Комментарии
- 25 окт 2021 23:33Ta Ta
️
- 25 окт 2021 23:33Ta Ta
️
- MARIAM-MARINA LOMIDZE-SULADZEКомментарий удалён.
- MARIAM-MARINA LOMIDZE-SULADZEКомментарий удалён.
- 28 окт 2021 03:08O Oმადლობა
Для того чтобы оставить комментарий, войдите или зарегистрируйтесь
╚ ►ჩვენ გვიხარია ცხოვრება◄╝
777 ✨გაყიდული ღირსება ✨ 23
** 6 **
✍️ ნეაკო
ცოტნე გაოგნებული უყურებდა მიას, ისეთი შეგრძნება ჰქონდა თითქოს მის წინ, ახლა ამ წამს სულ სხვა ადამიანი იდგა, ძველი მიასგან აღარაფერი დარჩენილიყო... ჩამქრალი თვალები, ჩაშავებული უპეები, გადაფითრებული სახე, გაცრეცილი ტუჩები, მოცახცახე ხელები... მხოლოდ ეს იყო მიასგან დარჩენილი... ვერ გაუძლო, ვერ გაუძლო და სახლიდან გავარდა გაცოფებული, კარი ისე მიაჯახუნა რომ მია მოულოდნელიბისგან შეხტა,
კარგახნის შემდეგ დაბრუნდა სახლში, მიას რეაქცია არ ჰქონია, დივანზე იჯდა და თვალი ერთ წერტილზე ჰქონდა გაშტერებული, ცოტნე სავარძელზე დაჯდა და მას მიჩერდა, კარგახნის ფიქრის მერე ტელეფონი ამოიღო ჯიბიდან მაგიდაზე დადო და მიასკენ გააცურა
-თუ გიდა დედაშენს დაურეკე-უთხრა ჩავადნილი ხმით და მზერა ტელეფონიდან ისევ მიაზე გადაიტანა
-არ მჭირდება-ისე უთხრა მიამ, რომ მისთვის არ შეუხედია, თუმცა გრძნობდა მის დაჟინებულ მწველ მზერას, მაგრამ მაინც ჯიუტად არ იხედებოდა მისკენ
-მეტჯერ აღარ შემოგთავაზებ-დაუღრინა და ხელი ტელეფონისაკენ წაიღო მაგრამ მიამ დაასწრო და აიღო -ჭკვიანი გოგო ხარ-გაეცინა და ადგა, მიამ დედას დაურეკა და მეორე ზარზე ქალმა უპასუხა
-დედა მე ვარ-აღმოხდა მიას და ხმა ჩაუწყდა
-დედა ტელეფონი გამორთული რატომ გაქვს? იცი რამდენჯერ დაგირეკე? რატომ მანერვიულებ, გთხოვ შენ მაინც ნუღარ მიმატებ
-დამიჯდა
-ვისი ტელეფონით მირეკავ? სად ხარ? მარიამთანაც არ ხარ, არც ცირასთან მისულხარ
-დედა-მიას ხმა ჩაუწყდა და ცრემლები მოეძალა, უნებურად ცოტნეს ახედა რომელიც დაძაბული უსმენდა მიას ლაპარაკს -კარგად ვარ
-მია შენ რა ტირი?
-არა არა-იუარა მიამ და გადმოცვენილი ცრემლები შეიმშრალა -ანა როგორაა ის მითხარი
-როგორ იქნება დედა?!-მაკას ხმა ჩაუწყდა -აძინებენ ხო იცი... მალე ოპერაციის თარიღს მეტყვიან, ხვალ დავგეგმავთო ასე გვითხრეს
-ნუ გეშინია დედიკო, ანა კარგად იქნება აი ნახავ მამიკო დაიფარავს -მიას ცრემლები გადმოსცვივდა და გაჩუმდა ძალა აღარ ეყო რამის სათქმელად, ცოტნეს თითქოს რაღაც ჩასწყდა გულში, თავი საშინლად იგრძნო და სამზარეულოში გავარდა მაშინვე კარადას ეცა, ვისკის ბოთლი გამოღო და აკანკალებული თითებით გახსნა მოიყუდა
-კარგა იქნება, კარგად იქნება-დაიჩურჩულა მაკამ და ცრემლები გადმოსცვივდა
-დედა -მიამ დაიჩურჩულა და ცრემლებმა ისევ გააჩუმა -დედა ძალიან მენატრებით, უთქვენობა ძალიან მიჭირს, შენ, ანა, კახა, მანანა... ყველამ ერთად დამტოვეთ, უთქვენიდ ძალიან ცუდად ვარ
-მია გთხოვ საყვარელო ამას ნუ მეუბნები, ნუ მეუბნები რომ ცუდად ხარ, არ შემიძლია ამ ყველაფრის ატანა, მია სიკვდილი მინდა -ამოიტირა ქალმა და ხმა ჩაუწყდა
-დედა არ გაბედო, ამაზე ფიქრიც კიარ გაბედო, შენ ანას მიხედავ მანდ, მე კი კახას... შენს თავს ვფიცავარ კახას გამოვიყვან, შენ მანდ იბრძოლებ მეკი აქ... ერთ დღეს ისევ ყველა ერთად ვიქნებით, ეს მძიმე დღეებიც ჩაივლის, გესმის დედა?
-მია მეტა იცოდე როგო მენატრებით -მაკას აღმოხდა და გაჩუმდა
-კარგი ეხლა უნდა წავიდე... ხვალ დაგირეკავ-მიას აღარ შეეძლო დედასთან ლაპარაკი, რადგან ყოველი ნათქვამი სიტყვა გულს სტკენდა, მეტად ენატრებოდა დედა და ანა, უფრო მძაფრად გრძნობდა მარტოობას ამ ცივ ცარიელს სამყაროში... -ტელეფონი გათიშა და მაგიდაზე დადო, ისევ ერთ წერტილს გაუშტერა თვალი, ცოტნე მივიდა, აიღო ტელეფონი და გათიშა მაშინვე, ჯიბეში ჩაიდო და მიას დააცქერდა, რამდენი რამის თქმა უნდოდა მისთვის მაგრამ ძალა არ ეყო, ხმა ვერ ამოიღო და ისევ სამზარეულოში გავიდა, ვისკის ბოთლი აიღო ხელში მაგრამ უკან დადო და მიას გახედა, გაცეცხლებულმა მაგიდა ააყირავა, დაფეთებული მია ფეხზე წამოვარდა ცოტნეს მიაჩერდა შეშინებული თვალებით
-ასე ნუ მიყურებ-დაუყვირა გაღიზიანებულმა ბიჭმა და მისკენ წავიდა -გეშინია არა? ჩემი
გეშინია!- თავზე წამოადგა და დაუყვირა -იმის მიუხედავად რომ გითხარი არაფერ დაგიშავებთქო მაინც გეშინია-მიას რომელიც თავდახრილი იდგა ნიკაპზე უხეშად წაავლო ხელი და თავი
ააწევინა -შემომხედე- უთხრა მშვიდი ტონით მაგრამ მიამ ვერ გაბედა თვალებში შეხედვა, იცოდა თავს ვერ მოერეოდა და ცრემლები
გადმოსცვივდებოდა -მია გთხოვ შემომხედე-დაიჩურჩულა ცოტნემ, მის ხმაში მიმდენი ტკივილი და მუდარა იგრძნობოდა რომ მიამ გაბედა და თავი ასწია -არასოდეს მაპატიებ ხომ ასეა? -თავი ისე ახლოს მიუტანა რომ ცხელი სუნთქვა შეაფრქვია ჯერ ისევ შეშინებულ გოგონას
-შენთვის რა მნიშვნელობა აქვს?-გაბედა და ჰკითხა თან თვალი აარიდა, ვე რუძლებდა მის დაჟინებულ მზერას
-ააქვს ! როგორ გგონია აქ რისთვის მოგიყვანე?-ჰკითხა უცნაური ტონით და მისი სახე ხელებში მოიქცია, მიამ ინსტიქტურად შეხედა თვალებში და უარესად დაიბნა -კითხვა დაგისვი და მიპასუხე!
-არვიცი-გაბრაზდა მია და მისი ხელები სახიდან მოიშორა
-იცი! მაგრამ, რადგან არ გინდა თქმა და ამაზე ფიქრი მე გეტყვი! აქ იმიტო მოგიყვანე რომ იცოდე ძალიან ვნანობ ჩადენილს! მინდა იცოდე რომ მომხდარმა მეც ისევე დამასვა დაღი როგორც შენ... მეც ისევე გული მერევა საკუთარ თავზე როგორც შენ, მეც ისევე ვიტანჯები როგორც შენ! ამ ყველაფერმა მარტო შენ არ გაგანადგურა, მეც გამანადგურა! მაგრამ შენზე მეტად მე ვიტანჯები იმიტომ, რომ ეს ტკივილი მე გააზრებულად მოგაყენე...
-გაჩუმდი!-დაუყვირა მიამ -არ მინდა ამაზე ლაპარაკი და ფიქრი იმიტომ, რომ რაც დრო გადის მით მეტად მძულხარ და მით მეტად მერევა გული საკუთარ თავზე... შეწყვიტე საკუთარი თავის წამება და ჩემიც... თავი დამანებე... უფლება მომეცი რომ ვისწავლო ამ ტკივილით ცხოვრება როგორ გავაგრძელო-აღმოხდა მიას და ცრემლები გადმოსცვივდა, ინსტიქტურად ახედა ცოტნეს და თვალებში ჩააცქერდა -ვერ ხვდები? ასე რომ უარესად მტკენ? ვერ ხვდები რომ ყოველი შენი დანახვა, შენი შეხება, შენი ხმის გაგონება ჭრილობებს მიახლებს? რაც დრო გადის მეტად მიმძაფრდება ეს ტკივილი? თავი დამანებე გთხოვ
-მია არ შემიძლია, რატომ არ გესმის არ შემიძლია ?! იმ ყველაფრის დავიწყება არ შემიძლია, ისე თითქოს არაფერი მომხდარა... მაშინ როცა ვიცი რომ შენ ასეთი ტკივილი მოგაყენე, როცა ვიცი რომ შენ ასე იტანჯები ჩემსგამო, როცა ვიცი რომ ამ ყველაფრის მიზეზი მხოლოდ მე ვარ!
-ამ ყველაფრის მიზეზი მხოლოდ შენ არ ხარ, შეცდომა მეც დავუშვი და შენ არ გადანაშაულებ არაფერში
-შენ დის სიცოცხლის გადასარჩენად მოიქეცი ასე! მეკი იმიტო რომ შენი მისაკუთრება მინდოდა, შენთან ყოფნა მინდოდა... საკუთარ სურვილებს შევწირე შენი ღირსება, თავმოყვარეობა და ჩემი სიყვარული...
-გაჩუმდი!-დაუყვირა მიამ და მზერა გაუსწორა მის ამღვრეულ თვალებს -არ გაბედო! სიყვარულზე ლაპარაკი კი არა ფიქრიც არ გაბედო, გესმის? დაივიწყე!
-და თუ მაინც გეტყვი რომ მიყვარხარ?-ცოტნეს ამ მზერას ვეღარ გაუძლო მიამ და თვალი აარიდა
-გეყოფა, გეყოფა ჩემი წამება-იკივლა ბოლო ხმაზე და სახეზე ხელები აიფარა
-მია-ცოტნემ მაჯებში ჩაავლო ხელები და სახიდან ჩამოაწევინა -მია წარსულს ვერ გაექცევი და ვერც დაივიწყებ! ვერც მე გამექცევი და ვერც დაივიწყებ! იცი რატომ? იმიტომ რომ პირველი მე შეგეხე!-ამ სიტყვებზე მიას სუნთქვა შეუწყდა და გული გაუჩერდა, თვალთ დაუბნელდა დაბრამდენიმე წამის განმავლობაში გაითიშა თითქოს, აზრები დაეფანტა -მია -ცოტნეს ხმა აზრზე მოიყვანა, გოგონამ დაბნეული მზერით შეხედა მის ამღვრეულ ცისფერ თვალებს და უბრალოდ გაგიჟდა შეიშალა
-გამიშვი-იკივლა ბოლო ხმაზე და მაჯების დახსნა სცადა მისი მარწუხებივით შემოჭდობილი თითებიდან -გამიშვი გამიშვი-კიოდა ბოლო ხმაზე მაგრამ ცოტნე ჯიუტად არ უშვებდ, ბოლოს გაუშვა ისე რომ წამში მკლავებში მოიმწყვდია დაბნეული და გაცეცხლებული გოგონა და თვალებში ჩააცქერდა
-მია ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის რომ მაპატიო, იმისთვის რომ ისევ გაიღიმო, იმისთვის რომ ამ ღიმილის მიზეზი მე ვიყო...იმისთვის რომ ამ თვალებიდან ზიზღი გავაქრო
-არასოდეს! არასოდეს გესმის!-დაუყვირა და ხელებიდან დაუსხლტა, ცოტნეს ხმა აღარ გაუცია, სამზარეულოში გავიდა და იქ დაჯდა სკამზე იქიდან უყურებდა მიას, რომელიც დივანზე დაჯდა და ატირდა, ბოლოს ვეღარ გაუძლო და გარეთ გავარდა სიგარეტს მოუკიდა აკანკალებული თითებით და ნერვიულად გააბოლა
-სახლში წასვლა მინდა-მოესმა ზურგსუკან მიას ხმა
-ხვალ წავალთ-მისკენ შეტრიალდა ცოტნე და თვალებში ჩააცქერდა
-ღამეს აქ შენთან ერთად არ გავათენებ-გაბრაზდა მია
*****
ცოტნემ მიას შეხედა და მისის ალეწილი სახის დანახვისთანავე ტუჩის კუთხეში ღიმილი შეეპარა, მიამ ჯიუტად გაუსწორა მზერა მის ცისფერ აციმციმებულ სფეროებს და მაშინვე აარიდა თვალი, ვერ გაუძლო მის გამომწვევ დაჟინებულ მზერას
-ხვალ წავალთ-გაისმა ცოტნეს ჩავარდნილი ხმა
-ახლა!-გაბრაზდა მია
-ხ ვ ა ლ!
-თავი ვინ გგონია?-მიამ გაბედა და კვლავ მის სფეროებს მიაპყრო ცივი თვალები
-ის ვისაც უყვარხარ-უთხრა ღიმილით ცოტნემ, მია ძალიან დაიძაბა და დაიბნა, ამ პასუხს არ ელოდა და კარგახნის ფიქრის მერე უთხრა
-ეგ სიყვარული არაა, ეგ სინანულია! წარმოდგენაც კი არ გაქვს რა გრძნობაა სიყვარული-უთხრა უცნაური ტონით და აივანზე გავიდა, მოაჯირს დაეყრდნო და ღრუბლებში მიმალულ მთვარეს გაუშტერა ჩამქრალი თვალები
-და შენ იცი?-მოესმა ზურგსუკან ცოტნეს ხმა
-ზუსტად არც მე ვიცი მაგრამ ვიცი რომ ვინც უყვართ იმას გულს არ სტკენენ-თქვა მკაცრი ტონით და შეტრიალდა, დაიბნა არ ეგონა ასე ახლოს თუ იდგებოდა მასთან ცოტნე
-ზოგჯერ ასეც ხდება... ზოგჯერ როცა კარგავ მერე ხვდები რომ ძალიან გიყვარს და მის გარეშე არ შეგიძლია-უთხრა ცოტნემ დანანებით და სახე მის ალეწილ სახეს მიუახლოვა, მიას უმალ გულისცემა აუჩქარდა და გვერძე წადგა ნაბიჯი რომ ცოტნეს მოშორებოდა მაგრამ მან გზა გადაუჭრა და წასვლის უფლება არ მისცა, შემდეგ მოაჯირს ჩასჭიდა ხელები ისე რომ მია ხელებშორის მოიმწყვდია -სულ რატომ გამირბიხარ? რატომ გინდა გამექცე? თუ შენთვის არაფერს ვნიშნავ მაშინ იდექი აქ ჩემთან ახლოს მომისმინე-ცოტნეს აცინებოდა მიას რეაქციაზე
-გამიშვი-უთხრა სუნთქვა არეულმა და გვერძე გაიხედა რომ გაჰქცეოდა მის თვალებს
-სიყვარული იცი რა არის? მისი სიახლოვე გულისცემას რომ აჩქარებს, აი ისე როგორც ახლა სცემს შენი გული გამალებით, მისი სიხლოვე რომ აზრებს გიფანტავს და გაბნევს, ისე როგორც შენ იბნევი ხოლმე, თვალებში რომ ვერუყურებ რადგან ეს თვალები სამყაროზე მეტია... მისი სურნელი თავს რომ გაკარგვინებს...მისი შეხება ტკივილს რომ გაყენებს, რადგან იცი რომ უნდა გაუშვა...- მიამ ცოტნეს შეხედა და თვალებში ჩააცქერდა უნდოდა დაენახა მისი თვალები რას ამბობდნენ ამ დროს
-ლამაზი სიტყვებია მაგრამ მხოლოდ სიტყვები...
-მხოლოდ სიტყვები?-გაბრაზდა ცოტნე და სახე ისე მიუახლოვა მიას რომ ცხელი სუნთქვა სახეზე შეაფრქვია, შემდეგ კი ცხვირი მის თმებში ჩარგო და ღრმად შეისუნთქვა მისი თმის გამაბრუებელი სურნელი -თუ ეს მხოლოს სიტყვებია მაშინ რატომ კანკალებ? რატომ გიჩქარდება გულისცემა? რატომ იბნევი? -შემდეგ კი მოულოდნელად მიაწება ლავიწის ძვალზე ცივი ტუჩები, მიას ისეთი შეგრძნება ჰქონდა თითქოს ცეცხლი წაუკიდესო, მთელი სხეულში დაურბინა ცხელმა ტალღამ
-გამიშვი-უთხრა სუნთქვაარეუმა გოგონამ ცოტნემ მოაჯირს ხელები გაუშვა და მიას წასვლის უფლება მისცა. კარგახანს იდგა ცოტნე აივანზე და უყურებდა ღტუბლებშორის მოფარფატე მთვარეს, მასავით ცივი და ლამაზი იყო მიაც... ამ შედარებაზე გაეცინა და ტელეფონი ამოიღო რეზის დაურეკა
-იკადრე როგორც იქნა დარეკვა
-მარიამმა ძაან გაგიჭედა?
-ძლივს დავარწმუნე რომ მიას არც მოკვლას არ უპირებ და არც წამებას-გაეცინა რეზის
-მალევე გაუშვი?
-ხო გასაღები მივეცი და გავუშვი ასე უფრო დარწმუნდა რომ არაფერ საშინელებას არ ვუპირებდით მიას
-ხვალ ჩამოვალთ
-კაი მიდი-რეზიმ გაუთიშა, ცოტნე სახლში რომ შევიდა და მია დივანზე წამოწოლილი და თვალდახუჭული დაუხვდა იფიქრა ჩაეძინაო ამიტომ პლედი დააფარა, შუქი ჩააქრო და სავარძელში დაჯდა, მიას მიაპყრო ამღვრეული თვალები და იქამდე ინდა ასე სანამ თავადაც არ წაართვა ძილმა თავი.
ვაჩე სახლში კვლავ მთვრალი დაბრუნდა, მაგრამ წამში მოვიდა აზრზე, ყველაფერი არეულდარეული რომ დაუხვდა
-რა ჯანდაბაა?-იკითხა თავისთვის და კაბინეტში შევიდა საიდანაც რაღაც ხმა გამოდიოდა -ვიკა?
-როგორციქნა მობრძანდი-უყვირა ქალმა
-რა ჯანდაბა ხდება აქ?-გაოცებით მოათვალიერა ვაჩემ კაბინეტი რომელიც ვიკას თავდაყირა დაეყენებინა
-დალიე? კიდევ დალიე? გაგიჟდი?-ქალი ვაჩეს მივარდა და თვალებში ჩააცქერდა
-რას აკეთებ? სახლი რას გავს? რას დაეძებ?-ვაჩემ ამღვრეული თვალები ვიკას მიაპყრო
-რატომ დალიე? რა ჯანდაბა გემართება? ყოველდღე მთრალი რატო ხარ?
-მგონი კითხვა პირველმა მე დაგისვი-გაბრაზდა ვაჩე
-შენ ვინ გეკითხება?-დაუყვირა ვიკამ
-რესტორნის საბუთებს ეძებ?-დაუღრინა ბიჭმა
-დიახ და იქამდე არ გავჩერდები სანამ არ ვიპოვი!
-არ გაბედო, ფიქრიც არ გაბედო იმაზე რომ რესტორანი იმ ნაბიჭვა.ს მიჰყიდო
-აი ეგ შენი საქმე არარის-უყვირა ვიკამ
-ის რესტორანი მამამ დაგვიტოვა!
-მამამ იმიტომ არ დაგვიტოვა რომ იმ რესტორნის გამო ცხოვრება დაგვენგრია, იმ რესტორნის გამო ნიცას ვერ შორდები... იმ პატარა გოგოს იყენებ, ცხოვრებას უნგრევ, ავადაა და მამაისიც მისგამო ყველაფერს აკეთებს...
-დედა ეგ შენ არ გეხება-უყვირა ვაჩემ
-უფლებას არ მოგცემ ცხოვრება დაინგრიო და ნიცასაც გაუნადგურო მომავალი... უფლებას არ მოგცემ ფულისგამო ნიცა გამოიყენო... უფლებას არ მოგცემ რომ ფულის გამო ირაკლის ახირებები შეასრულო და მისი შვილის შეყვარები იყო ასე ორივე განადგურდებით
-შენ არ მეუბნებოდი მიდი ნიცა შეაბი და მამაისი მერე ფულით დაგვეხმარებაო, დაგავიწყდა?-ვაჩემ დედას მიაპყრო ცივი ჩამქრალი თვალები, ქალს ცხვვირი აეწვა და სიმწრისგან გადმოსცვივდა ცრემლები
-არ მეგონა არ მეგონა ასე ღრმად თუ შევტოპავდით... არ მინდოდა ასე მომხდარიყო...
-მაგრამ მოხდა ახლა გვიანია
-არაა გვიანი! ირაკლის რესტორანს მივცემთ და თავს დაგანებებს ეგ არანორმალური კაცი, ვეღარ გაიძულებს ნიცასთან ყოფნას...,აღარც ნიცა დაიტანჯება... აუხსნი რომ არ გიყვარს, როგორღაც გაიგებს...-ტიროდა ვიკა
-დედა ახლა გვიანია ამაზე ლაპარაკი
-ვაჩე გთხოვ ეს საქმე დავასრულოთ, მივცეთ რესტორანი იმ კაცს და თავს დაგანებებთ, შენ კი ნიცას შეეშვები... უფლება მიეცით ნიცას რომ ამ სიყალბეს თავი დააღწიოს
-დედა ეს არ მოხდება
-მოხდება!
-დედა ეს სახლი და ცოტნეს ბინა იპოთეკით გვაქვს დატვირთული! რესტორანს თუ იმ ნაბიჭვარ. მივცემთ ორივე სახლს დავკარგავთ!- უღრიალა ვაჩემ დედას
-რააა? რაა? რას ბოდავ-მაკა შვილს ეცა და საყელოში ჩაავლო აკანკალებული ხელები
-რაც გაიგე! -დაუღრიალა ქალს და ხელები გააშვებინა -რესტორნის შემისავლით ვიხდით ამ ორივე სახლის ვალს
-ეს სახლი... ჩვენი სახლი... მამათქვენის სახლი ბანკში ჩადეთ? -ვიკა ვერ იჯერებდა
-ხო ჩავდეთ რადგან ფული გვჭირდებოდა! ბევრი ფული! ძალიან ბევრი! სესხიც ირაკლიმ აგვაღებინა!
-რატომ რატომ ასე რატომ მოიქეცით?-ვიკა ტიროდა
-ამას არ აქვს მნიშვნელობა მთავარია რომ გაიაზრო რომ ირაკლის მე ვჭირდები ნიცასთვის... მე კი ნიცა მჭირდება ირაკლისთვის... ასე რომ ყველა კმაყოფილია!-ვაჩემ კიბეები აირბინა და ოთახში შეიკეტა, ვიკა მუხლებით დაემხო იატაკზე და ხმამაღლა ატირდა, ვერ იჯერებდა რომ ასე ღრმად შეტოპეს მისმა შვილებმა, რომ ირაკლი ფულით აჩერებდა ნიცასთან ვაჩეს... ვაჩე კი ნიცას გრძნობებით თამაშობდა ფულის გამო.
მარიამს სახე წაეშალა როცა ოფისის წინ გაგას შეეფეთა
-მიას მისამართი მითხარი-დაინახა თუარა მისკენ გაექანა გაცეცხლებული ბიჭი
-არ გეტყვი!-უყვირა მარიამმა -ვერ გაიგე რა გითხარი ტელეფონით?
-მარიამ ნუ მაგიჟებ!
-ისედაც გიჟი ხარ! მიას სულ ვეუბნებოდი მაგრამ არ მიჯერებდა
-მითხარი სად ცხოვრობს მია თორემ პრობლემები შეგექმნება
-რა ავადმყოფი ხარ-ზიზღით უთხრა მარიამმა და შეტრიალდა, გაგამ მაჯაში ჩაავლო ხელი და თავისკენ მოქაჩა დაბნეული გოგონა
-მითხარი-დაუღრინა და მეორე მაჯაც დაუჭირა
-გამიშვი მტკივა-მარიამი მთელი ძალით შეეწინააღმდეგა მაგრამ გაგა ჯიბრით უარესად უჭერდა თითებს გაავებული ბიჭი
-უფრო გეტკინება თუ არ მეტყვი! -უღრიალა გაცოფებულმა ბიჭმა და კიდევუ ფრო მიუჭირა თითები და მარიამს სიმწრისგან ცრემლები გადმოსცვივდა
-აქ რა ხდება?-ზურგსუკან მოესმა მარიამს რეზის ხმა და ისე დაიბნა აღარ იცოდა უნდა გახარებოდა თუ უნდა შეშინებოდა, რეზი მათ მიუახლოვდა -ხელი გაუშვი ნაბიჭვარ. -დაუღრიალა გაგას და საყელოში წვდა, გაგამ ინსტიქტირად გაუშვა ხელი მარიამს და რეზის ხელებს დაებღაუჭა, რეზიმ უხეშად მიაგდო მანქანას გაგა და ხელი გაუშვა, მარიამისკენ მიტრიალდა და უბრალოდ გაგიჟდა შეიშალა როცა მის თვალებზე ცრემლები დაინახა, შემდეგ კი თვალი მის ნატკენ მაჯებს ჰკიდა
-რეზი გთხოვ-აღმოხდა მარიამს მისი ალეწილი სახის დანახვისთანავე მაგრამ ვერ მოასწრო რეზიმდე მისვლა გაცოფებული ბიჭი გაგას მივარდა
-როგორ გაბედე, როგორ გაბედე-დაუღრიალა და თავი ჩაარტყა სახეში, გაგა ტკივილისგან სამად მოკიკეცა და გატეხილ ცხვირზე წაივლო ხელი
-მოგკლავ შე ნაბიჭ.არო-დაიღრიალა სიმწრისგან და რეზის მოვარდა, ერთმანეთს ჩააფრინდნენ საყელოში მაგრამ რეზი დაუსხლტა ხელიდან და მუშტი დაარტყა სახეში, გაგას ტუჩი გაუხეთქა მაგრამ არც ის დარჩა ვალში და ისეთი დაარტყა სიმწრისგან რეზის, რომ უარესი დამართა, რეზის ქვედა და ზედა ტუჩი დაუხეთქა და სისხლმა თქრიალით დაიწყო დენა, მარიამმა შეკივლა რეზის შემხედვარემ და მის კივილზე ხალხი შემოეხვიათ გარშემო და ჩხუბის გაგრძელების საშუალება აღარ მისცეს
-მარიამ კიდევ შევხვდებით-დაიყვირა გაგამ როცა დაინახა მიმავალი გოგონა
-შე ნაბიჭვა.ო იცოდე მოგკლავ -დაუღრიალა რეზიმ და კიდევ გაიბრძოლა რომ მისკენ წასულიყო, თუმცა მარიამის დაცვის ოფისის ბიჭებმა აღარ გაუშვეს
-გთხოვ დაწყნარდი-ტიროდა მარიამი -ასე ვერაფერს გახდები
-უნდა დამემტვრია ის ხელები-თქვა გაბრაზებულმა და პირში დაგუბებული სისხლი გადააფურთხა
-წამოდი-მარიამმა მაჯაში ჩაავლო ხელი და ოფისში შეიყვანა
-რას აკეთებ?-მართლა დაიბნა რეზი,
-უნდა მოგიტაცო-მის უცნაურ რეაქციაზე გაეცინა გოგონას და კიბეებისკენ წაიყვანა რეზი
-მისმინე მარიამ არ მინდა ჩემსგამო სამსახურში პრობლემები შეგექმნას-აუხსნა დაბნეულობის მიზეზი რეზიმ
-ასე ვერ გაგიშვებ-გაეღიმა გოგონას და ფაქტიურად ძალით აიყვანა კიბეებზე, თავის კაბინეტში შეიყვანა სავარძელძე დასვა და პირველადი დახმარების ყუთი გამოითო კარადიდან, რეზის მიუახლოვდა და ჭრილობის დაუმუშავებს შეუდგა მაშინვე, რეზი ძალიან იყო დაძაბული
-ცოტა ფრთხილად-მარიამის ხელს წაატანა ხელი ბიჭმა
-ნუ გეშინია არ გატკენ-გაეცინა გოგონას
-უკვე მატკინე თან ისე ძალიან რომ იმ ნატკენს არაფერი ეშველება -მარიამი დაიბნა და რეზის გაოცებული მიაჩერდა
-ვერ გავიგე-უთხრა გულწრფელად, რეზი ფეხზე წამოდგა მარიამს ჩააცქერდა თვალებში, შემდეგ კი მზერა მის მაჯებზე გადაიტანა
-ძალიან გტკივა?-რეზი სულ ოდნავ შეეხო ცივი თითებით მის მაჯებს, მარიამი ძალიან დაიძაბა
-არა არც ისე, გამიარა-უთხრა დაბნეულმა გოგონამ და უარესი დაემართა როცა რეზიმ ნიკაპზე მიადო ათრთოლებული თითები და თავი ააწევინა, მარიამმა ინსტიქტურად შეანათა თაფლისფერი თვალები მის მწვანე სფეროებს და წამში უცნაურმა გიჟურმა მუხტმა დაურბინა სხეულში
-შენს თვალებზე ცრემლების დანახვა არ
შემიძლია-დაიჩურჩულა რეზიმ და მზერა მარიამის თვალებიდან მის მაჯებზე გადაიტანა ისევ -არც ის შემიძლია ავიტანო რომ ვიღაც ტკივილს გაყენებს
-რატომ?- თავადაც ვერ მიხვდა რატომ დაუსვა ეს გამომწვევი კითხვა
-მგონი იცი რატომაც-გაუღიმა რეზიმ და კვლავ თვალებში ჩააცქერდა დაბნეულ გოგონას, მარიამს ძალიან შერცხვა თავისი ნათქვამის და თავი დახარა -მარიამ ეგ ნაბიჭვ.რი ვინ იყო? შენგან რა უნდოდა-გაფანტა უხერხული სიჩუმე რეზიმ
-გაგაა... მიას შეყვარებული
-ყოფილი შეყვარებული-გაუსწორა სიტყვა და მარიამმა ინსტიქტურად ახედა მომღიმარ ბიჭს
-ესეიგი ყველაფერი იცი-გაუკვირდა მარიამს
-ვიცი-დაეთანხმა რეზი -შენგან რა უნდოდა?
-მიას მისამართი აინტერესებდა
-როგორც ჩანს ძალიანაა დაინტერესებული, ყოფილის კვალობაზე
********
შენმა ძმაკაცმა ისეთები უთხრა გააგიჟა ბიჭი, მისი ბრალია მიას რომ დაშორდა გაგა
-ჩემი ძმაკაცის?-გაეცინა რეზის გულწრფელად -ეგ იმის ბრალია რომ მათ შორის სიყვარული და ნდობა არ იყო, საერთოდ არაფერი არ იყო
-მათი ურთიერთობა ორი წელი გრძლედებოდა, როგორ გგონია საყვარულის გარეშე ეს შესაძლებელია?
-მარიამ ნუ ცდილობ ცოტნეს დააბრალო ის რაც მაგ ორს შორის მოხდა... ეს ცოტნეს ბრალი არ იყო, ეგ იმის ბრალი იყო რომ გაგა დარწმუნებული არ იყო მიას ერთგულებაში, ღირსებაში, სიყვარულში და პირველივე შესაძლებლობისთანავე მიატოვა, გგონია საყვარელ ქალზე ასე მარტივად იტყვის შეყვარებული კაცი უარს? გგონია ასე იოლად გადაუსმევს ხაზს შეყვარებული კაცი საყვარელ ქალს? გგონია რომ ასე იოლად დასთმობს? -რეზი მარიამს უყურებდა პირდაპირ თვალებში და გრძნობდა როგორ მოქმედებდა მისი სიტყვები მარიამის გრძნობებეზე -შენ მე ათასჯერ მითხარი უარი მაგრამ მაინც აქ ვარ შენს გვერდით და იცი რატომ? იმიტომ რომ მიყვარხარ, ძალიან მიყვარხა და შენზე უარს ასე მარტივად ვერ ვიტყვი -რეზის სიტყვებმა ისე იმოქმედა მარიამზე რომ ადგილზე გაიყინა, ვერ იჯერებდა რომ ახლა ამ წამს მან სიყვარული აუხსნა, რომ ასე მოულოდნელად გამოუტყდა გრძნობებში, რეზი ძალიან დაიძაბა და მარიამს ჩააცქერდა ამღვრეული თვალებით -მე ვიბრძოლებ, შენი სიყვარულისთვის იქამდე ვიბრძოლებ სანამ ჩემი არ გახდები, გესმის
მარიამ? -გოგონას ცრემლები მოეძალა და თავი დახარა, რეზის რაღაცის თქმა უნდოდ მაგრამ გადაიფიქრა და გარეთ გავარდა გაბრაზებული.
ცოტნემ მიას გაუწოდა ტელეფონი რომელიც დილიდან გაბუსული იჯდა დივანზე და მის არცერთ კითხვას არ პასუხობდა
-თუ გინდა დარეკე- მიამ ახედა ამღვრეული თვალებით და გამოართვა ტელეფონი -მალე წაგიყვან სახლში ნუ ღელავ-უთხრა ჩავარდნილი ხმით და გარეთ გავიდა.
მიამ მაშინვე მაკას დაურეკა და რომ არ უპასუხა
ხელახლა დაურეკა მაგრამ მაკა ჯიუტად არ პასუხობდა და ძალიან შეეშინდა, შემდეგ მანანას დაურეკა და არც მან რომარ უპასუხა ძალიან დაიძაბა, ისეთი შეგრძნება ჰქონდა თითქოს ყელში ხელი წაუჭირეს და ახრჩობენო, ადგა და გარეთ გავარდა, ღრმად შეისუნთქა მთის ცივი ჰაერი
-რამე მოხდა?-დაიძაბა ცოტნე მიას შემხედვარე
-არ მპასუხობენ, არცერთი არ იღებს ტელეფონს
-დამშვიდდი ნუ გეშინია-ცოტნე მიას მიუახლოვდა და თვალებში ჩააცქერდა -ცუდი არაფერი მოხდება
-ძალიან მეშინია-მიას ხმა ჩაუწყდა და ცრემლები მოეძალა, ცოტნემ ვერ გაუძლო მის ტანჯვას და გულში ჩაიკრა, მია ისე იყო შეშინებული და დაძაბული რომ ცოტნეზე ფიქრის თავი არ ჰქონდა, შესაბამისად წინააღმდეგობა არ გაუწევია მისთვის, პირიქით რაღაც სასიამოვნო მოხტმა დაურბინა მთელს სხეულში როცა ცოტნემ გულში ჩაიკრა, ორივე შეკრთა როცა ტელეფონმა დარეკა, მია მაშინვე მოშორდა ცოტნეს და ნომერს დააკვირდა, ისე შეეშინდა მაკას ნომერი რომ დაინახა ეკრანზე რომ ხელები აუკანკალდა და ლამის ტელეფონი გაუვარდა ხელიდან, ცოტნემ გამოართავატელეფონი უპასუხა და ხმამაღალზე ჩართო
-მია დე-გაისმა მაკას ნამტირალევი ხმა, მია ისე დაიძაბა რომ ხმას ვერ იღებდა -მია?-შეშინდა მაკა
-დედა-მოიკრიბა უკანასკნელი ძალა მიამ და ხმა ამოიღო
-დედა მთელი ღამე ანას ოპერაციას უკეთებდნენ და ახლახან დაამთავრეს, კარგადაა ანა, გესმის მია? ანამ ოპერაცია გადაიტანა -მიამ ცოტნეს შეხედა და ბედნიერებისგან ცრემლები გადმოსცვივდა
-დედა ეს სიმართლეა? მართლა კარგადაა?-ტიროდა მია
-კარგადაა შვილო კარგად-მაკა ისეთი ბესნიერი იყო რომ ძლივს ახერხებდა ლაპარაკს
-რატომ არ მითხარი რომ ამ ღამეს უკეთებდნენ დედა
-არ მინდოდა გენერვიულა შვილო-ტიროდა
მაკა -მინდოდა დამერეკა და პირდაპირ ეს მეთქვა შენთვის, წამითაც არ დამიშვია რომ სხვა რამეს გეტყოდი
-დედა ისეთი ბედნიერი ვარ რომ ასე მგონია შევიშლები, არ მჯერა რომ ამას მეუბნები
-ექიმი მეძახის და მერე დაგირეკავ დედიკო მიყვარხარ-უთხრა აჩქარებით მაკამ და გაუთიშა, მიამ ტელეფონი ცოტნეს გაუწოდა
-ძალიან მიხარია რომ ყველაფერი კარგად დამთავრდა-გაუღიმა ცოტნემ მიას -ტელეფონი კი შენ გქონდეს, შეიძლება დაგირეკოს ისევ
-კარგი-უთხრა და დაფრთხა როცა ისევ დარეკა ტელეფონმა, რომ დახედა ეკრანს გაღიზიანდა და ცოტნეს გაუწოდა -რეზი გირეკავს, მან გამოართავა და სწრაფად უპასუხა
-ცოტნე უკან უნდა დაბრუნდეთ სასწრაფოთ
-მოხდა რამე?
-დღეს გაგასთან ვიჩხუბე-აჩქარებით ელაპარაკებოდა რეზი
-გაგა?-გაოცდა ცოტნე, მის წამოძახილზე მია დაიძაბა და ცოტნეს მიაპყრო ცივი თვალები
-მარიამს დაუხვდა ოფისთან და მიას მისამართს სთხოვდა
-მერე?- დაიძაბა ცოტნეც
-ვიჩხუბეთ, მარიამი მაჯებით ჰყავდა დაჭერილი და აიძულებდა ეთქვა მიას მისამართი, წასვლისას დაემიქრა მაინც გათქმევინებო
-ეგ ნაბიჭვ.რი-გაბრაზდა ცოტნე ტელეფონი გათიშა და მიას ჩაავლო ხელი, კიბეები ჩაარბენინა და მანქანასთან მიიყვანა, მანქანის კარი გაუღო, მია ჩაჯდა ხმის ამოუღებლად, ცოტნე საჭეს მიუჯდა და გიჟივით გააქანა მანქანა
-შეიძლება გკითხო რა მოხდა?-შეხედა ცოტნეს დაძაბულმა გოგონამ
-შენი ყოფილი მარიამს დაუხვდა სამსახურში და რეზისთან იჩხუბა
-რაა?-გაოცდა მია
-ეხლა მასთან მივალთ, მე დაველაპარაკები და შენ ყველაფერზე დამეთანხმები გასაგებია?
-რის თქმას აპირებ? -გაბრაზდა მია
-შენი აზრით?-გაეცინა ცოტნეს -იმის არა რასაც შენ ფიქრობ
-შენ რაიცი მე რას ვფიქრობ-თან გაბრაზდა თან გაეცინა მიას
-მია, გაგა შენს ცხოვრებაში ვეღარ დაბრუნდება! ჯერ ერთი იმიტო რომ მე არ მივცემ ამის უფლებას და მეორე, რომ გაიგოს რაც მოხდა, საშინელება მოხდება ჩვენ ორს შორის, იმედია ხვდები...
-როცა შენთან მოვედი უკვე ვიცოდი რომ ავტომატურად გაგა უნდა ამომეშალა ჩემი ცხოვრებიდან ნუ ღელავ, მან რომ გაიგოს რაც ჩავიდინე არასოდეს მაპატიებს!-მიას ცრემლები მოაწვა
-გაპატიოს? რაუნდა გაპატიოს მაგ სირმ. -იყვირა ცოტნემ -რაღაც სისულელეები ვუთხარი და მაშინვე დაიჯერა, მიგატოვა, ზურგი გაქცია, დაიჯერა რომ ორ კაცს ერთად გვაბავდი, რომ ასეთი სულმდაბალი ხარ, ასეთი საშინელი ადამიანი... მაშინვე მიგატოვა
და შეგეშვა...წავიდა, დაგტოვა! რომ ასე არ მოგქცეოდა შენ ჩემთან არ მოხვიდოდი! ვიცი არ მოხვიდოდი!-იყვირა ისევ ცოტნემ -რომ უყვარდე ასე მარტივად უარს არ იტყოდა შენზე, მას მიზეზი სჭირდებოდა შენგან წასასვლელად და ეს მიზეზი მივეცი სულ ესაა თქვენი უაზრო სიყვარულის ისტორია
-მე შენთან ფულისგამო მოვედი-ხმა აუკანკალდა მიას -ეს არ ნიშნავს იმას ეომ სულმდაბალი ვარ? არ ნიშნავს იმას რომ უღირსი ვარ? სწორედაც რომ ასეა და გაგა მართალია! მე საშინელი ადამიანი ვარ
-მია შენ ასე ანას გადასარჩენად მოიქეცი, თან მას მერე რაც მაგ სირმ. მიგატოვა, და თან იმიტომ რომ მე სზვა გზა არ დაგიტოვე! გესმის მია? ამ ყველაფერში ერთადერთი მართალი და უდანაშაულო ადამინი შენ ხარ!-შეხედა ცოტნემ თვალცრემლიან გოგონას და ნიკაპზე აკრა
ხელი -იმ . გამო ცრემლებს ნუ ღვრი თორემ გეფიცები ყველა ძვალს დავამტვრევ
სათითაოდ-ეს ისე სერიოზულად უთხრა რომ მიამ გაბედა და შეხედა
-არ გაბედო და არ შეეხო, არაფერი დაუშავო, ისედაც ცხოვრება მოვუწამლე
-მია მისგამო თავს ნუ იდანაშაულებთქო, არ უნდა მიეტოვებინე! შესაბამისად არ დაგკარგავდა.
გაგას მიას დანახვამ გული საშინლად ატკინა, მის გვერდით ცოტნეს დანახვამ კი საერთოდ დაანგრია, მარტივად აუხსნა ცოტნემ რომ მია უყვარს, მისგამო ყველაფერს გააკეთებს და უფლებას არ მისცემს რომ მათშორის სხვა ვინმე ჩადგეს, ისიც უთხრა რომ გაასულელა, მოატყუა და მასსა და მიას შორის არაფერი არ ყოფილა იქამდე სანამ გაგამ თავად არ მიატოვა მია.
მიას ცხოვრებაში გაგა აღარ გამოჩენილა, ამაზე ცოტნემ პირადად და ზედეტადაც კი იზრუნა... მიას სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა როცა ანას ელაპარაკა, ის და მარიამი ერთად ტიროდნენ სიხარულისგან.
მაკა ყოველდღე სასიამოვნო ახალ ამბებს უყვებოდა მიას, უამბობდა თუ როგორი ბედნიერი იყო ანა სიცოცხლის ყოველი წუთით და როგორ მოუთმენლად ელოდა საქართველოში დაბრუნებას, როგორი რთული იყო ეს პერიოდი ანასთვის და მაინც როგორი ბედნიერი იყო რომ ცოცხალი იყო...
მია ისეთი ბედნიერი იყო იმით რომ ანა გადარჩა და კარგად იყო რომ ნელნელა მის სულში არსებული ჭრილობებიც შეხორცდა, ნელნელა საკუთარი თავისადმი ზიზღის გრძნობაც განელდა.
დავითს ძალიან გაუკვირდა როცა კახას საქმეზე შეხვედრა სრულიად უცნობმა ადამიანმა სთხოვა და დახმარებასაც დაჰპირდა, რა აღარ იფიქრა, ჯერ ეგონა რომ მისი დაშინება უნდოდათ ამ საქმით დაინტერესებულ პირებს, მერე იფიქრა უნდათ ინფორმაცია გამომტყუონო, ისიც იფიქრა არასწორ კვალზე უნდათ დამაყენონო, მაგრამ შეხვედრაზე მაინც წავიდა და გაოცდა როცა უცნობმა ვინაობა უპრობლემოდ გაუმხილა და ისიც უთხრა რომ მას მხოლოდ მიას დახმარება სურდა.
-იცით ეს საქმე ძალიან ჩახლართულია და ასე მარტივად ვერ ვენდობი ვერავის-გულწრფელად უთხრა დავითმა
-მესმის და თქვენი უნდობლობა არ მწყინს, არც არაფერს ვითხოვ თქვენგან მხოლოდ ის მითხარით თუ არსებობს რაღაც ისეთი რასაც შეუძლია კახა გაამართლოს, მტკიცებულება ან მოწმე და თქვენ ხელი არ მიგიწვდებათ... მე შესაძლებლობა მაქვს რომ ეს მოწმე ან მტკიცებულება თქვენამდე მოვიტანო
-რატომ ხართ დაინტერესებული ამ საქმით? ან როგორ შეძლებთ იმის გაკეთებას რაზეც მე ხელი ვერ მიმიწვდება?
-მეგობარმა მთხოვა რომ დავხმარებოდი... მიას გამო...ხომ ხვდებით -გაეცინა სათვალიან მამაკაცს
-არის ერთი მოწმე რომლის ცრუ ჩვენებაზეა აწყობილი მთელი ეს საქმე
-რატომ თვლით რომ ცრუ მოწმეა?-დაინტერესდა კაცი
-იმიტომ რომ მის გარდა არავის არაფერი დაუნახავს არავის არაფერი გაუგია, მითუმეტეს რომ იმ გარჩევასა და ჩხუბში ოცამდე ადამიანი მონაწილეობდა
-ესეიგი ფიქრობთ რომ იტყუება
-ის ადამიანი სასამართლოზე გამოცხადდა მოულოდნელად, რაღაც სისულელეები ილაპარაკა, ისე ილაპარაკა რომ მისი ჩვენების საფუძველზე უფრო დატოვა მოსამართლემ წინასწარ პატიმრობაში, ვიდრე არსებული მტკიცებულებების, მართალია ისედაც ველოდი რომ გირაოთი არ გამოუშვებდნენ, მაგრამ იმ ადამიანის ჩვენებამ ყველაფერირი გაართულა. უცნაური ისაა რომ ეს ადამიანი დღემდე ვერ ვიპოვე, მინდა რომ კითხვები დავუსვა საქმის მთავარ მოწმეს მაგრამ ის აორთქლდა, ვერაფრით ვერ მივაგენი მის კვალს, მის მითითებულ მისამართზე მისი ძმა ცხოვრობს და ამბობს რომ წლებია არ ელაპარაკება ძმას და წარმოდგენა არ აქვს სად შეიძლება იყოს ეხლა.
-ხვალვე მოგიყვანთ ამ ადამიანს-უთხრა ადვოკატს სათვალიანმა მამაკაცმა და ეჭვებში მყოფ დათოს გაუღიმა -ნუ ღელავთ აქ მხოლოდ იმიტომ ვარ რომ დაგეხმაროთ...
ბევრი ილაპარაკეს და საბოლოოდ დაარწმუნა აკაკიმ რომ მას მხოლოდ დავითის და კახას დახმარება სურდა, მიას გამო, სხვა ინტერესი არ ჰქონდა ამ საქმის მიმართ.
დათოს ეჭვები მაშინ გაიფანტა როცა მეორე დღესვე მიუყვანა სათვალიანმა მამაკაცმა, კახას საქმის მთავარი ცრუ მოწმე
-როგორ იპოვეთ? ეს ხომ წარმოუდგენელია
-ჩემთვის ასეთი საქმეები ყოველდღიურობის ნაწილია გაეცინა კაცს
-შეგიძლიათ კიდევ გამოწიოთ დახმარება?
-ნებისმიერი სახის-გაეცინა აკაკის
-მგონია რომ ამ კაცს ფული გადაუხადეს იმ ჩვენების მიჩემაში
-ეგ საქმე უკვე მოვაგვარე ბატონო დავით-აკაკიმ საბუთები გაუწოდა-აქაა იმ ბანკების სია სადაც სასამართლო პროცესისი მეორე დღეს ამ კრტინმა ფული შეიტანა
-არც კი ვიცი მადლობა როგორ გადაგიხადოთ-დათო სიხარულს ვერ მალავდა
-თუ რამეში დაგჭირდეთ ჩემი დახმარება არ მოგერიდოთ, მე ხელი მიმიწვდება იქ სადაც ადვოკატებისთვის წარმოუდგენელია შეღწევა, მითუმეტეს ინფორმაციის მიღება
-პოლიციელი ხართ?-დათო ძალიან დაინტერესდა ვინ იყო აკაკი და როგორ შეძლო იმ პრობლემის მოგვარება ერთ ღამეში რასაც მთელი ამდენი დრო შეალია თავად და ვერაფერს გახდა
-შეიძლება ასეც ითქვას-გაეცინა აკაკის
-მალე სასამართლო პროცესი გაიმართება იმედია შევძლებ დავამტკიცო რომ კახა უდანაშაულოა
-ამ ნაბიჭვ.რს უკვე დაველაპარაკე საჭირო ენაზე ბატონი დავით ტყუილს ვეღარ იტყვის... თუ იტყვის იცის რაც მოხდება -აკაკიმ მანქანაში მჯდომ დაფეთებულ ჩია კაცს გახედა.
მიას ცხოვრებაში ბევრი არაფერი შეცვლილა, გარდა იმისა რომ ახალი სამსახური იპოვა, უჭირდა ძალიან და იძულებული იყო ემუშავა, ქირის გადასახადიც ახლოვდებოდა და იძულებული გახდა მეორე სამსახურიც მოეძებნა, მარიამთან მუშაობაზე სასტიკი უარი განაცხადა რადგან ვერ ერკვეოდა ამ საქმეში. ცოტნეს და ნინის რათქმაუნდა არ დასთანხმდა მათთან მუშაობაზე და ასე წვალებით იპოვა მეორე სამსახური, ყოველდღიური ანაზღაურებით. ცოტნე ყველანაირად ცდილობდა მასთან დაახლოვებას მაგრამ მია უფლებას არ აძლევდა, მუდამ გაურბოდა მასთან შეხვედრას და საუბარს, ცოტნე კი დაუღალავად ყოველდილით მისი კორპუსის წინ იდგა და ელოდა რომ ენახა მაინც და ერთი ორი სიტყვის თქმა მოესწრო მისთვის.
მია მოუთმენლად ელოდა კახას სასამართლო პროცეს და ძალიან გული დაწყდა დავითმა რომ დაურეკა და უთხრა გადაიდოო, რაღაც გაუთვალისწინებელი მოხდაო, ერთი სული ჰქონდა როდის მოვიდოდა ათი ოქტომბერი და აი გადაიდო პროცესი, ძალიან გული დაწყდა და განიცადა, მითუმეტეს დავითმა წესიერად არ აუხსნა რა მოხდა რის გამო გახდა საჭირო პროცესისი გადადება. იმ დღეს ძალიან უჟმურ ხასიათზე იყო მია, სამსახურშიც საყვედურები მიიღო უფროსისგან, რადგან მომხმარებლების ჩანთები აერია და ერთმანეთის გაატანა, საფასურიც შეცდომით გადაახდევინა და ორივე ქალი ერთი საათი ჩხუბობდა ამ უმსგავსობაზე... მია ძალიან განერვიულებული დაბრუნდა სამსახურიდან და უარესად განერვიულდა როცა ცოტნე დაინახა კორპუსი წინ
-აქ რას აკეთებ?-ჰკითხა გაღიზიანებული ტონით
-არაფერი ეშველება შენს სიქაჯეს ხო?-გაეცინა ბიჭს
-თავი დამანებე-მიამ გვერდის ავლა სცადა მაგრამ ცოტნე წინ გადაუდგა და წასვლის ნება არ მისცა
-მია მინდა რომ ჩემს მანქნაში ჩაჯდე-უთხრა პირდაპირ და მიას გაგიჟებას დაელოდა
-კიდევ რა გინდა?-გაცეცხლდა მია
-თუ არ ჩაჯდები შენი ნებით მაშინ მომიწევს ძალით ჩაგტენო-ისე მშვიდად ეუბნება რომ მიას უარესად აგიჟებს
-წესიერად მოქცევა კიდევ ვერ ისწავლე ხო?-არ აყვა მის გამოწვევას მია და სცადა მაქსიმალურად მოეთოკა თავი
-შენთან სხვაგვარი ურთიერთობა
შეუძლებელია -თვალებში ჩააცქერდა ცოტნე მიას
-რა იდიოტი ხარ
-შენ კი აუტანელი-გაეცინა ცოტნეს მიას მაჯაში წაავლო ხელი და მაქანისაკენ გააქცია
-რას აკეთებ გამიშვი იცოდე ვიყვირებ-დაემუქრა მია
-მეც ვიყვირებ რომ ეს ლამაზი და გიჟი გოგო ჩემი შეყვარებულიათქო
-ნუ სულელობ-გაეცინა მიას
-რატომ არ ყვირი?-ცოტნემ მია სხეულზე აიკრო და თვალებში ჩააცქერდა -იცი რომ გაუხარდებათ შენისთანა უჟმურს თუ მოვიტაცებ და მოვაშორებ აქაურობას -და სიცილი დაიწყო მიას ალეწილი სახის შემხედვარემ, შემდეგ მანქანის კარი გააღო და დაბნეული მია ჩასვა, კარი ნაზად მიხურა და მშვიდად მიუჯდა საჭეს.
მია მთელი გზა ხმას არ იღებდა, იმის მიუხედავად რომ ინტერესით კვდებოდა სად და რატომ მიყავდა ამ არანორმალურს ხმას მაინც არ იღებდა.
-მალე მივალთ-დაარღვია სიჩუმე ცოტნეს მხიარულმა ხმამ
-საერთოდ არ მაინტერესებს სად და რატომ მივდივართ
-მთავარია იცი რომ არ მოგიტაცბ! რადგან კარგად გიცნობ და იცი რომ შენისთანა უჟმურს არ მოვიტაცებ-სიცილი აუტყდა ცოტნეს
-თუ ასეთი აუტანელი ვარ მაშინ რატომ დამდევ უკან? თავს რატომ არ მანებებ?-მაინც ვერ მოითმინა და აყვა მის თამაშს მია
-იმიტომ რომ მიყვარხარ-მხრები აიჩეჩა და მკვეთრი დამუხრუჭებით გააჩერა აწყვეტილი მანქანა და მიას გახედა კარგახნის დუმილის მერე კი
დაამატა -სიყვარული კი ბრმაა
-იდიოტო-მიაყვირა მიამ მანქანიდან გადასულ ბიჭს და თავადაც გადავიდა გაბრაზებული და ადგილზე გაიყინა როცა რესტორნის განათებულ ეზოში დაინახა მისკენ მომავალი მომღიმარი კახა
-კახა-აღმოხდა მიას და ვრემლები მოეძალა, კახამ მათშორის არსებული მანძილი რამდენიმე წამში დაფარა და მია გულში ჩაიკრა
*******
მია ცრემლებად იღვრებოდა, ვერ იჯერებდა რომ მის წინ კახა იდგა, საღსალამათი და თავისუფალი, ცოტნე დაძაბული იდგა და მიას თვალს არ აშორებდა, უნდოდა მისი ბესნიერებისგან გაბრწყინებული თვალები ღრმად ჩაებეჭდა მეხსიერებაში
-ნამდვილი ხარ თუ მეჩვენები?-ახედა ძმას ცრემლიანი თვალებით
-ნამდვილი ვარ, ნამდვილი-გაეცინა კახას და შუბლზე აკოცა დას
-ღმერთო ჩემო ვერ ვიჯერებ რომ თავისუფალი ხარ და ჩემს გვერდით ხარ-ცრემლები გადმოსცვივდა ისევ მიას
-ნუ ტირი გთხოვ, ხოიცი ვერ ვიტან როცა ტირი
-კახა-აღმოხდა მიას ხმა ჩაუწყდა, კახამ ხელი გადახვია დას და ისევ გულში ჩაიკრა
-უზომოდ ბედნიერი ვარ-ახედა ძმას მიამ
-ამ ბესნიერების მიზეზი ეს ბიჭია-გახედა კახამ მანქანაზე მიყრდნობილ ცოტნეს ღიმილით, ინსტიქტურად დაბნეულმა გოგონამაც მისკენ გაიხედა და მათი თვალები ერთმანეთს
შეეფეთა -ცოტნე რომ არა მე დღეს აქ არ ვიქნებოდი
-ვერ გავიგე-ახედა ძმას მიამ
-ცოტნეს მეგობარი აკაკი დაეხმარა დავითს ჩემს საქმეზე... მან გვიპოვა ის მოწმე რომელიც ამტკიცებდა რომ დაგვინახა მედა იკა როგორ შევედით შენობაში, მერე კი როგორ დავბრუნდი მარტო, შეშინებული და დაბნეული თურმე...
-ცოტნეს მეგობარი?-მიამ ცოტნეს გახედა ისევ და უარესად დაიბნა -და რატომ დამიმალეთ მე ეს ყველაფერი ?
-გადავწყვიტეთ რომ ასე ჯობდა-კახამ თმები აუჩეჩა და გაეცინა
-გადაწყვიტეთ?-მია გაბრაზდა
-ხო მედა ცოტნემ ვიფიქრეთ რომ ასე ჯობდა
-შენ და ცოტნემ?-მიამ ჯერ ძმას შეხედა მერე კი ცოტნეს გახედა -დიდიხანია რაც მეგონრები ხართ?
-დიახ ქალბატონო-გაეცინა ისევ კახას
-როგორ? -მიამ ვერაფერი გაიგო
-ციხეში მოვიდა, გამეცნო და ასე დავმეგობრდით
-ცოხეში?
-ხო აკაკიმ გაგვიჩალიჩა შეხვედრა
-და გაგეცნო?-მია თვალს არ აშორებდა დაძაბულ ბიჭს რომელმაც მიას დაჟინებულ მზერას ვერ გაუძლო და თვალი აარიდა -როგორ გაგეცნო?
-მია გაჭედე ხო? იმის მაგივრად მადლობა უთხრა ბიჭს ...
-მადლობა-მკვახედ მიახალა ცოტნეს ერთი ძლივს გამეტებული სიტყვა და ძმას ახედა მიამ -ახლა მითხარი როგორ გაგეცნო
-როგორ და ჩვეულებრივ-მხრები აიჩეჩა ბიჭმა
-რატომ დაეხმარე?-მია ცოტნეს მიუახლოვდა და თვლებში ჩააცქერდა
-შენსგამო-მზერა გაუსწორა ბიჭმა უთხრა მკაცრი ტონით
-ჩემსგამო?-რატომღაც გაოცდა მია
-შენსგამო-გაეცინა კახას -აბა ჩემსგამო?
-ესეიგი ჩემსგამო?-მიას ცრემლები მოეძალა და მზერა აარიდა ცოტნეს
-მია -კახა დას მოუახლოვდა და თავზე აკოცა -ნუ გვიჭედავ, აი მარიამოც მოვიდა -და ყველამ მისკენ გაიხედა, მარიამმა კახას დანახვაზე შოკი მოოღო, ვერ იჯერებდა რომ მის წინ ნამდვილად კახა იდგა
-გაგათავისუფლეს?-შეიცხადა მან -მია კიდევ ნერვიულობდა სასამართლო გადაიდოო-აღმოხდა მას, თან კახას მიუახლოვდა ნელნელა და გადაკოცნა მოკრძალებულათ
-ხო დავუმალეთ დთეს რომ იყო სასამართლო, ვიცოდი უეჭველი გამოვიდოდი და მინდოდა გამეხარებინა -გაეცინა კახას
-ძალიან მიხარია რომ გაგათავისუფლეს-მარიამს ცრემლები მოეძალა, თუმცა მთელი ძალით ცდილობდა მოწოლილი ემოციების დამორჩილებას
-რეზი სადაა?-ჰკითხა ცოტნემ დაძაბულ გოგონას
-ტელეფონზე ლაპარაკობს და მოვა-უთხრა მარიამმა ცოტნეს და მიას გაოგნებული მზერა დააიგნორა
-თქვენ რა ერთად მოხვედით?-შეიცხადა მიამ
-კიიი-მარიამი უხერხულად შეიშმიშნა როცა ყველამ მას შეხედა
-რამე გამოვტოვე ქალბატონო მარიამ?-წარბი აწკიპა მიამ, უხერხული სიჩუმე რეზის მისვლამ გაფანტა
-გილოცავ-რეზი კახას მიუახლოვდა და ხელი ჩამოართვა, ერთმანეთს უკვე იცნობდნენ ცოტნეს მონაყოლით
-მადლობა -გაეცინა კახას
-წავედით რა დავსხდეთ-რესტორნისაკენ აიღო გეზი ცოტნემ, მია უარესად დაიბნა
-კახა რახდება?-მიმავალ ძმას ხელი ჩაავლო მხარზე და თავისკენ მოატრიალა
-უნდა ავღნიშნოთ-მხრები აიჩეჩა გაკვირვებულმა ბიჭმა და მიას ხელი ჩაკიდა, მაგრამ მიამ გააშვებინა
-კაი მიდი და მოვალთ-შეხედა კახას და მერე მარიამს შეანათა შავი ბრაზიანი თვალები
-მაია რახდება? ვერაფერი გავიგე, ისე მომიყვანა აქ რეზიმ არაფერი ამიხსნა
-გგონია მე გავიგე აქ რა ხდება? მითუმეტეს შენსა და იმ არანორმალურს შორის?-ჰკითხა გაბრაზებით მიამ
-რაუნდა ხდებოდეს? მითუმეტეს ახლა
-მარიამ სულ გამოშტერდი ხო?
-მია
-რა მია? რეზის დასდევ გოგო?-ჯერ გაბრაზებული ტონით უთხრა მერე კი სიცილი აუტყდა მარიამის სახის შემხედვარეს
-არ დავდევ
-აბა ეს რა არის?
-თავი დამანებე ისედაც ტვინი მაქ არეული-გაეცინა მარიამს და პირველი წავიდა რესტორნისაკენ.
გოგოებს გაეცინათ როცა მაგიდას მიუახლოვდნენ, კახა შუაში ეჯდათ ბიჭებს შესაბამისად იძულებულები იყვნენ თავად ბოჭების გვერდით დამსხდარიყვნენ. უხერხული სიჩუმე ჩამოწვა და კახას ტელეფონის ხმამ დაარღვია ეს საშინელი სიჩუმე
-გავალ და მოვალ-წამოხტა ფეხზე კახა და გავარდა შენობიდან
-რა სჭირს ამას?-ჩაილაპარაკა თავისთვის მიამ
-შეყვარებულია-უთხრა ცოტნემ და მიამ უცნაური თვალებით შეხედა ჯერ მას მერე მარიამს
-შეყვარებული?-ისევ ცოტნეს შეხედა
-ხო შეყვარებულია
-საიდან იცი თავად გითხრა? -მია უარესად დაიბნა
-არა, მაგრამ მივხვდი-ცოტნე გაჩუმდა და კახას გახედა რომელიც ხელჩაკიდული მოდიოდა მიათვის უცნობ გოგონასთან ერთად
-გაიცანით თათა ჩემი შეყვარებული-თავზე წამოადგა მომლოდინეებს ყურებამდე გაღიმებული კახა, მიას სახე აელეწა, საშინლად დაიძაბა, მზერა უნებურად მარიამისკენ გაექცა რომელიც ცივი უგრძნობი სახით იჯდა მაგიდასთან და მთელი ძალით ებრძოდა მოწოლილ ცრემლებს
-სასიამოვნოა-გაუღიმა ცოტნემ მათ და მიას ყურსუკან დაუჩურჩულა -მია გამოფხიზლდი-მიამ თვალები დაახამხამა და ფეხზე წამოდგა, თათას ხელი ჩამოართვა და ძალით გაუღიმა
-ჩემი დაიკო მია და მისი მეგობრები-გააცნო კახამ დამსწრე საზოგადოება თათას, მიას მზერა ისევ მარიამისკენ გაექცა რომელსაც თვალები აუწყლიანდა
-მარიამ გამომყევი რა-ღიმილიანი სახით მიმართა დაბნეულ გოგონას, რომელიც ბარბაცით წამოდგა ფეხზე და მიას გაყვა, რეზის და ცოტნეს რათქმაუნდა არ გამოჰპარვიათ მარიამის აწყლიანებული თვალები და მიას დაბნეულობა
-მოხდა რამე? -კახამ მიმავალ დას მიაძახა
-არა არაფერი ახლავე მოვალთ-უთხრა აჩქარებით და სწრაფად გავიდნენ ეზოში, მარიამს მაშინვე სიმწრის ცრემლები გადმოსცვივდა და ჩაიკეცა
-მარიამ მაპატიე არ ვიცოდი, არაფერი არ ვიცოდი გეფიცები-მიაც დაიხარა და თმაზე მოეფერა ატირებულ მეგობარს
-მია -აღმოხდა მარიამს და უარესად ატირდა
-რომ მცოდნოდა, გეფიცები მას არ
დავუშვებდი -მიამ თავზე აკოცა მარიამს და ძლიერად ჩაიხუტა.
რეზის სახე წაეშალა, მია და მარიამი რომ გავიდნენ, მიხვდა რომ რაღაც ისე ვერ იყო, ცოტნემ ანიშნა აქ დარჩიო თავად კი გარეთ გავიდა და გოგონების ძებნა დაიწყო, მალევე შენიშნა უკანა გასასვლელის კიბეებზე ჩამომჯდარი გოგონები
-მია მოხდა რამე?-კიბეებზე არ ჩასულა ისე დაუძახა მიას, რომელიც მაშინვე ფეხზე წამოვარდა და კიბე აირბინა
-ეს განზრახ გააკეთეთ? ერთად დაგეგმეთ შენ და რეზიმ? გინდოდათ მარიამისთვის გული
გეტკინათ? -უყვირა მიამ
-რაა?-გაბრაზდა ცოტნე -რა დავგეგმეთ? რა გულისტკენა? მია გაგიგჟდი?-უყვირა მწყობრიდან გამოსულმა ბიჭმა
-მაშინ რას ნიშნავს ყველაფერი ეს?
-რას უნდა ნიშნავდეს?-აყვირდა ცოტნე -ბიჭი ციხიდან გამოვიდა,აღნიშვნა გადავწყვიტეთ... შეყვარებულიც თუ დაპატიჟა არ ვიცოდი...მითუმეტეს რეზიმ არაფერი იცოდა მე დავპატიჟე... მინდოდა მას და კახას ერთმანეთი გაეცნოთ მარიამის პონტში
-მარიამის?-გაცეცხლდა მია
-ხო რეზის მარიამი უყვარს და მინდოდა გაეცნო მისი მეგობრები უკეთ
-ჯანდაბა-იყვირა მიამ - უყვარს? რეზის მარიამი უყვარს?-შეიცხადა და ცოტნეს მიაპყრო შავი მრისხანე სფეროები
- ეხლა შენ ამიხსენი ასე რატომ გაგიჟდი კახას შეყვარებულის დანახვაზე? მარიამი რატო ტირის? მათშორის რამე ხდებოდა? რამე იყო?
-არაფერი არ იყო გასაგებია? საერთოდ არაფერი
-მაშინ რატომ წაეშალა სახე მარიამს? შენ რატომ გადაირიე?
-უბრალოდ-მია გაჩუმდა და მზერა აარიდა- თავად მარიამს ჰქონდა გრძნობები თუცა... კახასთვის ის მხოლოდ მეგობარი იყო- გადაწყვიტა აეხსნა ცოტნესთვის რა ხდებოდა რეალურად
-ანუ არაფერი არ იყო?-ჩაეკითხა ცოტნე
-არა! არასდროს!- დაეთანხმა მია და კიბეები ჩირბინა
-მარიამ თუ გინდა...ცოტნე სახლში წაგიყვანს?
-არა არ მინდა-შეხედა მარიამმა მეგობარს და ცრემლები შეიმშრალა
-მარიამ ცუდად ხარ
-ამ დღეს ბედნიერები უნდა იყოთ შენც და
კახაც-მარიამი მეგომარს ჩაეხუტა და ფეხზე წამოდგა -მაღლა ამოვალ, მიდი და მოვალ-მია ფაქტიურად გააგდო, მიამ ცოტნეს გახედა რომელმაც თავით ანიშნა წამოდიო, მია გაყვა ცოტნეს, სუფრას დაძაბულები დაუბრუნდნენ ორივენი
-წამო მოვწიოთ-რეზიმ ცოტნეს გახედა და აივანზე გავიდა, ისიც უკან გაყვა -მარიამს რა დაემართა? კახას გამო წაეშალა სახე? -დაიძაბა ბიჭი
-არაფერი, საერთოდ არაფერი გესმის?-ცოტნე დაიბნდა -მათშორის არფერია და არც ყოფილა
-ცოტნე!-გაბრაზდა რეზი
-მარიამს თვითონ მოსწონდა თურმე, მაგრამ არაფერი იყო...
-კარგი-რეზი შევიდა და სკამზე დაჯდა დაძაბული, მარიამიც გამოჩნდა, ამაყად თავაწეული შევიდა, მშვიდი უემოციო სახით მიუახლოვდა მაგიდას და რეზის გვერდით დაჯდა, თათა ძალიან უხერხულად გრძნობდა თავს და დაძაბული ინჯდა, მიამ რომ შეატყო მარიმს რომ მან შეძლო თავის მოთოკვა თათას დაუწყო ლაპარაკი, გაარკვი რომ ის მზარეულია, ერთი წელია ხვდებიან ერთმანეთს და ყველას უმალავდნენ რადგან ასე ერჩიათ, დაძაბულობა მაინც არ შორდებოდა არც მათ სახეებს და არც მათ გონებას.
უხმოდ ივახშმეს და უხერხული სიჩუმე და დაძაბულობა მუსიკის ხმამ გაკვეთა
-ჩემი საყვარელი სიმღერაა-გაბედა და ხმა ამოიღო თათამ
-წამო ვიცეკვოთ-კახამ ხელი ჩაავლო თათას და მოცეკვავე წყვილებშორის გაერივნენ, მარიმი თვალს არ აშორებდა მათ და ცდილობდა მოწოლილი მძიმე ემოციები სულის სიღრმეში დაემარხა, რეზიმ მარიამის სკამის სახურგეზე გადადო ხელი და მის თმებში ახლართა თითები, მარიამი იმდენად იყო გართული კახას და თათას ყურებით რომ ვერ იგრძნო მისი შეხება, მხოლოდ მაშინ მოვიდა აზრზე როცა რეზიმ სულ ოდნავ მოწიწკკნა თმა, მარიამმა მისკენ მიიხედა და თან ცალ გვერძე მოიქცია გრძელი წაბლისფერი თმა, კახას გაეცინა მის ქცევაზე, ღვინით სავსე ჭიქას დაწვდა და ცოტა მოსვა
-გინდა წავიდეთ?-ისე მოულოდნელად ჰკითხა რომ მარიამი დაიბნა და თვალები დაახამხამა რამდენჯერმე
-აუ იყავით რა ჯერ-ცოტნეს ტონზე ყველას გაეცინა
-მია მგონი შენნთან მარტო დარჩენის ეშინია-გაეცინა რეზის
-არ მგონი ჩემი ან საერთოდ რამის ეშინოდეს-წარბი აწკიპა მიამ და რეზის მიაჩერდა
-მართალია,მე მხოლოდ შენი დაკარგვის მეშინია-ჩაესმა ყურში ცოტნეს ხმა, რომელიც მოულოდნელად წამოდგა ფეხზე და მარიამს მიუახლოვდა, ხელი გაუწოდა და ანიშნა ამდგარიყო
-არ არსებობს-ახედა მარიმმა
-შანსი არაა-ცოტნემ ხელი ჩაკიდა და ძალით ააყენა ფეხზე
-რეზი არც გაბედო-გაბრაზდა მია -ზუსტად ვიცი რაც გქავთ ჩაფიქრებული -შეხედა მკვლელი თვალებით მომღიმარ ბიჭს რომელიც ფეხზე წამოდგა და მოცეკვავე მარიამს და ცოტნეს მიუახლოვდა, წამში გადაულოცა ცოტნემ მარიამი და მაგიდას დაუბრუნდა
-ზუსტად ვიცოდი რომ ამას გააკეთებდით -დაჯდა თუ არა მაშინვე მისკენ შეტრიალდა მია და გაბრაზებულმა შეხედა
-მია როგორ უნდა მოგარჯულო?-ისე სერიოზულად ჰკითხა რომ მია გაცეცხლდა
-მგონი ბევრი დალიე
-ასეა -დაეთანხმა მომღიმარი ცოტნე- მაგრამ შენს სიყვარულში ეგ ხელს არ მიშლის
-ჩემს ძმას ჩვენზე რა უთხარი? რაიცის ჩვენს ურთიერთობაზე?-სიტყვა ბანზე აუგდო მიამ
-ვუთხარი რომ მიყვარხარ და მინდა გაგაბესნიერო ამიტომ ვეხმარები მას
-არ ფიქრობს რომ უბრალო სიყვარულისთვის მეტისმეტდ დიდი მსხვერპლი გაიღე? ეჭვი არ შეიტანა არაფერში?
-მია არასოდეს მაპატიებ არა? არასოდეს დაივიწყებ არა? -დაჟინებით ჩააცქერდა თვალებში ცოტნე
-უფლებას არ მაძლევ დავივიწყო-გაბრაზდა
მია -სულ ჩემს გვერდით ხარ და გამუდმებით მაიძულებ გავიხსენო ის რაც მოხდა
-ის რაც მოხდა შეცდომა იყო
-მაგრამ გააზრებული!-დაუღრინა მიამ
-ჩემი გრძნობებიც გააზრებულია!
-ჩემთვის ამას მნიშვნელობა არ აქვს -უთხრა მკაცრი ტონით
-ექნება!-დაემუქრა ცოტნე -იქმდე არ დაგანენბებ თავს სანამ არ მაპატიებ, სანამ შენს გულს არ დავისაკუთრებ! სანამ ეგ თვალები შიშის და ზიზღის გარეშე არ შემომხედავს -მიამ ადგომა დააპირა მაგრამ ცოტნემ ხელი დაუჭირა და უფლება არ მისცა ამდგარიყო -ვერ გამექცევი მია, ჩემს სიყვარულს ვერსად გაექცევი-დაუჩურჩულა ყურთან ახლოს და ხელი გაუშვა, მიამ აკანკალებული ხელით წყლის ჭიქა აიღო და ცოტა მისვა, შემდეგ კი მოცეკვავე წყვილებს გახედა, უხერხული სიჩუმე ჩამოწვა, ცოტნემ ვერ გაუძლო და მიას თმას ჩააყოლა თლილი თითები, მია დაფრთხა მოულოდნელობისგან და ცოტნეს შეხედა არეული თვალებით -როგორც ვატყობ მარიამი ჩემი რძალი გახდება, შენი არა -ჩაესმა ფიქრებში წასულ გოგონას ცოტნეს ხმა
-რძალი? -გაოგნდა მია და ცდილობდა დაბნეულობისგან გაფანტული აზრების თავმოყრას
-ხო რძალი-გაეცინა ცოტნეს და ღვინის ჭიქას დაწვდა ერთ მოყუდებაზე დალია, რეზის გახედა რომელსაც მარიამის წვრილ წელზე ჰქონდა ხელები შემოხვეული, ცხვირი მის თმაში ჰქონდა ჩარგული თავდავიწყებამდე მისული ვერავის და ვერაფერ ხედავდა გარშემო გარდა ერთისა
-მარიამ-ჩაემა მარიამს მისი ჩავარდნილი ხმა და თავი უკან გასწია რომ თვალებში შეეხედა
მისთვის -ძალიან მიყვარხარ-უთხრა ღიმილიანი სახით და ცხელი ტუჩები შუბლზე მიაწება, დაბნეულ გოგონას მაშინვე ჟრუანტელმა დაურბინა მთელს სხეულში და ცრემლები მოაწვა, იმდენად დაბნეული იყო, იმდენად არეული გრაძნობებში რომ ვერ მიხვდა გულისცემა ასე რატომ აუჩქარდა და სისხლმა რატომ დაიწყო ძარღვებში გიჟურად დენა, რატომ გაუხშორდა სუნთქვა, რატომ ურევდა გონებას რეზის სურნელი, რატომ უთრთოდა მთელი სხეული მისი შეხებისას...
-თათას სახლში წასვლა უნდა -კახა მიუახლოვდა მიას და თვალებში ჩააცქერდა -კარგად ხარ მია?
-კი კი, რაო რა თქვი?-ახედა დაბნეულმა ძმას
-თათას სახლში წასვლა უნდა და წავიყვან
-ჩემი მანქანით წაიყვანე-ცოტნემ გასაღები გაუწოდა
-რა ტაქსით წავალთ-იუარა კახამ
-მიდი-ცოტნემ გასაღები ხელში ჩაუდო, კახას ძალიან გაუხარდა და წამში აორთქლდნენ იქიდან
-ასე რატომ იქცევი? რატომ ცდილობ გახდე მისი საუკეთესო მეგობარი? რატომ ?-გაბრაზდა მია
-მოდი გარეთ ვილაპარაკოთ -ცოტნემ მაჯაში ჩაავლო ხელი და აივანზე გაიყვანა
-წარმოგიდგენია რა დაემართება რომ გაიგოს რაც ჩვენს შორის მოხდა? რომ მიხვდეს ყველაფერს? ან გაარკვიოს? ისედაც პასუხებს მთხოვს და საბუთებს ას ოცდახითი ათას დოლარზე!
-მია-ცოტნე დააბნია მიას სიტყვებმა
-პასუხებიბი არ გაქვს ხომ ასე?
-მია შეცდომა დავუშვით, თუ საჭორო გახდება მივალ და ყველაფერს ავუხსნი
-არაფერს აუხსნი, არ გაბედო ამაზე ლაპარაკი, უბრალოდ თავი დაგვანებე, მეც და მასაც
-მია რატომ არ გესმის რომ შემიყვარდი? რომ მიტვარხარ? რომ უშენობა არ შემიძლია?
-ამისტომ იყენებ ჩემს ძმა?
-არავის ვიყენებ გასაგებია? მას შენსგამო დავეხმარე და ეს თავიდანვე იცოდა...
-მაგრამ აგრძელებ მასთან მეგობრობას, ყოველდღე ისე იჭრები მის ცხოვრებაში რომ მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებ მალე
-მერე რა? გგონია რომ მას გამოვიყენებ?
-კიარ მგონია ასე იქნება! ჩვენს ურთიერთობაში ნუ ჩარევ სხვებს
-მია უსამართლოდ მექცევი-გაბრაზდა ცოტნე
-უბრალოდ ვცდილობ რომ... არ მინდა ჩვენი დაშვებული შეცდომის გამო სხვა ადამიანებიც დაიტანჯონ, გესმის?-შეხედა მიამ აცრემლიანებული თვალებით
-მია გთხოვ უფლება მომეცი გაგაბედნიერო
-არ შემიძლია-მიამ ზურგი აქცია და შიგნით შევიდა
-მია ჩვენ წავალთ-სახეალეწილ გოგონას რეზი მიუახლოვდა და გაუღიმა
-კარგი-მიამ მზერა რეზიდან დაბნეულ მარიამზე გადაიტანა
-მია -მარიამი მეგობარს ჩაეხუტა -დაგირეკავ-უთხრა უცნაური ხმით და რეზისთან ერთად დატოვა რესტორანი. დაბნეული მია ერთადგილზე მიყინულივით იდგა და შეკრთა როცა ცოტნეს ცივი ტუჩები შეეხო მის მხარს
-რას აკეთებ?-დაფეთებული მია მისკენ შეტრიალდა და ამღვრეულ თვალებში ჩააცქერდა
-მოვედი-გაისმა კახას მხიარული ხმა
-წავიდეთ-თქვა ცოტნემ გაღიზიანებული ტონით და პირველი გავიდა რესტორნიდან
-მოხდა რამე?-დაიბნა მიას შემხედვარე კახა
-არაფერი-გაბრაზდა მია და გარეთ გავარდა, გაოგნებული კახა დას გაეკიდა
-კახა სახლში მიმიყვანეთ და მერე წადით თქვენ მანქანით
-არა შენ სახლში დაგტოვებთ და ტაქსით წავალთ
-არა -გაბრაზდა ცოტნე და მანქანაში ჩაჯდა
-კახა-გაბრაზდა მია
-დაჯექი წავედით-კახამ მანქანის უკანა კარი გაუღო, მია დაჯდა, კახა საჭეს მიუჯდა და მანქანა ადგილს მოწყვიტა. ხმას არცერთი არ იღებდა, უცნაურად დაძაბული იყო სამივე.
მარიამი ძალიან დაიძაბა როცა რეზიმ მანქანა გზატკეცილიდან გადაიყვანა და სიჩქარის შეუცვლელად წაიყვანა უსწორმასწორო ფაქტიურად გაუვალ გზაზე
-რეზი?-მარიამმა ვერ დამალა აღშფოთება
-ნუ გეშინია-რეზიმ სულ ერთი წამით გახედა დაძაბულ გოგონას და ისევ გზას გახედა მომღიმარი სახით
-სად მიდიხარ-მარიამმა შეხედა მომღიმარ ბიჭს ალეწილი სახით
-მენდე-რეზის ამ სიტყვამ მარიამი უარესად დაძაბა, მაგრამ კითხვა აღარ დაუსვამს, გადაწყვიტა რომ გაჩუმება ჯობდა ამ შემთხვევაში, გადაწყვიტა მინდობოდა როგორც თავად რეზიმ სთხოვა. კარგახნის სიარულის მერე მანქანა გააჩერა და გადავიდა, მარიამი დაფრთხა როცა კარი გაუღო და ხელი გაუწოდა, ჯერ მის ხელს დააცქერდა დაძაბული გოგონა შემდეგ ახედა მომღიმარ ბიჭს და თვალებში ჩააცქერდა, გამოწვდილ ხელს ხელი ჩაკიდა და მანქანიდან გადავიდა, რეზის სახეს ღიმილი არ შორდებოდა სახიდან, ძალიან გაუხარდა მარიამი რომ ენდო
-ლამაზია-მარიამმა ახლაღა შეამჩნია რომ მათ წინ ღამის თბილისის ულამაზესი ხედი იყო გადაშლილი
-ჩემი საყვარელი ადგილია-რეზიმ ცივი თითები ძლიერად მოუჭირა მის თლილ თითებს ისე რომ თვალი არ მოუშორებია ღამის თბილისის ხედისთვის
-დღეიდან ჩემიც -მარიმმა გვერდით მდგომ ბიჭს შეხედა და მის პროფილს დააკვორდა, რეზიმ იგრძნო მისი დაჟინებული მზერა და მარიამისკენ მიტრიალდა, მეორე ხელიც ჩაკიდა და თვალებში ჩააცქერდა
-მარიამ ძალიან მიყვარხარ-თქვა უცნაური ტონით ბიჭმა და მარიამი ადგილზე გაიყინა, იგრძნო როგორ გაუჩერდა სისხლი ძარღვებში, როგორ შეწყვიტა გულმა ცემა -სიგიჟემდე შემიყვარდი, შენზე უარს არასდროს არავის და არაფრის გამო არ ვიტყვი, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის რომ ჩემი
გახდე... -რეზი გაჩუმდა და მარიამის სახეს დააკვირდა რომელიც უბრალოდ წაიშალა - შენს გამო ყველაფერს გავაკეთებ -რეზიმ ხელები გაუშვა მის ცივ თითებს და ქარისგან სახეზე ჩამოყრილი თმა ფრთხილად გადაუწია ყურსუკან -მარიამ მინდა რომ შენს გულში და გონებაში მხოლოდ მე ვიყო, ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ-მარიამმა თავი დახარა ვერ უძლებდა მის დაჟინებულ და მწველ მზერას -მაგრამ, მარიამ, შენ უნდა მომცე უფლება რომ შენთან ახლოს ვიყო და შენთვის ვიბრძოლო... შენ თუ უფლებას არ მომცემ გეფიცები ახლავე ამ წამსვე ვიტყვი შენზე უარს, იცი რატომ? იმიტო რომ არმინდა ამ სიყვარულმა შემშალოს და გული გატკინო... არმინდა რომ რამე გაიძულო, არმინდა ჩემი სიყვარულით ტკივილი მოგაყენო, არმინდა შენს თვალებში ზიზღი და შიში დავინახო, არმინდა გაგანადგურო ისევე როგორც ცოტნემ მია... არმინდა რომ ცხოვრება დაგინგრიო, არმინდა ამ სიყვარულმა გაგვანადგუროს- რეზიმ მარიამის გაფითრებული სახე ხელებში მოიქცია და თვალებში ჩააცქერდა -თუ ჩემს სიყვარულს ენდობი გპირდები ყველაფერს გავაკეთებ რომ გაგაბედნიერო, მაგრამ თუ უარს მეტყვი
გაგიშვებ...-ბოლო სიტყვების თქმა ძალიან გაუჭირდა მაგრამ მაინც უთხრა და მის პასუხს დაელოდა გულისფანცქალით, მარიამი ისეთი გაოგნებული, დაბნეული და დაძაბული იყო, ფაქტიურად ვერაფერი გაიგო მისი ნათქვამიდან, რეზის გაეღიმა მისი სახის შემხედვარეს, ვერ გაუძლო მოწოლილ სურვილს და ცივი ტუჩები მიაწება მის ათრთოლებულ ტუჩებს, მარიამს წინააღმდეგობა არ გაუწევია, პირიქით მის გიჟურ კოცნას კოცნით უპასუხა და ათრთოლებული თითები თმაში შეუცურა, როცა მოწოლილი ვნებები დაცხრა და ერთმანეთის ტუჩებს მოწყდნენ რეზიმ გულში ჩაიკრა აკანკალებული გოგონა და თავზე აკოცა -მორჩა ჩემი გოგო ხარ შენ-თქვა ჩურჩულით და მარიამმა რომ ახედა ცხვირზე აკოცა.
კახას სული ეტკინა როცა პატარა ნაქირავებ ბინაში შევიდა მიასთან ერთად, რამდენიმე თვის წინ რას იფიქრებდა რომ ციხეში ამოყოფდა თავს, რომ ანას კობოსთან ბრძოლა მოუწევდა... სახლს დაკარგავდნენ
-მე დივანზე დავწვები შენ საწოლს გაგიმზადებ
-შენ შენს საწოლში დაწექი, დივანზე მე დავიძინებ
-რეზი წესიერად არ გძინები რამდენი ხანია -მია ცდილობდა რეზის მასთან ცოტნეზს თემა არ ჩამოეგდო მაგრამ მაინც ვერ გაექცა ამას
-მია შენსა და ცოტნეს შორის რა ხდება?
-რაუნდა ხდებოდეს?-დაიძაბა მია
-იდიოტი გგონივარ? სახე წაგეშალა როცა გითხარი რომ ცოტნემ გამომიყვანა,
-კახა მოდი ამაზე ზვალ ვილაპარაკოთ
-გაგას მან დაგაშორა? თუ მართლა შენ მიატოვე?
-ხვალ-დაუყვირა მიამ ოთახში შეიკეტა, საწოლზე პირქვე დაემხო და ატირდა.
ვიკა დილა ადრიან წამოადგა ცოტნეს თავზე და გააღვიძა
-რა ხდება? -ძლივს გაახილა თვალები ცოტნემ
-ირაკლიმ დამირეკა-საწოლზე ჩამოჯდა ვიკა და იატაკს დააცქერდა
-რა უნდა მაგ ნაბიჭვ.რს?-წამოჯდა ცოტნე საწოლზე
-მითხრა რომ თუ წესიერად არ მოიქცევით ორივე სახლს დავკარგავთ
-რაა?-იყვირა ცოტნემ
-ვაჩე ნიცას მიპირისპირებსო, ჩემი შვილი ჩემს წინააღმდეგ განაწყოო, ტვინი აურიაო, შენი ავადმყოფი შვილი ჩემს გოგოს ჩამოაშორეთო
-რაუნდა მაგ სირ. ვერ გავიგე-ღრინავდა ცოტნე
-თქვენ რა გინდათ მისგან? რატომ დაიჭირეთ საქმე მასთან? ნიცას რატომ არ ეშვება ვაჩე
-დედა ამაზე ხომ უკვე ვილაპარაკეთ
-ცოტნე შენი ბინა და ეს სახლი ბანკში ჩადეთ და მეუბნებით რომ ეს მე არ მეხება და კითხვები არ უნდა დავსვა!-აყვირდა ვიკა -მითხარი რაში დაგჭირდათ ამდენი ფული? რატომ ჩადეთ ორივე სახლი?
-საქმისთვის დაგვჭირდა მორჩა და გათავდა
-ჯანდაბა-იყვირა ვიკამ -რაც გინდათ ის ქენით, რაც გინდა ის გიქნიათ-ყვირილით გავიდა ოთახიდან, ცოტნე მაშინვე ადგა ჩაიცვა და სახლიდან გავარდა, მაშინვე რესტორანში გაქანდა და დაუკაკუნებლად შეუვარდა ირაკლის კაბინეტში
-დედაჩემს რატომ ურეკავ? რატომ რევ ამ საქმეში?
-მაშინ შენს ძმას მიხედე, ეგ ნაბიჭვა.ი წამლებს იჩხირავს
-რას ბოდავ-დაუღრიალა ცოტნემ
-აიძულე ნიცასგან თავი შორს დაიჭიროს
-შენი გოგო ეკიდება და მე რა გავაკეთო?
-ცოტნე ეს თამაში უკვე სახიფათო გახდა
-შენ შენს შვილს მიხედე, მე ჩემს ძმას მივხედავ
-ვაჩე ჩემი ჯიბრით ნიცას აღარ მოეშვება, ნიცაც გააგიჟა და ჩემი შვილი აღარ გვისმენს, არც მე არც დედამის, იმიტომ მინდა დედაშენი ჩაერიოს საქმეში
-ერთი ლაწირაკისთვის ვერ მიგიხედია და გინდა დედაჩემა დაალაგოს ეს დამპალი საქმე?
-შენ ძმას თუ არ ჩამოაშორებ ნიცას იცოდე გაგანადგურებთ
-რას იზავ? ბანკის თანხას აღარ დაგვიფარავ? ორივე სახლს დაგვაკარგვინებ?
-უარეს დაგმართებთ
-სიტყვებს დაუკვირდი ნაბიჭვა.ო-დაუღრიალა ცოტნემ -ჩვენ თუ ჩავიძირებით ხოიცი რომ შენც ჩვენთან ერთად ჩაიძირები? ჩვენ რომ შემოსავალს ვმალავდით და დაგვაჯარიმეს მაგიტომ მოგათრიეთ აქ შენ, ვალი დაფარე და რესტორანს განაგებ, სანამ შენს ფულს ამოიღებ! მაგრამ ზუსტად ვიცი რომ რა შეცდომაც ჩვენ დავუშვით შენ გააზრებულად აკეთებ ამას, მალავ შემოსავალს, ხოიცი რომ ბოლომდე თუ გაგწირეთ ციხეშიც ამოყოფ თავს
-შე ნაბიჭ.არო, მე ციხისგან გიხსენით და შენ ამით მემუქრები?-სავარძლიდან წამოვარდა ირაკლი
-თუ არგინდა რომ ყველაფერი ასე გართულდეს შენ შენს ლაწირაკს მიხედავ, მე ვაჩეს, დანარჩენი ისევ ისე იქნება... დედაჩემა არუნდა გაიგოს რომ ვაჩე წამლებზე იყო და ამის გამო დაგვჭირდა სახლების ოპოთეკით დატვირთვა... არუნდა გაიგოს რომ ამდენი ფული მისი ციხიდან დასახსნელად დამჭირდა თორემ დაისჯები
-შენი ძმა ისევ იჩხერს გასაგებია?-უღრიალა ირაკლიმ -მეგონა შეეშვა მაგრამ ზუსტად ვიცი რომ ასეა
-წამალს აღარ დაბრუნები, გასაგებია? შეეშვა, პირობა მომცა-აყვირდა ცოტნე
-წაეთრიე და შენს ძმას მიხედე, მე კი ნიცას მოვუგვარებ
-ასე ჯობია-დაეთანხმა ცოტნე და გაცოფებული გამოვარდა ირაკლის კაბინეტიდან მაშინვე ვაჩეს დაურეკა მაგრამ ის არ პასუხობდა, სახლში მივიდა და მოთმინებით ელოდა ძმის დაბრუნებას, როგორც კი დაინახა ეზოში შესული ვაჩეს მანქანა მაასინვე გარეთ გავარდა და გადმოვიდა თუარა ვაჩე მანქანიდან სახეში გაარტყა
-შენბრა გაგიჟდი?-საყელოში წვდა ვაჩე ძმას
-ნიცას ახლოს აღარ გაეკარო-მისი ხელები უხეშად მოიშორა ცოტნემ -გესმის რას გეუბნები? მასზე ფიქრსაც კი გიკრძალავ!
-შენ ვინ ხარ რომ რამე ამიკრძალო?-უღრიალა ვაჩემ ძმას
-ვინ ვარ? ვინ ვარ?-მიუახლოვდა ცოტნე ძმას და თვალებში ჩააცქერდა -ის ვისაც არუნდა რომ წამალ გაჩხერილს ამოგხდეს სული
-წამლებს შევეშვი-უტიფრად ატყუებდა ვაჩე ძმას
-იტყუები ავადმყოფო! ირაკლიმ მითხრა
-ეგ ნაბიჭვ.რი-იღრიალა ვაჩემ
-თუ არ შეეშვები გეფიცები საავადმყოფოში დაგაწვენ! თუ მაიძულებ ცნობასაც ავიღებ რომ სულით ავადმყოფი ხარ და ძალით დაგაწვენ სამკურნალოდ
-თავი ვინ გგონია? გგონია უფლებას მოგცემ რომ ჩემს ცხოვრებაში ჩაერიო?
-ამას ეძახი ცხოვრებას? ავადმყოფი
ხარ -ზიზღით უთხრა ცოტნემ და სახლში შევარდა, გაგიჟებული ვაჩე კი პირდაპირ ნიცასთან წავიდა. გადაწყვიტა შურისძიების იარაღად გამოეყენებინა ნიცას გულწრფელი სიყვარული მისადმი.
გაგრძელება იქნება ხვალ