Комментарии
- 4 янв 2015 18:45tu ginda gagiyof naxevars
amagam mshvidad daizineb
- 4 янв 2015 20:21gainagdet mayuti da gayuchdit ara?
nametani sichume gaqvt
- 4 янв 2015 23:26visaaq ganagdebuli mayuti etyoba, ager raxe dagidga bidzom
Для того чтобы оставить комментарий, войдите или зарегистрируйтесь
╚ ►ჩვენ გვიხარია ცხოვრება◄╝
ჯონი გიგანი 20 წლიან დუმილს არღვევს - რას ყვება ბიზნესმენი ზურაბ ჟვანიაზე ?
ბიზნესმენი ჯონი გიგანი 2002 წელს მისი ავტომობილის აფეტქებას იხსენებს და მომხდარში ბადრი პატარკაციშვილს და ზურაბ ჟვანიას ადანაშაულებს. როგორც ჯონი გიგანი გაზეთ ვერსიასთან ყვება, მისი აფეთქება საშა მაისურაძემ განახორციელა, რომელიც ბადრი პატარკაციშვილთან მუშაობდა. მისი თქმით საფეხბურთო კლუბი დინამო მის მფლობელობაში იყო და სწორედ ეს გახდა მის ლიკვიდაციის დაგეგმის მიზეზიც. გიგანის თქმით პატარკაციშვილი, ჟვანია და საშა მაისურაძე რუსული „გერეუს“ წამომადგენლები იყვნენ. „სინამდვილეში ჟვანია გმირი კი არა ძალიან ცუდ საქმეებში ფულის ამღები იყო. ბოლო აფეთქება საშა მაისურაძემ განახორციელა რომელიც ბადრი პატარკაციშვილთან მუშაობდა და ის ციხიდან ზურაბ ჟვანიამ გამოუშვა. ჟვანიამ ერთ დღეში ისეთი საგადასახადო კოდექსი მიიღო რომ მთელი საქართველო მათხოვრად აქცია, ანუ ბიზნესმენები და მეწარმეები ხარჯვით ნაწილში დაბეგრა. გარდა ამისა შევარდნაძე უცხოეთში რომ დადიოდა და საქართველოსთვის ფულს შოულობდა მაგ ფულის დახარჯვა სამინისტროებს პარლამენტის რატიფიცირების გარეშე არ შეეძლოთ. ყველაფერი ეს ჟვანიამ ჩემი აზრით გერეუს დავალებით გააკეთა. რადგან ქვეყანა გაღატაკებულიყო, დაეჩოქა და რუსეთის ფარქვეშ ყოფილიყო. ჟვანია ჩემთვის ორჯერ მკვლელია რადგანაც ჩემი ოჯახის მკვლელი გარეთ გამოუშვა, ჟვანია მაფია იყო და სახელმწიფოსთან საერთო არაფერი ქონდა.“ - აცხადებს ჯონი გიგანი გაზეთ ვერსიასთან საუბარში.