&&&

გმირი ძაღლის, ბალტოს რეალური ისტორია
იანვარი 28, 2017

1925 წელს, ალიასკაზე. ნომის დასახლებაში დიფტერიის ეპიდემიამ იფეთქა. აუცილებელი იყო სასწრაფოდ ვაქცინით უზრუნველყოფა. ტელეგრაფით დაკავშირების შედეგად გაირკვა, რომ ცოტაოდენი ვაქცინა ათასი მილით დაშორებულ ქ. ანქორაჯში დარჩენილიყო. ყინულოვანი შტორმი და ქარიშხალი თვითმფრინავებს ფრენის საშუალბას არ აძლევდა. გადაწყდა, რომ ვაქცინა მატარებლით მიეწოდებინათ ქალაქ ნენანამდე, რომლის იქეთაც რკინიგზა აღარ გრძელდებოდა. ნომიდან ნენანამდე ათასკილომეტრიანი თოვლიანი უდაბნო იყო გადაჭიმული. მხოლოდ ერთი გზაღა დარჩენოდათ: მარხილში ძაღლები შეებათ და მათ იმედზე ყოფილიყვნენ.
გუნდი შეიკრა და ქარბუქსა და ყინვაში გზას გაუდგა. ბევრმა ვერ გაუძლო, რადგან დიდთოვლობის გამო ფაქტიურად გზაც კი არ არსებობდა. ნენანაში პირველი მივიდა გუნარ კასენი, რომლის მარხილი მიჰყავდა ლაიკების გუნდს ბალტოს მეთაურობით. მაგრამ გუნარს კიდურები მოეყინა და უკანა გზაზე მარხილის მართვა აღარ შეეძლო.
მაშინ ბალტომ საკუთარი მეხსიერებით გაიკვლია გზა, მთელი ძალების დაძაბვითა და სიჩქარის დაუგდებლად მარხილი ნომამდე მიიყვანა. ძალაგამოცლილ ძაღლებს ყეფის თავიც არ ჰქონდათ, თუმცა ვაქცინა უვნებლად მიიტანეს საავადმყოფომდე.
ბალტო და მასთან ერთად სხვა ჰასკები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ურთულეს მოგზაურობაში, 1929 წელს კლივლენდის ზოოპარკში ჩაიყვანეს. ვოლიერზე, სადაც ისინი იმყოფებოდნენ გაჩნდა დაფა, რომელზეც ძაღლების გმირობის ამბავი იყო მოთხრობილი, ბალტო ქალაქის სიამაყედ და სიმბოლოდ გადაიქცა. ალიასკის სკოლებში ბალტოს შესახებ მოთხრობას მოსწავლეები სახელმძღვანელოდან ეცნობიან.

ამ ისტორიაზე ცნობილი მულტფილმი “ბალტოც” არის გადაღებული. ნიუ იორკის ცენტრალურ პარკში კი ბალტოს ძეგლი დგას.

Комментарии