარი დაპატარა ქალაქიც საპორტო ქალაქად აქცია. ბათუმი გახდა მთავარი წერტილი საიდანაც უნდა გასულიყო და შემოსულიყო ყოველგვარი ტვირთი სხვადასხვა ქვეყნებიდან. მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევრამდე, პორტო-ფრანკოს სტატუსი ბათუმს არ ჰქონდა... ხოლო უკვე ჩამოყალიბებული პორტო-ფრანკოს რეჟიმმა ბათუმში გააძვირა ცხოვრება, ფასი აუწია უძრავ ქონებას, დაიწყო დუქნების, საცხოვრებელი სახლების, სასტუმროებისა და საწყობების მშენებლობა. პორტო-ფრანკოს სტატუსმა საგრძნობლად გაზარდა ბათუმის მოსახლეობის რაოდენობა. ბათუმი გადაიქცა სამრეწველო ქალაქად. აიგო რიხნერის ქარხანა. მალევე გაჩნდა ბათუმის ბულვარის გაშენების იდეა. იდეა ეკუთვნოდა სამხედრო გუბერნატორს. ცარიზმი ბათუმსა და მთლიანად აჭარაში თანამიმდევრულად ანხორციელებდა რუსიფიკაციის პოლიტიკას. მაგრამ მათგან ნაკეთებ ამდენ ცუდ საქმეს, ერთი სიკეთე ნამდვილად მოჰყვა, სწორედ რუსების დამსახურებით არის ბათუმი და ქობულეთი განვითარებადი და ლამაზი... მართალია მათ ჩვენთვის არ უჯაფიათ, საკუთარი თავისთვის იღწვოდნენ , მაგრამ წასვლისას ვერც ულამაზესი სახლები, და ვერც ბულვარი ვერ წაიღეს, უბრალოდ ზურგზე მოკიდება არ მოხერხდა. ალბათ , ვერ გათვალეს ეს მარტივი ჭეშმარიტება რუსებმა, ანდა დარწმუნებულნი იყვნენ, რომ საქართველო მათი საკუთრება გახდებოდა. ასეთივე ,,პატივი" სცეს ოსმალებმა გონიოს ციხეს, ახლა სწორედ გონიოში მივდივართ და გზა და გზა, გონიოს ამბებსაც მოგიყვებით ბათუმის ბულვარი არის ქალაქის მთავარი ღირსშესანიშნაობა.გამწვანებული და მებაღეობის ნიმუშად ქცეული ზონა, რომელიც ამავდროულად კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. ისტორიული ხეივნის, ტერიტორიაზე , ხარობს უამრავი უნიკალური ხე-მცენარე. სწორედ ამ რამდენიმე ათეული ათასი ნარგავით, ბულვარი ქალაქის სავიზიტო ბარათად იქცა. არ ვიცი ჩემში ეგოიზმი ჭარბობს თუ პატრიოტიზმი, მაგრამ ერთი რამ ვიცი, როცა ჩემი ქვეყნის თუნდაც უმნიშვნელო მიღწევაზე ან ბრწყინვალე წარსულზე ვსაუბრობ სიამაყით აღვსილს, ისეთი შეგრძნება მეუფლება რომ სამყაროს მფლობელი ვარ, ასტრალში გავდივარ და იქედან დავცქერი ჩემი სამშობლოს მთა - ველს. ან კი სხვანაირად როგორ შეიძლება, ჩემია,მე უნდა მეამაყებოდეს, მე უნდა მიყვარდეს. როცა რამე ან ვიმმე გიყვარს და გეამაყება, ის აუცილებლად ხდება შენი ცხოვრების კრედო, შენი წარმატების საწინდარი. ან როგორ არ მიყვარდეს შეხედეთ ამ მაგნოლიას, იქ, ბოლოში მდგარ ძეწნას და იმ იაპონურ ალუბალსა და ნეკერჩხალს. მერე დაფიქრდი, რამოდენა შრომა და ჯაფა შეალია აქაურობის წალკოტად ქცევას ამ ბულვარის დამაარსებელმა. დიახაც მიყვარს ყოველი გოჯი, ყოველი ბელტი ჩემი მიწისა! დიახ, მიყვარს ყოველი ხე და ყოველი ბუჩქი ჩემი ქვეყნისა! ახლა, კი წავიდეთ გონიოში, თორემ დავაგვიანებთ . გზაზე მიმავალნი, ხელმარჯვნივ ლურჯად მოელვარე ზღვას გასცქეროდნენ . ხელმარხცნივ კი ერთმანეთს ენაცვლებოდნენ, ჰორიზონტზე კუშტად გადმომდგარი მთები და იმ მთების ძირას გადაშლილი ხასხასა, ვრცელი მინდვრები. აი მიადგნენ გონიოს ციხეს, რომლის შავი, კუშტად მზირალი კედლები, რაღაცნაირი, მოწიწებისა და თაყვანისცემის სურვილს აღძრავდა ადამიანში. ეკა მანქანიდან გადმოვიდა და კარიბჭის მიმართულებით გარმართა ...უეცრად შედგა და მომავალთ, ორივე ენაზე მიმართა: დაუკვირდით ამ გალავნის უცნაურობას? ძირში ძალიან მუქი შავი ქვებია, რაც უფრო ზემოთ , სიმაღლისკენ აყოლებ თვალს, ხედავ რომ ყველა მომდევნო რიგი ლოდებისა, ნელ- ნელა ბაცდება, ხოლო ქონგური ლამის სითეთრეში გადავიდეს ისეთი ღია ფერი აქვს. გონიო-აფსაროსის არქეოლოგიურ-არქიტექტურული მუზეუმი მდებარეობს- ჭანეთის უკიდურეს ჩრდილოეთ ნაწილში, მდინარე ჭოროხის შავი ზღვის შესართავთან, გონიო-აფსაროსის ციხეს უნიკალური სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა. სწორედ ამგვარი მდებარეობის გამო იქცა ბიზანტიისა და ოსმალეთის ერთ-ერთ საყრდენ ციტადელად შავიზღვისპირეთში. თქმულების მიხედვით, ციხეს უწინ თურმე ჭოროხი ჩამოუდიოდა და ციხის მახლობლად ზღვას ერთვოდაო. გადმოცემის მიხედვით, ამ მდინარეს უწინ სანაოსნო მნიშვნელობა ჰქონია: აქედან ძველად ნავებით ართვინში გადადიოდნენო. დროთა განმავლობაში ჭოროხის ტოტმა კალაპოტი შეიცვალა და იმ ადგილას ტბა წარმოიქმნა, ამ ტბას გონიო უწოდეს. სწორედ ამ ტბის ახლოს გადაწყვიტეს, ციტსდელის აშენება და სურვილი ულამაზეს გალავნად აქციეს. გალავანი თვრამეტი კოშკითაა გამაგრებული, ისინი ერთნაირი მანძილითაა ერთმანეთთან დაცილებულნი, ხოლო კუთხის კოშკები უფრო დიდია. გონიო რთული ნაგებობაა თავისი კოშკებით და მინაშენებებით. ციხემ თავისი არსებობის მანძილზე არაერთი აღდგენა განიცადა. გალავნის კედლებში აშკარად გამოიყოფა მშენებლობის რამდენიმე ფენა. მათგან უძველესია სწორხაზოვანი ნაწყობი დიდი და ფაქიზად გათლილი კვადრები, ხოლო უახლესი — კედლების ზემო ნაწილში რიყის ქვის ფენა, ეს უკანასკნელი , როგორც ისტორიული წყაროები გვამცნობენ, ოსმალებმა „აღაშენეს“ ახლად მიტაცებული გონიო. რაც შეეხება ციხის უძველეს ფენას, იგი უდიდესი თლილი ლოდებით არის ნაშენი, სადაც ხშირია ერთი მეტრის სისქის ლოდები. კედლების ეს ქვემო ნაწილი ყველაზე ძველია. მისი სიმაღლე ხუთი მეტრია, ხოლო კუთხეებთან, სადაც კოშკებია აღმართული, შვიდი მეტრი. გინიო წინაფეოდალური ხანით თარიღდება. ადგილობრივი თქმულებით, ქვები ასე მოუზიდავთ: „კვარიათიდან გონიამდე ჩამწკრივებული ხალხი ერთმანეთს ხელიდან ხელში გადასცემდა ქვებსო“. თქმულება, ალბათ, ეხება გვიანდელი დანაშენის, ჭედარებით პატარა ქვების მოზიდვას, თორემ ქვედა კედლების დიდი ლოდების მოზიდვა კამეჩებითაც კი საძნელო იქნებოდა. სტუმრები ინტერესით ათვალიერებდნენ და აკვირდებოდნენ ყველაფერს. გვიან საღამომდე შერჩნენ გონიოს ულამაზეს ბუნებაში, სავახშოდ იქვე , ზღვის სანაპიროზე მდგარ თევზის სახლ ,,ჩანჩქერს" ესტუმრნენ, მსუბუქად ივახშმეს, მეორე დღეს ადრიანად მწვანე კონცხზე გასეირნება გადაწყვიტეს... კონცხიდან დაბრუნებულები კი პირდაპირ ზესტაფონში,ნესტორის მშობლებს ეწვეოდნენ, ხოლო მეორე დღეს უკვე თავიანთ სამშობლოში დაბრუნდებოდნენ. სტუმრებმა რესტორანში სიამოვნებით დააგემოვნეს ქართული კონიაკი ,, ენისელი" და კმაყოფილნი ქეიფის ეშხშიც შევიდნენ. მადლობა (ასეთი მასპინძლობისთვის) და სადღეგრძელოები ერთმანეთს ცვლიდნენ, საკმაო დრო დაჰყვეს რესტორანში და გვიან მიაშურეს სასტუმროს. დაჯავშნული ნომრები თავიანთი სურვილისამებრ გადაინაწილეს, მერე კი ახალგაზრდები ზღვის სანაპიროზე გავიდნენ. ღამის ბათუმმა მომაჯადოებლად იმოქმედა ახალგაზრდებზე. მონუსხულები უცქერდნენ ზღვის აქოჩრილ ტალღებზე წაფარებულ სავსე მთვარის ოქროსფერ საბანს. შორენა გორგოძე გაგრძელება იქნება ხვალ
╚ ►ჩვენ გვიხარია ცხოვრება◄╝
777 ✨ბედისწერის პირისპირ ✨
** 43 **
მანქანებმა ქალაქის ფართო ქუჩით ნავსადგურს გვერდი ჩაუარეს და თეთრი სახლებით მოფენილ მოედანზე შევიდნენ.
ერთ-ერთი თეთრი, კლასიკური სტილით ნაშენი შენობის ფასადზე მიმაგრებული უზარმაზარი საათი უკვე სამს უჩვენებდა, შენობის ფასადზე ამოყვანილი კვარცხლბეკები, რომლებზეც ულამაზესი სკულპტურები იდგა, მნახველს ცნობისმოყვარეობას უღვიძებდა.
დაწინაურებულმა ნესტორმა, მანქანა სადგომზე გააჩერა. დანარჩენებმაც მას მიბაძეს და ამ ლამაზი სანაპიროს დათვალიერებას შეუდგნენ. მალე მობეზრდათ უქმად სიარული და ეკას თხოვეს, მოგვიყევიო რამე ამ წალკოტზე. გოგონამ დაუზარებლად დაიწყო თხრობა:
ეს უმშვენიერესი ქალაქი- ბათუმი, დასავლეთ საქართველოში, კერძოდ კი აჭარაში მდებარეობს. იგი ულამაზესი ზღვისპირა ქალაქია, მოელვარე სანაპიროებითა და მომხიბვლელი გარემოთი.
ბათუმის ტერიტორია ჯერ კიდევ ბრინჯაოს ხანაში ყოფილა დასახლებული.
ქალაქი გაშენებულია ღრმა, კარგად დაცული ბუნებრივი ნავსაყუდელის- ბათუმის ყურის ნაპირას.
ყოველთვის და ყველა მომხვდურისთვის საინტერესო ადგილი იყო ბათუმი სტრატეგიული თვალსაზრისით, მაგრამ
მეცხრამეტე საუკუნეში , რუსეთ - თურქეთის ომის შემდგომ, რუსეთმა მყარად გაამაგრა საკუთარი ჯარი დაპატარა ქალაქიც საპორტო ქალაქად აქცია.
ბათუმი გახდა მთავარი წერტილი საიდანაც უნდა გასულიყო და შემოსულიყო ყოველგვარი ტვირთი სხვადასხვა ქვეყნებიდან.
მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევრამდე, პორტო-ფრანკოს სტატუსი ბათუმს არ ჰქონდა... ხოლო უკვე ჩამოყალიბებული პორტო-ფრანკოს რეჟიმმა ბათუმში გააძვირა ცხოვრება, ფასი აუწია უძრავ ქონებას, დაიწყო დუქნების, საცხოვრებელი სახლების, სასტუმროებისა და საწყობების მშენებლობა. პორტო-ფრანკოს სტატუსმა საგრძნობლად გაზარდა ბათუმის მოსახლეობის რაოდენობა.
ბათუმი გადაიქცა სამრეწველო ქალაქად.
აიგო რიხნერის ქარხანა.
მალევე გაჩნდა ბათუმის ბულვარის გაშენების იდეა. იდეა ეკუთვნოდა სამხედრო გუბერნატორს.
ცარიზმი ბათუმსა და მთლიანად აჭარაში თანამიმდევრულად ანხორციელებდა რუსიფიკაციის პოლიტიკას.
მაგრამ მათგან ნაკეთებ ამდენ ცუდ საქმეს, ერთი სიკეთე ნამდვილად მოჰყვა, სწორედ რუსების დამსახურებით არის ბათუმი და ქობულეთი განვითარებადი და ლამაზი...
მართალია მათ ჩვენთვის არ უჯაფიათ, საკუთარი თავისთვის იღწვოდნენ , მაგრამ წასვლისას ვერც ულამაზესი სახლები, და ვერც ბულვარი ვერ წაიღეს, უბრალოდ ზურგზე მოკიდება არ მოხერხდა.
ალბათ , ვერ გათვალეს ეს მარტივი ჭეშმარიტება რუსებმა, ანდა დარწმუნებულნი იყვნენ, რომ საქართველო მათი საკუთრება გახდებოდა.
ასეთივე ,,პატივი" სცეს ოსმალებმა გონიოს ციხეს, ახლა სწორედ გონიოში მივდივართ და გზა და გზა, გონიოს ამბებსაც მოგიყვებით
ბათუმის ბულვარი არის ქალაქის მთავარი ღირსშესანიშნაობა.გამწვანებული და მებაღეობის ნიმუშად ქცეული
ზონა, რომელიც ამავდროულად კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.
ისტორიული ხეივნის, ტერიტორიაზე , ხარობს უამრავი უნიკალური ხე-მცენარე.
სწორედ ამ რამდენიმე ათეული ათასი ნარგავით, ბულვარი ქალაქის სავიზიტო ბარათად იქცა.
არ ვიცი ჩემში ეგოიზმი ჭარბობს თუ პატრიოტიზმი, მაგრამ ერთი რამ ვიცი, როცა ჩემი ქვეყნის თუნდაც უმნიშვნელო მიღწევაზე ან ბრწყინვალე წარსულზე ვსაუბრობ სიამაყით აღვსილს, ისეთი შეგრძნება მეუფლება რომ სამყაროს მფლობელი ვარ, ასტრალში გავდივარ და იქედან დავცქერი ჩემი სამშობლოს მთა - ველს.
ან კი სხვანაირად როგორ შეიძლება, ჩემია,მე უნდა მეამაყებოდეს, მე უნდა მიყვარდეს.
როცა რამე ან ვიმმე გიყვარს და გეამაყება, ის აუცილებლად ხდება შენი ცხოვრების კრედო, შენი წარმატების საწინდარი.
ან როგორ არ მიყვარდეს შეხედეთ ამ მაგნოლიას, იქ, ბოლოში მდგარ ძეწნას და იმ იაპონურ ალუბალსა და ნეკერჩხალს.
მერე დაფიქრდი, რამოდენა შრომა და ჯაფა შეალია აქაურობის წალკოტად ქცევას ამ ბულვარის დამაარსებელმა.
დიახაც მიყვარს ყოველი გოჯი, ყოველი ბელტი ჩემი მიწისა!
დიახ, მიყვარს ყოველი ხე და ყოველი ბუჩქი ჩემი ქვეყნისა!
ახლა, კი წავიდეთ
გონიოში, თორემ დავაგვიანებთ .
გზაზე მიმავალნი, ხელმარჯვნივ ლურჯად მოელვარე ზღვას გასცქეროდნენ .
ხელმარხცნივ კი ერთმანეთს ენაცვლებოდნენ, ჰორიზონტზე კუშტად გადმომდგარი მთები და იმ მთების ძირას გადაშლილი ხასხასა, ვრცელი მინდვრები.
აი მიადგნენ გონიოს ციხეს, რომლის შავი, კუშტად მზირალი კედლები, რაღაცნაირი, მოწიწებისა და თაყვანისცემის სურვილს აღძრავდა ადამიანში.
ეკა მანქანიდან გადმოვიდა და კარიბჭის მიმართულებით გარმართა ...უეცრად შედგა და მომავალთ, ორივე ენაზე მიმართა:
დაუკვირდით ამ გალავნის უცნაურობას? ძირში ძალიან მუქი შავი ქვებია, რაც უფრო ზემოთ , სიმაღლისკენ აყოლებ თვალს, ხედავ რომ ყველა მომდევნო რიგი ლოდებისა, ნელ- ნელა ბაცდება, ხოლო ქონგური ლამის სითეთრეში გადავიდეს ისეთი ღია ფერი აქვს.
გონიო-აფსაროსის არქეოლოგიურ-არქიტექტურული მუზეუმი მდებარეობს- ჭანეთის უკიდურეს ჩრდილოეთ ნაწილში, მდინარე ჭოროხის შავი ზღვის შესართავთან, გონიო-აფსაროსის ციხეს უნიკალური სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა. სწორედ ამგვარი მდებარეობის გამო იქცა ბიზანტიისა და ოსმალეთის ერთ-ერთ საყრდენ ციტადელად შავიზღვისპირეთში.
თქმულების მიხედვით, ციხეს უწინ თურმე ჭოროხი ჩამოუდიოდა და ციხის მახლობლად ზღვას ერთვოდაო. გადმოცემის მიხედვით, ამ მდინარეს უწინ სანაოსნო მნიშვნელობა ჰქონია: აქედან ძველად ნავებით ართვინში გადადიოდნენო. დროთა განმავლობაში ჭოროხის ტოტმა კალაპოტი შეიცვალა და იმ ადგილას ტბა წარმოიქმნა, ამ ტბას გონიო უწოდეს.
სწორედ ამ ტბის ახლოს გადაწყვიტეს, ციტსდელის აშენება და სურვილი ულამაზეს გალავნად აქციეს.
გალავანი თვრამეტი კოშკითაა გამაგრებული, ისინი ერთნაირი მანძილითაა ერთმანეთთან დაცილებულნი, ხოლო კუთხის კოშკები უფრო დიდია.
გონიო რთული ნაგებობაა თავისი კოშკებით და მინაშენებებით.
ციხემ თავისი არსებობის მანძილზე არაერთი აღდგენა განიცადა. გალავნის კედლებში აშკარად გამოიყოფა მშენებლობის რამდენიმე ფენა. მათგან უძველესია სწორხაზოვანი ნაწყობი დიდი და ფაქიზად გათლილი კვადრები, ხოლო უახლესი — კედლების ზემო ნაწილში რიყის ქვის ფენა, ეს უკანასკნელი , როგორც ისტორიული წყაროები გვამცნობენ, ოსმალებმა „აღაშენეს“ ახლად მიტაცებული გონიო.
რაც შეეხება ციხის უძველეს ფენას, იგი უდიდესი თლილი ლოდებით არის ნაშენი, სადაც
ხშირია ერთი მეტრის სისქის ლოდები. კედლების ეს ქვემო ნაწილი ყველაზე ძველია. მისი სიმაღლე ხუთი მეტრია, ხოლო კუთხეებთან, სადაც კოშკებია აღმართული, შვიდი მეტრი.
გინიო წინაფეოდალური ხანით თარიღდება.
ადგილობრივი თქმულებით, ქვები ასე მოუზიდავთ: „კვარიათიდან გონიამდე ჩამწკრივებული ხალხი ერთმანეთს ხელიდან ხელში გადასცემდა ქვებსო“.
თქმულება, ალბათ, ეხება გვიანდელი დანაშენის, ჭედარებით პატარა ქვების მოზიდვას, თორემ ქვედა კედლების დიდი ლოდების მოზიდვა კამეჩებითაც კი საძნელო იქნებოდა.
სტუმრები ინტერესით ათვალიერებდნენ და აკვირდებოდნენ ყველაფერს.
გვიან საღამომდე შერჩნენ გონიოს ულამაზეს ბუნებაში, სავახშოდ იქვე , ზღვის სანაპიროზე მდგარ თევზის სახლ ,,ჩანჩქერს" ესტუმრნენ, მსუბუქად ივახშმეს, მეორე დღეს ადრიანად მწვანე კონცხზე გასეირნება გადაწყვიტეს...
კონცხიდან დაბრუნებულები კი პირდაპირ ზესტაფონში,ნესტორის მშობლებს ეწვეოდნენ, ხოლო მეორე დღეს უკვე თავიანთ სამშობლოში დაბრუნდებოდნენ.
სტუმრებმა რესტორანში სიამოვნებით დააგემოვნეს ქართული კონიაკი
,, ენისელი" და კმაყოფილნი ქეიფის ეშხშიც შევიდნენ.
მადლობა (ასეთი მასპინძლობისთვის) და სადღეგრძელოები ერთმანეთს ცვლიდნენ, საკმაო დრო დაჰყვეს რესტორანში და გვიან მიაშურეს სასტუმროს. დაჯავშნული ნომრები თავიანთი სურვილისამებრ გადაინაწილეს, მერე კი ახალგაზრდები ზღვის სანაპიროზე გავიდნენ.
ღამის ბათუმმა მომაჯადოებლად იმოქმედა ახალგაზრდებზე.
მონუსხულები უცქერდნენ ზღვის აქოჩრილ ტალღებზე წაფარებულ სავსე მთვარის ოქროსფერ საბანს.
შორენა გორგოძე
გაგრძელება იქნება ხვალ