&&&

კიევში მიხეილ სააკაშვილის ძმა, დავით სააკაშვილი დააკავეს
სექტემბერი 2, 2017

&&& - 859197004233
დღეს დილით ავაკოვის შს სამინისტროს თანამშრომლებმა ჩემი ძმა, დავით სააკაშვილი კიევში სახლიდან გამოსვლისას დააკავეს და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს.

ამის შესახებ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა და საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დაწერა.

“ის იურისტია და ცხოვრობს უკრაინაში,

„როგორც ჩანს, უკრაინის ხელისუფლება ამგვარად ცდილობს ჩემზე გავლენის მოხდენას, რათა მე უკრაინაში არ დავბრუნდე. ცუდად მიცნობთ. პირიქით, ეს სიტუაცია უფრო გააძლიერებს ჩემს მტკიცე განზრახვას დავიცვა უკრაინა და უკრაინელები ბარიგებისგან და განუკითხაობისგან“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის დასავლეთ საზღვრებზე კიევიდან მობილური ჯგუფები გააგზავნეს, რადგან ადგილობრივ მესაზღვრეებს არ ენდობიან.

„მობილური ჯგუფების მიზანია საზღვარზე არ შემიშვან და პასპორტი წამართვან. საზღვარზე შეხვედრამდე!“ – დასძინა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა.

Комментарии

  • 2 сен 2017 17:22
    sakutar qvekanashi  ver gaxdi verapers da ukrainadhi gaxdebi ? sheeshvi misha mag ukrainas,araperi gamogiva. zalaupleba  xelisuplebashia! vin ris uplebas mogcems?!
  • 2 сен 2017 21:24
    ra tavs iklavs am ukrainistvis es qindzi daavicyda 9 celi saqartvelos  agmahenebeli prezidenti rom iyo   miha aq hamodi saqartvelohi hens gahenebul venaxebhi ukve yurdzenia dasakrefii   hamodi hamodi he gastukis mgehavo kurdgelooooooo