Комментарии
- 22 авг 2022 20:33Liana Gigauri
- 22 авг 2022 21:59Dodo Axobadze
️
- Ucnobi-Ucnobi 777Комментарий удалён.
- Ucnobi-Ucnobi 777Комментарий удалён.
- Ucnobi-Ucnobi 777Комментарий удалён.
- Ucnobi-Ucnobi 777Комментарий удалён.
- 23 авг 2022 05:09Gauqmda Gauqmda
- 23 авг 2022 06:18Gauqmda 40
- 23 авг 2022 06:31ba bi
️
- 23 авг 2022 07:08კოტე მანაგაძეგაანათლოს უფალმა
- 28 авг 2022 19:37nina gelashviliᲡაუკუნოდ იყოს ხსენება მისი
- 24 ноя 2022 02:05ba bi
️
Для того чтобы оставить комментарий, войдите или зарегистрируйтесь
╚ ►ჩვენ გვიხარია ცხოვრება◄╝
###
ეს ის ბიჭია, რომელიც სულ იცინოდა...
ეს ის ბიჭია, რომელიც ყველას უყვარდა.
ეს ის ბიჭია, რომელიც ქუჩაში ყველა უბრალო ადამიანს ესაუბრებოდა და სურათს იღებდა მათთან.
ეს ის ბიჭია, რომელმაც ქუჩაში ქუდი დაიდო ფეხებთან, "იმათხოვრა" და ნაგროვები ფული, იქვე მყოფ ღარიბ კაცს მისცა.
ეს ის ბიჭია, მთელი ცხოვრება რომ განიცდიდა მეგობარი დახრჩობას რომ ვერ გადაარჩინა.
ეს ის ბიჭია, მთელი წელი ნაგროვები ფული ახალი ფეხსაცმლისთვის, საბრალო ოჯახს რომ აჩუქა და ისე გამოიქცა, მადლობის თქმაც ვერ მოასწრეს მისთვის.
ეს ის ბიჭია, მეგობრებს რომ ეუბნებოდა - გამიფრთხილდით ბიჭებო, ხო იცით დიდხანს ვერ ვიცოცხლებ-ო."
ეს ის ბიჭია "ალავერდობა" რომ დაწერა.
ეს ის ბიჭია, მეგობრებს რომ ეუბნებოდა - "ზღვის სანაპიროზე მინდა სახლი ავიშენო და აქ დავრჩეო სამუდამოდ"
ეს ის ბიჭია, უცნობი ადამიანების გადასარჩენად რომ გაწირა თავი.
ეს ის ბიჭია, სიკვდილთან მებრძოლი გაშმაგებულ ტალღებს რომ იგერიებდა და თან იცინოდა, როგორც ჰყვებიან თვითმხილველები.
ეს ის ბიჭია, 26 წელი რომ იცოცხლა მხოლოდ და ეყო ეს დრო, ყველაფერი გაეკეთებინა.
ეს ის ბიჭია, რომელიც სულ, სულ იცინოდა, ტკივილს არ გამოხატავდა და კიდევაც ასეთი გასხივოსნებული მიებარა ზეცას, დროებით მოვლენილი ანგელოზივით დედამიწაზე.
ეს ის ბიჭია, გურამი რომ ჰქვია და ყველას გვიყვარს.
ეს გურამ რჩეულიშვილია❤️.