Комментарии
- 24 ноя 2016 20:57Hven axalgazrdobar metic ar undat, isedac klaven ertmanets ar indoben ertmanets. axla marixuanit moiklan tavi
- 24 ноя 2016 21:04plans tveshi ertjer rom mocev eg samkurnaloa. dgeshi cxrajer rom mocev eg ukve narkomanobaa
- 24 ноя 2016 21:14atasnairi narkomania arsebobs- vinc razea damokidebuli ai imis narkomania-, telefonis, internetis, sigaretis, sasmelis da uamravi kidev sxva-------- ase, rom kvela ragacaze damokidebulni vart, xoda esaa narkomanoba
- Комментарий удалён.
- 24 ноя 2016 21:22Rogorc ar unda iyos janmrteli cxovrebis fasi ararsebobs,visac nebisyofa galatobs is amartlebs marixuanas dadebit tvisebebs
- Комментарий удалён.
- Комментарий удалён.
- Комментарий удалён.
- Комментарий удалён.
- 25 ноя 2016 11:41
uvnebeliao
da erti didi kvabi sachmeli unda ert chamaze magis mowevis shemdeg gadgomas ver gebulobs
- 25 ноя 2016 12:14es susti adamianebis camalia, romlebic realur cxovrebas ver umklavdebian, romlebsac ar aqvt undari sxva ramit igrdznon siamovneba da dainaxon silamaze da ai es camali mat uqmnis amis iluzias, rom"kvelaferi kargad aris" da amatac ese hgoniat da dadian gagimebulebi,
da zogi ese-c rheba mteli cxovreba
- 25 ноя 2016 13:32ara, ar sheidzleba, icit ratom? hvenebi magas sxvanairad gaigeben, hven xom zoma-cona ar vicit arafershi? xoda ar sheidzlebaa, ai sazgvargaret ragac asakshi kvela sinjavs da eceva iset cxovrebas, magram shemdeg herdebian da normalur cxovrebas ubrundebian hventan ki es ar sheudzliat arafershiiiiiiiii
- 25 ноя 2016 13:47ara? xoda tu ara mashin havatarot cda da vnaxot ra moxdeba, xoda aba ukuret dedebs, debs da colebs , isinic gasinjaven vitom ratomac ara? xoda gavsinjot kvelam da viqnebit lagad,aba ra?
- 25 ноя 2016 13:50gasagebia.tqveni logikit yvelani cixeshi, nulovani tolererantoba rogorc tqveni beladi mixo ambobda
- 25 ноя 2016 14:01mashin kvelani"kaifshi" qalebs cixis gveshinoda da tu ar dagviheren hvenc mshvenivrad vixalisebt , hvencar gvinda am ujmuri cxovrebis ertfershi kureba, xoda cavidaaa kvelani "kaifshi" magari iqneba eqimebi, mascavleblebi , politikosebi, bavshvebi, colebi, dedebi, debi da mdzgolebi da ravi kvelaniiiii------------------------------xom geubnebit hven vart is kategoria xalxi, romlebmac zgvari ar vicit da ragac marcuxebi unda ikos, torem es savalalo shedegs gamoicvevs
- Комментарий удалён.
Для того чтобы оставить комментарий, войдите или зарегистрируйтесь
╚ ►ჩვენ გვიხარია ცხოვრება◄╝
საშინელი სიმართლე მარიხუანაზე: ექსპერტების 20-წლიანმა კვლევებმა საბოლოოდ დაანგრია მტკიცებულება იმის შესახებ, რომ მარიხუანას მოწევა უვნებელია
23:48 08.09.2016საშინელი სიმართლე მარიხუანაზე: ექსპერტების 20-წლიანმა კვლევებმა საბოლოოდ დაანგრია მტკიცებულება იმის შესახებ, რომ მარიხუანას მოწევა უვნებელია .– ექვსიდან ერთი მოზარდი, რომლებიც რეგულარულად ეწევიან მარიხუანას ნარკოტიკზე დამოკიდებული ხდებიან.– ის ორჯერ მეტად ზრდის ფსიქოზური დარღვევების რისკს, მათ შორის შიზოფრენიის.– ზრდასრულ ასაკში ხშირი გამოყენება ზიანს აყენებს გონებრივ განვითარებას.– მარიხუანას მოწევის შემდეგ მანქანის მართვა ორჯერ მეტად ზრდის ავტოავარიების რისკს.– ფეხმძიმობის დროს მოწევისას ამცირებს ბავშვის დაბადებისას წონას.20-წლიანმა კვლევამ მარიხუანას გრძელვადიან გამოყენებაზე გააქარწყლა არგუმენტი, რომ პრეპარატი უსაფრთხოა. კვლევამ აჩვენა, რომ მარიხუანა არის ნარკოტიკი, რომელიც იწვევს ძლიერ დამოკიდებულებას, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებს და უბიძგებს მძიმე ნარკოტიკების მიღებისკენ.ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ნარკოტიკების საკითხების მრჩევლის, პროფესორ ვეინ ჰოლის კვლევა მყარ არგუმენტებს ასახელებს მათ წინააღმდეგ, ვინც უარყოფს, რომ მარიხუანა ზიანს აყენებს ტვინს. პროფესორი ჰოლი აღნიშნავს, რომ ერთი შეხედვით მარიხუანა ნაკლებად სახიფათოდ ეჩვენებათ, ვიდრე ჰეროინი და კოკაინი, ვინაიდან შეუძლებელია მისი გადაჭარბებული დოზის მიღება, რაც სიკვდილს გამოიწვეს. მისივე თქმით, მარიხუანას ხანგრძლივი მიღება ბადებს კიბოს, ბრონქიტის და გულის შეტევის რისკს. მაგრამ ჰოლის მთავარი დასკვნა არის ის, რომ რეგულარული გამოყენება, განსაკუთრებით მოზარდებში, იწვევს გრძელვადიან ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებს და დამოკიდებულებას.ფსიქიკურ დაავადებათა ორგანიზაციის, Rethink Mental Illness–ის წარმომადგენლის, მარკ ვინსტენლის განცხადებით: “ძალიან ხშირად მარიხუანა არასწორად აღიქმება, როგორც უსაფრთხო პრეპარატი, მაგრამ, როგორც ამ კვლევამ აჩვენა, არსებობს მისი მკაფიო კავშირი ფსიქოზსა და შიზოფრენიასთან, განსაკუთრებით მოზარდებში. საერთო მოსაზრების წინააღმდეგ, რომ მარიხუანას მოწევა არაფერია, უფრო ეფექტური საშუალებებია საჭირო. ბევრად უკეთესი იქნებოდა მთავრობამ მეტი ფული დახარჯოს ახალგაზრდების განათლებაზე, თუ რამდენად მავნეა მარიხუანას მოწევა, რომელიც რუსული რულეტკის როლს თამაშობს მათ ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან მიმართებით”.მარიხუანა ამერიკის ორ შტატშია დაკანონებული, ვაშინგტონსა და კოლორადოში, ხოლო 21 შტატში ამოქმედდება რეგულაციები მის სამედიცინო მიზნით გამოყენებაზე. 2007 წლიდან მარიხუანას გამოყენება აშშ–ში გაიზარდა, შესაძლოა, ნაწილობრივ იმ მცირე რისკების არსებობის წარმოდგენის გამო. 2008 წელს, კვლევამ დაადგინა, რომ ამერიკაში, გამოკითხულთა 42 პროცენტს ერთხელ მაინც ქონდა გასინჯული მარიხუანა. თავის წინამდებარე ნაშრომში, რომელიც ჟურნალში Addiction გამოქვეყნდა, პროფესორი ჰოლი წერს, რომ მარიხუანას ‘დამოკიდებულების სინდრომის’ მკურნალობის ზრდამ ვერ შეაჩერა მისი ლეგალიზაცია.დევიდ რეინესი, ნარკომანიის პრევენციის ეროვნული ალიანსის წარმომადგენელი აცხადებს, რომ “არ არსებობს მარიხუანას გამართლებისათვის საფუძველი, ვიმედოვნებთ, რომ ეს კვლევა ბოლოს მოუღებს ამ საკითხზე დისკუსიას. მხარეები თანხმდებიან, რომ მარიხუანა უნდა დარჩეს უკანონოდ. იმედი გვაქვს, რომ ლიბერალ-დემოკრატები დაინახავენ ამ კვლევის არსს და გადახედავენ თავიანთ პოლიტიკას. ზოგიერთი ცნობილი სახეები და კამპანიის მომხრეები ამტკიცებდნენ, რომ მარიხუანა ლეგალიზებული უნდა ყოფილიყო…… ხოლო ამერიკის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მარიხუანა უფრო უსაფრთხოა, ვიდრე ალკოჰოლი”.წლების განმავლობაში, აქტივისტები და ცნობილი ადამიანები ცდილობდნენ მარიხუანას დეკრიმინალიზაციას და აცხადებდნენ, რომ რეალური ზიანი მისი მომხმარებლების ჯანმრთელობაზე ნარკოტიკების აკრძალვის გამო ხდებოდა. ისინი არ დააკმაყოფილა მზარდმა მტკიცებულებამ, რომ მარიხუანას მოწევა სერიოზული რისკია ფსიქიკური ჯანმრთელობისათვის და სთავაზობდნენ მოსაზრებას, რომ მოეხსნათ აკრძალვა, რაც ხელს შეუწყობდა ეკონომიკის განვითარებას, უზრუნველყოფდა მეტ ფულს გადასახადებიდან და ნაკლების დახარჯვას პატიმრებზე. აშშ–ში დეკრიმინალიზაციის ცნობილ მხარდამჭერებს შორის იყვნენ მსახიობები ვუდი ჰარელსონი, რეპერი სნუფ დოგი და მომღერალი ვილი ნელსონი. მსახიობი რობერტ დაუნი უმცროსი კი 2005 წელს მონაწილეობდა მარიხუანას ლეგალიზაციას მხარდასაჭერ კამპანიაში.ჯეკ ნიკოლსონმა Daily Mail–ს 2011 წელს განუცხადა რომ იგი ხანდახან ახლაც ეწევა მარიხუანას და დასძინა, “მე ამას როგორც წესი საჯაროდ არ ვაცხადებ, მაგრამ ის სამკურნალო საშუალებაა”.პრეზიდენტმა ობამამ აღიარა, რომ ახალგაზრდობაში იგი ეწეოდა მარიხუანას. მან ასევე New Yorker–ს განუცხადა, რომ მარიხუანა ნაკლებად მავნეა, ვიდრე ალკოჰოლი და რომ შეშფოთებულია ღარიბ და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებზე ნარკოტიკებზე კანონების ზემოქმედებით.