777 „გამჭვირვალობის კანონის“ წინააღმდეგ საპროტესტო აქციაზე დაკავებული ერთ-ერთი მოძალადე რუსეთის მოქალაქე ანდრეი რაუტბერგია - ნარკოტიკების უკანონო შეძენას, შენახვას და გასაღებასაც ეწეოდა

10.05.2024


სამართალდამცველებმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქციაზე დააკავეს პირი, რომელიც რუსეთის მოქალაქე ანდრეი რაუტბერგია.

წყაროს ინფორმაციით, ანდრეი რაუტბერგს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთა რამდენჯერმე უფიქსირდება, კერძოდ, 2023 წლის 11 ოქტომბერს შემოვიდა და 2023 წლის 14 ოქტომბერს გავიდა; 2023 წლის 28 ოქტომბერს შემოვიდა და ამავე დღეს გავიდა; 2023 წლის 30 ოქტომბერს შემოვიდა და მას შემდეგ იმყოფება საქართველოში. აღსანიშნავია, რომ საზღვრის ყველა კვეთა უფიქსირდება სასაზღვრო გამშვებ პუნტქ „სადახლოს" გავლით.

როგორც წყარო ყვება, ანდრეი რაუტბერგის განცხადებით, ის არის ტურისტი, ამავდროულად პერიოდულად მუშაობდა მაღაზია „ფიშპოინტის" კურიერად ვაკის ტერიტორიაზე. მისივე განცხადებით, აქვს დეპრესია და აქციაზეც იმ მიზნით გავიდა, რომ ვინმეს მისთვის დაზიანება მიეყენებინა.

ასევე, წყაროს მონაცემებით, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარ სამმართველოში მიმდინარეობს ოპერატიული მუშაობა ნარკორეალიზატორთა დანაშაულებრივი საქმიანობის კონტროლის მიზნით, რა დროსაც გამოიკვეთა რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ანდრეი ალექსანდრეს ძე რაუტბერგი, რომელიც ეწევა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენას, შენახვას და გასაღებას.

წყაროს თქმით, რუსეთის მოქალაქე ანდრეი რაუტბერგი ნარკოტიკებთან რაიმე სახის შემხებლობას კატეგორიულად უარყოფს.

წყარო: ქრონიკა

Комментарии

  • 10 мая 14:22
    აბააა რას იტყვის მამიდაჩემი ბოზიაოო.?? აი ახალგაზრდობას ურიგებდა ნარკოტიკს და გაბრუებული ახალგაზრდობა ყველაფერზე წამსვლელიაა.აი 12- წელია ამას ანხორციელებდა ივანიშვილი ნაც ხროვასთან ერთად.
  • 10 мая 15:38
    Namdivili simartlesambobt
  • 10 мая 15:48
    თთუ ასეთი დმნაშავე იყო თან იცოდნენ გარეთ რატომაა და რად არ ჩასვით, ისეთი ტყუილი მაინც დაწერეთ რომ დაიჯერებოდეს
  • 10 мая 22:59
    tiko tiko ответила ll✤✤✤ ll
    rusi barigebi ukve 3 welia narkotikebit vajroben saqartveloshi gadmoaqvt narkotikebi afasoveben saqartveloshi atas ragacebs ureven da asageben qartvelebze ramdeni gardaicvala amaze aravitari reagireba ar aris es vigac titushka iqneba an dajerli yavdat gamushves da vitom im axalgazrdebis gaficvebshi monawileobda rogorc putini aketebs
  • 11 мая 23:43
    რანაირი რუსია გვარი მაინც წაიკითხეთ.
  • 12 мая 08:52
    არც სახეზე ეტყობა რომ რუსია და არც გვარით.ალბათ მხოლოდ მოქალაქეობა აქვს რუსეთის .
  • 12 мая 11:42
    ანდრეი რაუტბერგიაა.ან გერმანული გვარია ან პოლონური..
  • 08:05
    ერთი მე ვარ იაპონელი მეორე ეგ არის რუსი, მოქალაქეობა აქვს ალბათ