***

"რაჭაში რომ მთა- ბარია,
ანგელოზებს აბარია",
მაღალ კლდეებს , უფლის მადლი,
ღრუბლის ქულად აფარია....
ცაზე მთვარე დაიხატა,
შემოება სხივებს მძივი,
ზღაპარია ჩემი რაჭა,
თვითონ უფლის, ოქროს ღილი...
ო.... როგორ მომნატრებია,
როგორ ვეტრფი სხივფერიანს,
მისი წვიმის ჰანგი მესმის,
მზის სხივებზე ნაფერია...
გრძნობა მოჰქრის ნაკადულად,
ტყეც შრიალებს, ყვება არაკს....
ჯიხვის ჯოგი შეჰფენია,
კოდნარულას კლდეზე ბალახს....
ხანაც სიო დაუბერავს,
ცას, ცრემლების სწყდება ნამი,
დეკა ყვავის, იელიც კი,
სურნელს აფრქვევს , მოაქვს თავი....
ორბებიც ცას აფრინდება,
მზეც გადიყრის, მხრებზე დალალს,
რაჭას უფალი მაპინძლობს ,
თავს დასცქერის , ზღაპრულს მაღალს.....ეთ ლობჟანიძე

*** - 835991567817

Комментарии