ბიძინა ივანიშვილის მოკლე ბიოგრაფია სიკეთეებიდან დღემდე ოქტომბერი 12, 2016 წარმოგიდგენთ ბატონ ბიძინა ივანიშვილს, ჭორვილიდან წარმატების მწვერვალამდე, სიკეთეებიდან დღემდე, ქველმოქმედი ბიზნესმენობიდან დღემდე.

ბატონ ბიძინა ივანიშვილის – ბანკ „რუსული კრედიტის“ დამაარსებელსა და მეპატრონეს. მისი კაპიტალი რამდენიმე მილიარდს ითვლის. როგორც ამბობენ, სტოილენსკის და მიხაილოვსკის უმსხვილესი საწარმოო აქტივების გაყიდვით მან თავის კაპიტალს $2 მლრდ შემატა სხვა სიკეთეებთან ერთად. ვფიქრობთ, მკითხველისთვის ინტერესმოკლებული არ იქნება თვალი გადავავლოთ ბატონ ბიძინა ივანიშვილისმიერ განვლილი ცხოვრების გზას.ბიძინა ივანიშვილი დაიბადა საჩხერის რაიონის სოფელ ჭორვილაში. მამა „ჭიათურმარგანეცის” კომბინატში მეშახტედ მუშაობდა. სკოლის დამთავრების შემდეგ ის თბილისში ჩამოვიდა და სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო-ეკონომიკურ ფაკულტეტზე ჩაირიცხა. პარალელურად მუშაობდა კამოს სახელობის „ჩარხმშენებელ“ ქარხანაში მუშად. წარჩინებით დაამთავრა უნივერსიტეტი და იმავე ქარხანაში განაგრძო მუშაობა, ჯერ უფროსი ინჟინრის, ხოლო შემდეგ ლაბორატორიის უფროსის თანამდებობაზე. 1982 წელს გაემგზავრა მოსკოვში, ჩააბარა ასპირანტურაში და დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „მეცნიერული ორგანიზაცია დაშრომის ეკონომიკა“.სამშობლოში დაბრუნების შემდეგ არმინირებული შლანგების წარმოება დაეწყო. იმ დროისთვის ეს საქონელი დეფიციტს წარმოადგენდა. დაარეგისტრირა კოოპერატივი და კამოს სახელობის ქარხანაში შენობა იჯარით აიღო – საღამოობით თვითონ ჩარხავდა ხელსაწყოებს, მაგრამ საქმე შლანგების გამოშვებამდე არ მივიდა – ივანიშვილმა გეზი შეიცვალა და „მომავლის“ საქონლით, კომპიუტერებით ვაჭრობა დაიწყო. პირველი დამკვეთი საქართველოს მეცნიერებათა აკადემია იყო. ივანიშვილის ამ დაკვეთის შედეგად კოოპერატივის ანგარიშზე სოლიდური თანხა დაგროვდა. როგორც მოსალოდნელი იყო, ამ თანხით დაინტერესდა პროკურატურა და მოახდინა მისი ანგარიშების ბლოკირება. ამ სამწუხარო მოვლენების შემდგომ ივანიშვილმა 1988 წელს დატოვა საქართველო და საქმიანობა განაგრძო მოსკოვში.როდესაც ბატონი ბიძინა რუსეთში ჩავიდა, დაუკავშირდა თავის ძველ ნაცნობს, ვიტალი მალკინს, რომელიც იმ დროისთვის უკვე მცირე ბიზნეს-საქმიანობას ეწეოდა. ივანიშვილმა მას უფრო ორგანიზებული და წარმატებული საქმე შესათავაზა –კომპიუტერებით ვაჭრობა. ხოლო მალკინს თავის მხრივ ჰყავდა მეგობრები სარკინიგზო ინსტიტუტიდან – დოცენტი სერგეი მოსინი და ალექსანდრებრიანცევი. ისინი აშენებდნენ სათბურებს ნარო– ფომინსკში, ჰქონდათ კოოპერატივი „აგროპროგრესი“. იმისათვის, რომ დრო უქმად არ დაეკარგათ ახალი კოოპერატივის რეგისტრირებაზე, დაიწყეს კომპიუტერებით ვაჭრობა უკვე არსებული კოოპერატივის მეშვეობით. საქმე ფაქტიურად, მიზერიდან დაიწყეს, ბატონმა ბიძინამ და მისმა პარტნიორებმა დაიქირავეს ერთი ოთახი სამოთახიან ბინაში, მეხუთე სართულზე – ეს მათი ოფისიც იყო და საწყობიც. ბიზნესი ჩქარი ტემპებით ვითარდებოდა, გასაყიდი საქონლის ასორტიმენტი უფრო მრავალფეროვანი გახადეს: კომპიუტერებთან ერთად ქსეროქსის აპარატებითა და ტელეფონებით ვაჭრობდნენ.იმ დროისთვის მოსკოვი სავსე იყო უცხოელებით, რომლებიც სხვადასხვანაირი საქონლის ფართო სპექტრს სთავაზობდნენ მყიდველს, მაგრამ, მათთან პარტნიორობა ბატონ ბიძინას არამიზანშეწონილად მიაჩნდა. აქედან გამომდინარე, სერიოზული პარტნიორების მოძიება საზღვარგარეთ გადაწყვიტეს.ივანიშვილი და მისი თანაგუნდელები პარიზში გაემგზავრნენ, სადაც თანამედროვე ტექნოლოგიათა გამოფენა იმართებოდა. იქ გაიცნეს ჰონგ–კონგური ფირმის წარმომადგენლები. ისინი მალევე ჰონგ-კონგში ჩავიდნენ და გააფორმეს მათი პირველი სერიოზული ფართომასშტაბიანი კონტრაქტი. საქმე უფრო შორსაც წავიდა: შეისყიდეს რა იქ ტელეფონებისა და მაგნიტოფონების დამამზადებელი ფაბრიკა, ივანიშვილის ფირმამ 1990 წლისთვის რუსეთში ელექტრო-ტექნიკით მოვაჭრე ერთ-ერთი მოწინავე ფირმის სახელი მოიხვეჭა.ბანკი „როსკრედიტის“დარეგიტრირებისთვის მათ უკვე ჰქონდათ ანგარიშზე 100000-120000$. იმ დროისთვის ზემოთ აღნიშნული თანხით, რამდენიმე ბანკის გახსნა შეიძლებოდა. საკმარისად ჩათვალა რა თავისი კაპიტალი, ბრიანცევმა უარი თქვა ახალ საქმეზე და გააგრძელა სათბურების შენება.ივანიშვილმა, მალკინმა და მოსინმა ერთნაირი წილები აიღეს ბანკში, ყოველივე მათგანს 33% ერგო. შემდგომში ივანიშვილმა გამოისყიდა მოსინის წილი. ამრიგად, ბატონი ბიძინა იყო 67% -ის, ხოლო მალკინი 33%-ის მფლობელი. „როსკრედიტმა“მოწინავე პოზიციები რუსულ საბანკო ბიზნესში მალე მოიპოვა. მისი პირველი ოფისი საბავშვო ბაღის შენობაში იყო განთავსებული, ხოლო მომსახურება 24 საათიანი. ისინი იყვნენ პირველები ნაღდი ანგარიშსწორებით ვალუტის გაყიდვის მოცულობაში. ივანიშვილის გადაწყვეტილებით გეზი აიღეს საფილიალო ქსელის ჩამოყალიბებაზე. ამისათვის ორი პრობლემის გადაჭრა იყო საჭირო:უნდა ეპოვათ სათანადო შენობები და კადრები. ბატონმა ბიძინამ გადაწყვიტა მიემართა შემდგომი ხერხისთვის: „როსკრედიტის“ წარმომადგენლები მიდიოდნენ საწარმოებისა და ინსტიტუტების დირექტორებთან, სთავაზობდნენ მათ გამოეყოთ სათანადო შენობები ბანკში 2% საანაბრო წილის სანაცვლოდ. ეს სვლა სწორად გათვლილი და წარმატებული გამოდგა. შეიქმნა ძლიერი და გამართული საბანკო ქსელი. ივანიშვილმა დაარსა რუსეთში პირველი საბანკო კოლეჯი, რომელშიც ლექციებს თავიდან თვითონვე კითხულობდა, მაგრამ 1998 წლის დეფოლტის გამოცხადების შედეგად „როსკრედიტისთვის“ კრიზისული მომენტი დადგა. საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა თვით მისი არსებობაც – რამეთუ დეფოლტის გამოცხადების მიზეზით ასიათასობით აქციონერი მოაწყდა ბანკს თანხების გასატანად, ხოლო, „როსკრედიტი“ სხვა ბანკებისგან განსხვავებით პატიოსნად გასცემდა თანხებს. როდესაც $180 მლნ გაცემის შედეგად აბსოლუტურად უსახსროდ დარჩა, ივანიშვილმა მიმართა ცენტრალური ბანკის მმართველს – სერგეი დუბინინს. შეახსენა მას პირობა კრედიტის თაობაზე, მაგრამ უარი მიიღო. სიტუაცია სასწრაფო გადაწყვეტილებას მოითხოვდა – ან „როსკრედიტი“ უნდა გამოცხადებულიყო ბანკროტად, ან ჩატარებულიყო მისი სრული დამოუკიდებელი რესტრუქტურიზაცია.ბატონმა ბიძინამ არჩევანი რესტრუქტურიზაციაზე შეაჩერა, თუმცა, აქციონერის პოზიციიდან ამ ნაბიჯს ივანიშვილისთვის დიდი აზრი არ ჰქონდა, რამეთუ გასაგები იყო, რომ რესტრუქტურიზებული ბანკის საბაზრო ფასი ძალიან დაბალი იქნებოდა, მის აქტივებს და პასივებს შორის სხვაობა იმ დროისთვის $1 მლრდ იყო. თუ ბანკი გაკოტრდებოდა, მისი რიგითი აქციონერების უმრავლესობა მძიმე მდგომარეობაში ჩავარდებოდა. თავისი ცხოვრებისეული პრინციპებიდან გამომდინარე, ივანიშვილმა არ დაუშვა„როსკრედიტის“ბანკროტად გამოცხადება და გადაწყვიტა ბანკის გადასარჩენად ჩაედო საბანკო აქტივების გარდა მის მფლობელობაში მყოფი $1 მლრდ „როსკრედიტის“ ვალების გასასტუმრებლად. ბიზნესმენთა დიდმა ნაწილმა ივანიშვილის ეს ნაბიჯი თვითმკვლელობად შეაფასა. მიუხედავად ყველა დაბრკოლებისა, „როსკრედიტი“ გადარჩა და მსოფლიო პრაქტიკაში ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც კერძო კომპანიამ დაფარა სახელმწიფოს შეცდომების შედეგად წარმოშობილი ვალები. ამავე წლებში უძრავი ქონებისა და საწარმოო აქტივების მართვის მიზნით ივანიშვილმა დააარსა ჰოლდინგ-კომპანია „მეტალოინვესტი“.2004 წელს მართვის ფუნქციები გადაეცა „უნიკორს“. ამასთან ერთად, 2002 წელს შექმნა სააფთიაქო ქსელი „ექიმისტოლეტოვი“. მთლიანობაში ივანიშვილის მფლობელობაშია: „რუსული კრედიტისა“და იმპეკსბანკის აქციათა 67%. კომპანია„ინტერფინდ ტრეიდის“ და მმართველობითი კომპანია „უნიკორის“ 100% , „უნიკორის“მმართველობის ქვეშ მყოფი თითქმის ყველა საწარმოს 100% . ესენია: „სტოილენსკის ნივა“,„ტიაჟმეხპრესი“, „რტი–კაუჩუკი” რადიოტექნიკური ნაწარმის ურალის ქარხანა, „ერკაფარმა“, სადაზღვევო კომპანია „რკ–გარანტი“, სასტუმრო „მინსკი“ და „Центральная“, სატრანსპორტო კომპანია „წიაღისეულის გადაზიდვის ცენტრი“ და 28,5% აღმოსავლეთ-ციმბირის ნავთობისა და გაზის კომპანიის აქციებისა.რუსეთშიც და დასავლეთშიც ყველა აღიარებს, რომ ბიძინა ივანიშვილიძლიერი ეკონომისტ–ფინანსისტი და კარგი სტრატეგი, საუცხოო ხელმძღვანელი დაორგანიზატორია, ყოველთვის თავად არჩევს თავის დაქვემდებარებაში მყოფ ორგანიზაციების მმართველ კადრებს, მკაცრია მართვაში და ძალზე მომთხოვნი იმათ მიმართ, ვინც მასზე დაკისრებულ მოვალეობას პირნათლად არ ასრულებს. ბიძინა თავად არის ყველა იდეის გენერატორი და აუცილებლად ბოლომდე მიჰყავს ისინი. მისდამი დაქვემდებარებულ ორგანიზაციებში ბიძინას მკაცრად აქვს განსაზღვრული შრომის განაწილების პრინციპები, რაც მას საშუალებას აძლევს, კარგად აკონტროლოს კონკრეტული პირების, პირველ რიგში, ხელმძღვანელების მოქმედება. გარე კავშირებს ბიძინა ივანიშვილი უმეტესად იმ ადამიანების მეშვეობით ამყარებს, ვინც დიდი ავტორიტეტით სარგებლობს ხელისუფლების წარმომადგენლებში და ბიზნესის სამყაროში.მას ეკუთვნის ერთ-ერთი უმსხვილესი კვების პროდუქტების კომპანია„თოლია“, ბანკი „ქართუ“, სამშენებლო კომპანია, სოფლის მეურნეობის კომპანია – ფლობს 600 ჰა მიწას, აქედან 300 ჰექტარზე ვენახი გააშენეს. ასევე საქართველოში ყველაზე დიდი ღვინის მარანი. ის ახორციელებს სათხილამურო კომპლექსის „ბაკურიანი– 2“-ის მშენებლობას.საქართველოს პრემიერ-მინისტრად ბიძინა ივანიშვილის დანიშვნის შემდგომ 2012 წლის დეკემბერს პრემიერ მინისტრის მიერ შევსებული იქნა დეკლარაცია, რომელიც საჯაროდ გამოქვეყნდა საჯარო სამსახურის ბიუროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე.პრემიერ მინისტრის დეკლარაციაში წარმოდგენილია როგორც ბიძინა ივანიშვილის, ასევე მისი მეუღლისა და შვილების სახელზე არსებული ქონება.დეკლარაციაში არ აისახა, მხოლოდ პრემიერ მინისტრის შვილის უტა ივანიშვილის საკუთრებაში არსებული ქონება, ვინაიდან საქართველოს კანონმდებლობით იმ პირის მონაცემები, რომელიც არ ცხოვრობს დეკლარანტთან ერთად, არ ექვემდებარება სავალდებულო გამოქვეყნებას.უძრავი ქონება როგორც, საქართველოს ყოფილი პრემიერ მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციიდან ირკვევა მისი და მისი ოჯახის წევრების საკუთრებაშია ერთობლივად 49 მიწის ნაკვეთი საერთო ფართობით 877 934,4 კვადრატული მეტრი, 42 საცხოვრებელი სახლი საერთო ფართობით 26 798,8 კვადრატული მეტრი და 2 არასაცხოვრებელი ფართი – 8226,4 კვადრატული მეტრი.მიწის ნაკვეთების უმრავლესობა (31) განთავსებულია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებსა და შეკვეთილში საერთო ფართობით 601 736 მ2. 9 მიწის ნაკვეთი საერთო ფართობით 164 685 მ2 განთავსებულია საჩხერის რაიონის სოფელ ჭორვილაში, 3 მიწის ნაკვეთი საერთო ფართობით 12 107 მ2 – ქალაქი მოსკოვის ოდენცოვის რაიონში, 2 მიწის ნაკვეთი საერთო ფართობით 88 801,4 მ2 – ბორჯომის რაიონის დაბა ბაკურიანში, 2 მიწის ნაკვეთი საერთო ფართობით 4 941მ2 – საჩხერის რაიონის სოფელ საირხეში, 1 მიწის ნაკვეთი საერთო ფართობით 5 500 მ2 – საგურამოში, 1 მიწის ნაკვეთი საერთო ფართობით 167 მ2 – დაბა წყნეთში.საცხოვრებელი სახლების უმრავლესობა (28) განთავსებულია ასევე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში – საერთო ფართობით 15 037,2 მ2. 12 საცხოვრებელი სახლი საერთო ფართობით 11 076,6 მ2 – საჩხერის რაიონის სოფელ ჭორვილაში, 1 საცხოვრებელი სახლი 70,5 მ2 ფართობით თბილისში, ხოლო 1 საცხოვრებელი სახლი ფართობით 614,5 მ2 – მოსკოვში.დეკლარირებული 2 არასაცხოვრებელი ფართიდან საერთო ფართობი 8226 მ2 ორივე განთავსებულია სოფელ ნატანებში. ფასიანი ქაღალდები ბიძინა ივანიშვილის დეკლარირებული ყველა ფასიანი ქაღალდი წარმოადგენს უშუალოდ მის საკუთრებას. 2012 წლის დეკემბრის მდგომარეობით იგი ფლობს სხვადასხვა ღირებულების და ტიპის 11 180 572 ფასიან ქაღალდს, რომელთა საერთო ნომინალური ღირებულება შეადგენს 112 757 014 აშშ დოლარს, 3 452 270 გირვანქა სტერლინგს, 11 753 450 ევროს, 6 942 496 პოლონურ ზლოტს, 8 915 000 შვედურ კრონას, 12 500 000 ჩეხურ კრონას, 1 340 000 თურქულ ლირას და 3 794 500 ლარს.ბიძინა ივანიშვილის საკუთრებაში არსებული ფასიანი ქაღალდებიდან 1 483 631 არის ობლიგაცია, რომლის საერთო ნომინალური ღირებულება არის 47 101 074 აშშ დოლარი და 853 040 ევრო. 5 ყველაზე დიდი საერთო ნომინალური ღირებულების ობლიგაციებს ივანიშვილი ფლობს შემდეგი ემიტენტებისგან
2ბიძინა ივანიშვილის საკუთრებაში არსებულ დანარჩენ ფასიან ქაღალდებს წარმოადგენს აქციები, რომელთა საერთო ნომინალური ღირებულება შეადგენს 65 655 940 აშშ დოლარს, 10 900 410 ევროს, 3 452 270 გირვანქა სტერლინგს, 6 942 496 პოლონურ ზლოტს, 8 915 000 შვედურ კრონას, 12 500 000 ჩეხურ კრონას, 1 340 000 თურქულ ლირას და 3 794 500 ლარს. 5 ყველაზე დიდი საერთო ნომინალური ღირებულების აქციებს ივანიშვილი ფლობს შემდეგი ემიტენტებისგან:ნაღდი ფული თანამდებობის პირის დეკლარაციაში აისახება მისი და მისი ოჯახის წევრის საკუთრებაში არსებული ნაღდი ფულადი თანხა, რომლის ოდენობა აღემატება 4 000 ლარს. როგორც ბიძინა ივანიშვილის დეკლარაციიდან ირკვევა 2012 წლის დეკემბრის მდგომარეობით 4 000 ლარზე მეტი თანხის მფლობელი ნაღდი ფულადი თანხით გახლდათ მხოლოდ მისი მეუღლე ეკატერინე ხვედელიძე,რომლის საკუთრებაშიც იყო 295 000 აშშ დოლარი, 20 000 ევრო და 45 000 ლარი.საბანკო ანგარიშები საქართველოს ან სხვა ქვეყნების საბანკო ან/და სხვა საკრედიტო დაწესებულებებში არსებული ანგარიშები, რომლის განკარგვის უფლება აქვს ბიძინა ივანიშვილს ან/და მის ოჯახის წევრებს შეადგენს 34 988 791 აშშ დოლარს, 4 131 213 ევროს, 878 353 ინგლისურ ფუნტს, 2 632 058 ლარს, 101 620 შვეიცარიულ ფრანკს, 24 333 580 უნგრულ ფორინტს, 155 788 რუსულ რუბლს, 11 350 787 პოლონურ ზლოტს, 2 114 895 თურქულ ლირას და 341 იაპონურ იენს.გაფორმებული ხელშეკრულებები თანამდებობის პირის მიერ შევსებულ დეკლარაციაში შედის მონაცემები აგრეთვე საქართველოში ან სხვა ქვეყანაში მისი ან მისი ოჯახის წევრების მიერ დადებული ხელშეკრულებების შესახებ, რომლის საგნის ღირებულებაც აღემატება 3 000 ლარს. ბიძინა ივანიშვილის დეკლარაციაში შესული ხელშეკრულებები ძირითადად დაკავშირებულია სესხის გაცემასთან.როგორც ირკვევა 2012 წლის პირველი იანვრიდან დეკლარაციის შევსების მომენტამდე ხელშეკრულებები გაფორმებულია სულ 83 000 000 ლარის, 7 850 930 ინგლისური ფუნტის და 12 695 700 ევროს ოდენობის სესხის გაცემაზე. ამასთან აღნიშნულ პერიოდში ხელშეკრულებები გაფორმდა სატრანსპორტო მომსახურებაზე 8000 ლარი, იჯარა – 194 460 აშშ დოლარი და 1 500 ლარი, ნარდობის ხელშეკრულება დაცვის მომსახურებაზე – 50 200 ლარი.სხვა შემოსავლები და გასავლები დეკლარაციაში ასევე წარმოდგენილია ცნობები ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის წევრების ნებისმიერი შემოსავალის და გასავლის შესახებ, რომლის ოდენობა თითოეულ შემთხვევაში აღემატება 1 500 ლარს და არ არის მითითებული დეკლარაციის სხვა განყოფილებებში.ზემოთ ხსენებული ცნობებიდან შემოსავლების შესახებ ინფორმაცია ფიქსირდება მხოლოდ ერთ შემთხვევაში და შეადგენს 75 845 ლარს, რომელიც წარმოადგენს დარიცხულ პროცენტს. დანარჩენ შემთხვევაში საქმე გვაქვს გასავლებთან, რომლის მთლიანი თანხა განისაზღვრა 406 456 ლარით, 2 697 432 ევროთი და 981 891 აშშ დოლარით. აღნიშნული თანხებიდან ყველაზე დიდი თანხა გახარჯულია შემოწირულობაზე 21 467 040 ლარი.ხოლო დანარჩენი თანხები განაწილდა შემდეგი მიმდევრობით:შემოწირულობა – 21 467 040 ლარი უძრავი ქონების შესყიდვა – 2 191 500 ევრო მომსახურება – 2 529 981 ლარი, 728 316 აშშ დოლარი და 33 820 ევრო საქონლის შესყიდვა – 236 883 ლარი, 244 208 აშშ დოლარი და 466 262 ევრო ფიზიკური პირების დახმარება – 731 427 ლარი კომუნალური გადასახადები – 244 183 ლარი საგადასახადო ვალდებულებების შესრულება – 196 942 ლარი და 5850 ევრო სწავლის საფასური – 9368 აშშ დოლარიბიძინა ივანიშვილის მიერ დეკლარირებულია მისი და მისი ოჯახის წევრების ქონება, რამაც მთლიანობაში შეადგინა დაახლოებით 239 442 973 ეკვივალენტი ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები, 84 769 467 ეკვივალენტი ლარის მიმდინარე საბანკო ანგარიშები, 590 180 ეკვივალენტი ლარის ნაღდი ფული, 122 553 965 ეკვივალენტი ლარის გაცემული სესხები, მიწის ნაკვეთები საერთო ფართობით 877 934,4 მ2 და საცხოვრებელი სახლები საერთო ფართობით 26 798,8მ2ამავე დროს, ჟურნალ „ფორბსის“ მიხედვით 2013 წლის მარტის თვის მონაცემებით ბიძინა ივანიშვილი 5,3 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების ქონების მფლობელი იყო. ამავე გამოცემის მიხედვით, ივანიშვილმა 2012 წელს დაახლოებით 1,3 მილიარდ დოლარად გაყიდა თავისი აქტივები რუსეთში, ამასთან ბიძინა ივანიშვილს დაახლოებით ერთი მილიარდი დოლარის ღირებულების ხელოვნების ნიმუშების კოლექციას ფლობს, რაც საერთოდ არ იქნა ასახული ყოფილი პრემიერ-მინისტრის დეკლარაციაში.ამავე დროს, დეკლარირებული ქონების დღევანდელი საბაზრო ღირებულების სიმცირე, ფორბსის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებთან შედარებით, შესაძლებელია განპირობებულია იმ ფაქტორითაც, რომ აქტივების დიდი ნაწილი არ არის უშუალოდ ბიძინა ივანიშვილის და იმ ოჯახის წევრების საკუთრებაში რომელთა ქონებრივი მდგომარეობის შესახებ იქნა დეკლარირებული მონაცემები. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ არ არის დეკლარირებული ივანიშვილის ერთ-ერთი შვილის უტა ივანიშვილის საკუთრებაში არსებული ქონება.აღნიშნულის კვალდაკვალ ივანიშვილის მიერ შევსებული დეკლარაციიდან რთულია იმის გაგება თუ რეალურად რა ქონების მფლობელი იყო საქართველოს ყოფილი პრემიერ მინისტრი მისი თანამდებობაზე დანიშვნის მომენტში. საქართველოს კანონმდებლობით თანამდებობის პირი ვალდებულია აგრეთვე დეკლარაცია შეავსოს თანამდებობის დატოვებიდან 2 თვის ვადაში. აღნიშნული დოკუმენტის გასაჯაროების შემდგომ ჩვენ მიერ შემოთავაზებული იქნება თანამდებობაზე დანიშვნისა და დანიშვნის შემდგომ ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის საკუთრებაში არსებული ქონების შედარებითი ანალიზი.საჩხერის სიკეთე:ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლამ საჩხერის რაიონში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. რაიონის მოსახლეობის უმრავლესობა ივანიშვილის ამ ნაბიჯს მიესალმა.თუმცა უმცირესი ნაწილი, ერთეულები შიშობენ, რომ ივანიშვილის პოლიტიკოსობა მისგან სოლიდურ ფინანსურ რესურსს მოითხოვს და საჩხერეში იმ საქველმოქმედო პროექტების შეწყვეტას გამოიწვევს, რომელთაც, უკვე 15 წელია, ანხორციელებს.საჩხერეში თუ რაიმე სასიკეთო გაკეთებულა, ყველაფერი ივანიშვილის ფულით კეთდება. ბატონი ბიძინა ან საკუთარი ხელით, საკუთარი სამშენებლო კომპანიის მეშვეობით აშენებს საჩხერეში, ან ადგილობრივ თვითმმართველობას ეხმარება ფინანსურად, ისინი აკეთებენ ივანიშვილის ფულით, საკუთარი კადრებით, რომელთაც ისევ ქველმოქმედის ფულს უხდიან ხელფასად და არა _ საბიუჯეტოს.ივანიშვილმა საკუთარი სამშენებლო კომპანიით, საკუთარი ხარჯით საჩხერეში ააშენა პროკურატურის, სასამართლოს შენობები, კინოთეატრი, მოსწავლეთა და ახალგაზრდული კულტურის ცენტრი, 2 სტადიონი, საცურაო აუზი; პოლიციის შენობა და კულტურის სახლი გაარემონტა; საჩხერის საფეხბურთო კლუბ “ჩიხურას” ფეხბურთელებიან-მწვრთნელებიანად ინახავს და დღეს “ჩიხურა” პირველ ლიგაში ლიდერობს; გაისად, ალბათ, უმაღლეს ლიგაში ითამაშებს. კლუბს თანამედროვე ინფრასტრუქტურით აღჭურვილი ბაზა მოუწყო. ეს პროექტი ყოველწლიურად 2 მილიონი ლარი უჯდება. ამას გარდა, შექმნა ბავშვთა საფეხბურთო სკოლა, სადაც 300 ბავშვი დადის და მწვრთნელებს ხელფასს ივანიშვილი უხდის.
ბიძინა ივანიშვილმა ყველა სოფელში შეიყვანა გაზი, დააგო ასფალტი. საჩხერეში, ერთადერთი, პერევის საშუალო სკოლაღა დარჩა ასაშენებელი და ისიც იმიტომ, რომ რუსის ჯარი იდგა პერევში, რუსები გავიდნენ და სასწავლო პროცესს ხომ არ ჩაშლიდა _ სკოლას ხომ არ დაანგრევდა, ახალი უნდა ავაშენოო? ზაფხულში, როცა სწავლა დასრულდება, პერევშიც ახალ სკოლას ააშენებს _ ეს უკვე 35-ე სკოლის შენობა იქნება ქველმოქმედის მიერ აშენებული. მაშინ, როცა ქვეყანაში ერთმანეთის მიყოლებით იხურება სკოლები, საჩხერეში ერთი სკოლაც არ დახურულა, პირიქით, სადაც არ იყო, იქაც ააშენა. 34-ვე სკოლაში ყველა პედაგოგი, სახელმწიფო ხელფასის გარდა, ივანიშვილის დანამატს იღებს: 11 სასწავლო საათზე _ 200 ლარს, 11-ს ზემოთ _ 300 ლარს. ცოტა მეტი აქვს დირექციის წარმომადგენლებს.
მთელს რაიონში გაკეთდა საკანალიზაციო სისტემა, რომელიც მანამდე არ იყო.ელექტროენერგიის პრობლემა კი ბიძინა ივანიშვილმა მაშინ მოუგვარა საჩხერლებს, როცა დანარჩენ საქართველოში ბნელი და უკუნი მეფობდა.გოჩა გუდაძე ბიძინა ივანიშვილის სამშენებლო-სამრეწველო კომპლექს “ატუ”-ში იმ პერიოდიდან მუშაობს, როცა მან თავისი საქველმოქმედო საქმიანობის ფართოდ გაშლა დაიწყო;მშობლიური ჭორვილის პარალელურად, საჩხერესა და რაიონის სხვა სოფლებშიც ანხორციელებდა ინფრასტრუქტურულ პროექტებს.

ბიძინა ივანიშვილის მოკლე ბიოგრაფია სიკეთეებიდან დღემდე ოქტომბერი 12, 2016                                                                                           წარმოგიდგენთ ბატონ ბიძინა ივანიშვილს, ჭორვილიდან წარმატების მწვერვალამდე, სიკეთეებიდან დღემდე, ქველმოქმედი ბიზნესმენობიდან დღემდე.ბატონ ბიძინა ივანიშვილის – ბანკ „რუსული კრედიტის“ დამაარსებელსა და მეპატრონეს. - 839398302921

Комментарии

  • 13 окт 2016 20:09
    maros bartyı ısrdeba da lamazdeba .ra sayvarelı gaxda
  • 13 окт 2016 20:09
    TAZO NAKO ответила nani bedianidze
    qutaısı ındustrıulı qalaqı ıyo ade wyaltybo mısı damamshvenebelı...ımedıa daıbrunebs mıs adgıls :-D
  • 13 окт 2016 20:11
    TAZO NAKO ответила nani bedianidze
    parlamentıs gareshec kargı qalaqı meqneba.da parlamentıs adgıls ımedıa rame saıntereso daıkavebs.
  • 13 окт 2016 20:13
    WYALTUBOS XSHIRAD AXSENEBS BIDZO AUCILEBLAD GAAKETEBS TAVIS TANXIT ME PIRADAD MOVISMINE KVLEVITI INSTITUTEBI AQVT CHANAFIQRSHI MAGIS GARESHE INDUSTRIIS GANVITAREBA VER IQNEBA
  • 13 окт 2016 20:16
    TAZO NAKO ответила nani bedianidze
    qutaıcshıc 60 atas studentze gatvlılı unıversıtetıs mshenebloba daıwyooo.2019 welshı damtavrdeba:-):-):-) bevrı bagebı ashenda raıonebshı skolebı garemontda gzebı gazı yvela soflebshı da raıonebshı gmertıs wyalobıt yvelaferı ertad ver gaketdeba magram 4 celshı rac gaketda madlobelıa xalxı.
  • 13 окт 2016 20:19
    GAIXARE SHEN WARMOIDGINE CHVENSKENAC IDET MIYRUEBUL SOFLEBSHI SHEVIDA GAZI DA GZEBI GARE GANATEBA EKLESIEBI XALXI XAROBS DA KIDEV IDZAXIAN ROGOR MOIGESO SASWAULI
  • 13 окт 2016 20:23
    TAZO NAKO ответила nani bedianidze
    ımeretı dıdıa zalıan da bevrı raıonebıa raıonebs mısı soflebı aqt.....mısham ra gaaketa ıs mıkvırc 9 welshı roca zestafonshı exla moxda gazıfıcıreba soflebshı tan ıset soflebshı zestafonı bagdadıs monakvetze gana mtıan raıonshı:-)moıtqva xalxma sulı da zamtarc tbılad shexvdebıan...sheshac zvırı gırda da sawvavıc.gazı suftaa da tbılıc zamtarshı.
  • 13 окт 2016 20:32
    XO GETANXMEBI DA AXLA AM 4 WELSHI YVELGAN DAAMTAVREBEN INFRASTUKTURAS 3 MILIARDI UNDA AM SAQMES RAC MEDICINASHI PIRDEBIAN AXLA ARVICI SULI XAROBS GVAKMARA MGONI GMERTMA GANSACDELI ES MIXARIA YVELAZE METADMSHVIDOBA XOM GANVITAREBIS SAWINDARIA CHVEN SHEVDZLEBT NAC PATIEBAS GARDA UFROSEBISA GZA ABNEULI CXVREBIA
  • 13 окт 2016 20:37
    DIDI WYVILI MIUDZXVNIS RUSTAVI 2 MAGATI SHECDOMASHI SHEYVANASHI
  • 13 окт 2016 20:53
    #u5d456f6aa8s##u5d456f6aa8s##u5d456f6aa8s##u2b9d84b275s##u2b9d84b275s##u2b9d84b275s##u2b9d84b275s#
  • 13 окт 2016 21:42
    yvelaferc gaaketebc  naxdad  yvelaferc   ec 4 weli kargi gamocda iyo  moxalatebi da ertgulebi dainaxa tvalit   bizina aric mizandacaxuli  guliani   cufta culic kasi  romelic araferc gaugijebia cheucvlia ubraloebit da glexic chvilobit   eka meuxle kidev  uaxrecat  zvirfasi adamiani     mteli ojaxi
  • 13 окт 2016 21:43
    ras gavxar she maimynis formyla
  • 13 окт 2016 21:44
    maımunı shenxar
    gif
  • 13 окт 2016 23:43
    o ramdens unda bidzoo sheni pulebiii
  • 14 окт 2016 07:23
    elen shexedulobit xom ar ganisazxvreba adamiani sheni kom iwvev yvelas salandzxavat
  • 14 окт 2016 08:02
    Фотография
  • 14 окт 2016 14:39
    Фотография
  • 14 окт 2016 15:43
    namdvili qartuli sufraa
  • Комментарий удалён.
  • 16 окт 2016 16:44
    she eshmakis mociqulo.
  • 16 окт 2016 18:55
    ver she..a nac . seqtasda mis mociqulebs
  • 17 окт 2016 11:35
    Jirsac waugia amis Ravi patarkacishviltan verc mova. Qvelmoqmedi is iyo
    es nagavia uvici. AR sheergos qartveli xalxis rac waigo.
  • 17 окт 2016 11:38
    Da imas ver xvdebian aravis larsac AR miscems sargebeli tavad AR naxa
  • 25 окт 2016 09:12
    vis ra shurs gmerto chemo. yvelas ashovninos sufad da ise ara rogorc zogiertebi shouloben. sxvisi ubedurebit gamdidrebulebi jojoxetshi wasulan
  • 25 окт 2016 09:13
    tqven ra azri momweret ris pasuxad me ver gavige
  • 29 окт 2016 17:29
    bizina  puls  ar  dagirigebs yvelanairi  shansia  tu  gamoiyeneb  da gainzrevit   magram  qartvelebs  es  gvinda  dolarebi  rom  cviodes  da vxekdet  magram  tqvenda samwuxarod  es  ase  ar aris  da  arc  arasdros  iqneba  ase  rom  tviton  unda  vibrzolot  shvilebis  da  ojaxis  sarchenad   erti  atasad  giqciot  mag  angelozi  shvilebi
  • 31 окт 2016 14:07
    bidinas pylis darigeba ar gvinda msvidoba daregyliros sakartvelosi da gmerto gaxsnas samysaoebi sami bihis deda daglivit vgdivar berdnebis batonobis kves gmerto marto amas vtxov dagvabrynos bidinam davigalet mara gvesinia mand hamosvlis svilebs mosivat kartvelebi kalebis gmirebi vart 15 telia hemi karebi sait igeba ar visi bidina gexvetebi dagvabryneee