Комментарии
- 10 янв 2017 09:21getanxmebit magram axle sad arian isini vinc gaaktitikebdnen gakris dros? gadaarChines??? pirvel cols ar moerida kritikis da dgesac cocxalia. dzalian memnaneba aseti axalgazrda da patiosani adamiani am garewars rom Chaakvda xelshi xalxis kritikis gamo . eg nagavi kaci unda daeba skamze da cocxali unda daewva ase tu awamebda. aseti kargi adamiani aseti wamebit sikvdilis girxsi ar iko . ratom ar chaerivnen natesavebi ase tu awamebda??? erti orjer rom miengriat am arakacistvis tavkba agar gabedavda titis dakarebas.
- 10 янв 2017 09:46Asetı kacı manıakıa
Rom sheedlos haerıs suntqvıs uplebasac kı ar mıscems sawyal qals
Anu avadmyopurad etvı aqvs yvelas da yvelaprıs mımart... - 10 янв 2017 10:09Xomagram charevisgN yvela tavs ikavebss.sxvisi saqmeao,, araa mtlad mase tu klavs sxva kiara unda daexmaro
- 10 янв 2017 10:13Quchis qalebi uzit saxlshi idiot mamakacebs zogierts,, da imat ar urtyamen,xwlis gulze atReben,, sadaa samartalu,tumca wamebis ufleba mainc arVis aq tundac aseti colis,,jer tavisN unda amoicno adamiani girs tu ara mastan yofna da mere tu awamebs dangreva sjobs,,
- 10 янв 2017 12:06aba ra?xocet da xocet ertmaneti qatmevicit, scemet da jarimit gaintavisuflet mere tavi----------hvens qvekanashi kvelaferi mosula aq xom xixom kvela daagipnoza?
- 10 янв 2017 12:12am kacs rogori cikiani saxe aqcs, ar etkoba , rom ver aris mckobrshi?
- 10 янв 2017 12:34KI SHEIZLEBA AR VART MARTLEBI YOVELTVIS MANDILOSNEBI MAGRAM SIKVDILIA GAMOSAVALI?????
- 10 янв 2017 12:42caan bevri adamiani ari caladobis msxvrepli;ojaxis shenarhunebis misnit itmenen magram dafiqreba gvmartebs adamianebs gvixirs sicocxlisfasad shevecirot nacirala da mocalade qmars ?madloba xmerts dxes cocxalivar;ise didixnis mkvdari viqnebodi mocalade qmaris xelshi;vin ras itkvis ;adamianebs sog sogiertebs rogorc acxobt mase saubroben;xmertistvis titoeuli adamiani cvirfasia;aserom xmertia shurismciebeli sastikad daisjeba es kaci;
Для того чтобы оставить комментарий, войдите или зарегистрируйтесь
╚ ►ჩვენ გვიხარია ცხოვრება◄╝
&&&
ცხვირის ძვალი–გატეხილი, ნიკაპი–მონგრეული, თითები–დამტვრეული - 4 იანვარს მომხდარი სასტიკი მკვლელობის დეტალები
12:44 | 09.01.2017
წყვილი ე.წ. იტალიურ ეზოში ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა. მეზობელი ამბობს, რომ გაიგო როგორ სთხოვდა ქმარი ცოლს ფულს.
ზიზი ურუშაძის მეგობარი:
“ზიზი მაღაზიათა ქსელის მენეჯერი იყო, ყველა საქმეს ის აგვარებდა, საბაჟოზე, ბანკში, საგადასახადოში და სახლში ხშირად ჰქონდა სამსახურის ფული და მეორე დღეს მიჰქონდა საგადასახადოში. ქმარიც, ალბათ, ამიტომ სთხოვდა. ეჭვიანობაზე ლაპარაკი ზედმეტია, ზიზი ძალიან წესიერი იყო, სულ მუშაობდა, ვახო კი მის ნაშრომს ჭამდა…დარწმუნებული ვარ, ზიზი ფსიქოლოგიური ტერორის ქვეშ ჰყავდა, მაგრამ პრობლემაზე ჩვენთან არ ლაპარაკობდა… 6 წლიდან ვმეგობრობდით, ერთმანეთის ყველა ნაბიჯი ვიცოდით, სულ ერთად ვიყავით და ამ კაცმა დაგვაცილა ერთმანეთს. 2 წუთით რომ შემოირბენდა, დაძაბული იყო, სულ გარბოდა.
ვახოს მანამდე სხვა ოჯახი ჰყავდა, ყოფილ მეუღლესთან შვილებიც ჰყავს, მაგრამ მათთან ურთიერთობა არ ჰქონდა. ვახო ვერაზე გაიზარდა. წლების მანძილზე სასამართლოში უმცროს და-ძმას უჩიოდა, მათ მშობლების სახლი გააყიდვინა და წილი წამოიღო. იმ ფულით მანქანა იყიდა, მაგრამ მალე დაამტვრია. ასეთი კაცი იყო ვახო სამხარაძე”, - აცხადებს ზიზი ურუშაძის მეგობარი.
მოკლულის მეგობარი ტრაგედიის დღესაც იხსენებს:
“ზიზი სამსახურში რომ არ მივიდა, დაურეკეს, ტელეფონზე არ პასუხობდა და ამიტომ თანამშრომელი ვახოს შეეხმიანა. წარმოიდგინეთ, მკვლელობა უკვე ჩადენილი ჰქონდა და თანამშრომელი მოატყუა, ზიზი ბანკშია წასულიო…მან ცხედარი ბოქლომით ოთახში ჩაკეტა,შემდეგ ზიზის მშობლების ეზოში მივიდა. იქიდან ზიზის ძმისშვილი გამოიხმო, თავისი მანქანის გასაღები მისცა, უთხრა, შენ გჩუქნიო და მერე სამართალდამცველებს ჩაბარდა. შინ რომ მიბრუნებულიყო, ვიღაც შურს იძიებდა და ისიც იცოდა, რომ ჩაბარებით ბრალს შეიმსუბუქებდა. ზიზის ყელზე თოკი ჰქონდა შემოხვეული, ექსპერტიზა ჩატარდა და სავარაუდოდ, ყელი აქვს გამოჭრილი. მთელი სახე დალურჯებული აქვს, შუბლზე – კოპი, ცხვირის ძვალი – გატეხილი, ნიკაპი – მონგრეული, თითის ფალანგები – დამტვრეული. ზიზი ყველაფერს იტანდა, იმიტომ, რომ უყვარდა. მან კი მოკლა”, – ამბობს დაღუპულის უახლოესი მეგობარი.
ზიზი ურუშაძის დედა ცისანა მათითაიშვილი:
„ჩემი შვილი 24 საათი მუშაობდა. ეჭვიანი რომ იყო ჩემი სიძე, ამას ვგრძნობდი. რამდენჯერმე ზიზის სამსახურთანაც შევნიშნე, შორიდან უთვალთვალებდა. ყოველ დილით, სამსახურში წასვლის წინ მირეკავდა, იმ დღეს რომ არ დამირეკა, ვიფიქრე, ალბათ, ტელეფონი არა აქვს დატენილი-მეთქი. ჩემი შვილიშვილი მოვიდა ვარჯიშიდან, პირველის წუთები იყო, ამ დროს დაურეკა ვახომ, ქვევით ჩამოდიო და ბავშვიც ჩავიდა. რომ დაბრუნდა, ცახცახებდა, ვახომ მანქანის გასაღები მომცა და მითხრა ჩემს მანქანას შენ გჩუქნი, გვერდით ეზოში მყავს დაყენებულიო. ზიზის დავურეკე, მაგრამ ყურმილი არ აიღო, 10 წუთში ისევ დავრეკე, ტელეფონი უკვე გათიშული იყო. ამ დროს ეზოდან ხმა გავიგე, ურუშაძეები სად ცხოვრობენო, ვახოს და და სიძე იყვნენ. შვილიშვილი გავუშვი, ბავშვმა 15 წუთში დამირეკა, პოლიციაში ვარო. მაშინ გავიგე, რომ შვილი აღარ მყავდა“, – აცხადებს ცისანა მათითაიშვილი. (წყარო: “კვირის პალიტრა“)
http://primenewsgeorgia.ge/