777 დასცინა საქართველოს მოსახლეობის 90%-ს – მამა იოვანე ლაშა ბუღაძეზე

08/01/2024
ლაშა ბუღაძის სტატუსს სასულიერო პირები გამოეხმაურნენ. მათი განცხადებით, მიუღებელია მწერლის მხრიდან ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქრისტიანული დღესასწაულის რუსულად მოხსენიება და მისი დაკნინების მცდელობა.
მათივე შეფასებით, მსგავსი ტიპის განცხადებები ადამიანებში ნეგატიურ განწყობებსა და აგრესიას იწვევს.
“დასცინა საქართველოს მოსახლეობის 90%-ს, რომელიც თავს თვლის ავტოკეფალიური მართლმადიდებლური ქართული ეკლესიის სულიერ შვილად. მას არ მიულოცია, დასცინა, რაც სამწუხაროა. თუ საეკლესიო კალენდარში ჩავიხედავთ, 7 იანვარს გვერდით უწერია, რომ 7 იანვარი, რეალურად, არის 25 დეკემბერი, ანუ ჩვენ შობას აღვნიშნავთ 25 დეკემბერს. ათონის მთაზეც, 7 იანვარს ანუ 25 დეკემბერს აღინიშნება შობის დღესასწაული. ასევე, იქაც, სადაც ჩვენი უფალი, მაცხოვარი იესო ქრისტე იშვა, იქაც 7 იანვარს აღნიშნავენ და რა გამოდის, თუ რუსულია ესე იგი ყველაფერი რუსეთის ყოფილა. ჩვენი ტრადიციულ, მრავალსაუკუნოვან ეკლესიას არაფერი არ აკავშირებს რუსეთთან, არც ისე და არც – თარიღულად. ასე რომ, თუ ისინი ასე ფიქრობენ, ეს მათი პრობლემაა”, – განაცხადა არქიმანდრიტმა, სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურმა მამა იოვანე მჭედლიშვილმა.

Комментарии

  • 8 янв 20:08
    რა ეშველებათ ამ მარქთუნებს რავა ყველგან რუსული და რუსეთი ელანდებათ მოძღვაროო. რა ეშველებათ ამ სულ გაყიდული ბუღაძებს ჭიღლაძებს და ვაი კოლხი რომ არის და მისნაირებს.როგორი ცოდონნიი არიან.
  • 11 янв 20:35
    d6f8934c00