ჯარისჯაცის სულისშემძვრელი წერილი შეყვარებულს

-
"წავედი... არა, შემეშალა, კი არ წავედი, მივდივარ!.. მივდივარ მარტო, ყველაფრის გარეშე... მივდივარ ომში, საიდანაც არ ვიცი, ცოცხალი დავბრუნდები თუ არა... იქ ორ ფრონტზე მომიწევს ბრძოლა: ერთი ჩემი სამშობლოს დასაცავად, მეორე კი... მეორე კი ჩემი პირადი ომია... სრულიად მარტოს, უცხო გარემოში მომიწევს ყოფნა... აღარ მექნება ის ფიქრები, რაც ადრე მქონდა... სხეულშისიცარიელეს ვგრძნობ. ეს ის სხეულია, რომელშიც გული უკვე მკვდარია, სული კი ისევ არსებობს... ყოველთვის, როცა სპეცოპერაციაზე ან თუნდაც, "პოლიგონზე" მივდიოდი, ღიმილიანი სახე მქონდა... მაშინ სიყვარულით ძგერდა ჩემი გული, მაშინ ვცოცხლობდი შენთვის და მიყვარდი, ამქვეყნად ყველაზე მეტად... დღეს კი მარტოობას ვებრძვი... სიცოცხლეზე უფრო მეტად მიყვარდი და სწორედ ეს იყო ჩემი უმთავრესი დანაშაული... არ ყოფილა სიყვარული ჩემთვის შექმნილი და უკვე შევეგუე ამ გრძნობის გარეშე არსებობას... ალბათ დიდხანს მომიწევს ასე ყოფნა. რას ვიზამთ, ძნელია ჯარისკაცის ბედი...
სად ხარ ახლა?.. შენ ხომ ჯარისკაცის გოგონა იყავი?.. ჩვენი პროფესიის ადამიანის ცოლობა ან თუნდაც, შეყვარებულობა მხოლოდ რჩეულთა ხვედრია. ჩვენ ძლიერი სიყვარული გვჭირდება, რომელიც ზურგს გაგვიმაგრებს... ზოგჯერ მარტო ყოფნაც მოგიწევდა და სწორედ ამ დროს იქნებოდა ძლიერი სიყვარული საჭირო. მესმის, რომ ძნელია ჯარისკაცის სიყვარული, მაგრამ მარადიულია...
სანამ წავალ, რაღაც მინდა გითხრა. ჩვენი დაშორება ალბათ ჩვენთვისვე იყო კარგი. ალბათ ორივეს მიგვიძღვის ბრალი იმ ყველაფერში, რაც მოხდა... მაგრამ მინდა იცოდე, რომ არასოდეს დამავიწყდები... გახსოვს ჩვენი პირველი შეხვედრა? წითელი ვარდი რომ გაჩუქე, შემდეგ შემოგხედე და მივხვდი, ჩემთვის შენზე ლამაზი ირგვლივ არავინ და არაფერი იყო... მაშინ გამიღიმე პირველად და სწორედ ამ ღიმილის გამო შემიყვარდი... როგორი ბედნიერები ვიყავით...
გახსოვს ჩვენი პირველი კოცნა? როდესაც ჩვენი ტუჩები პირველად შეეხო ერთმანეთს, ვიგრძენი, რომ სიყვარულით მკოცნიდი... შენი შეხება მენატრება, შენი მოფერება. მაგრამ ეს ყველაფერი უკვე წარსულში დარჩა, დამთავრდა. ის სიყვარული დამთავრდა, რომელიც მარადიული მეგონა...
დღეს რეალობა უკვე სხვანაირია: შენ შენს საქმეს მისდევ და ალბათ უკვე სხვასთან ხარ... ალბათ აღარ ფიქრობ ჩემზე... მე კი "ჭიანჭველას ოდენაზე" გამივლის ხოლმე შენზე ფიქრები გულში და ესეც მხოლოდ წამიერად... აღარ მახსოვს შენი სახე, შენი თმა, მხოლოდ შენი სახელი მახსოვს, შენ ხომ ჯარისკაცის ულამაზესი გოგონა იყავი...
ომიდან თუ ცოცხალი დავბრუნდი, მაშინ გახსოვდეს, რომ ამქვეყნად ცხოვრობს ერთი ჯარისკაცი, რომელსაც მხოლოდ შენი სახელი ახსოვს და თუ მოსვლას გადაწყვეტ, ჩემი კარი შენთვის უკვე დაკეტილი იქნება... ძველებური სიყვარულით ვეღარ შემოგხედავ თვალებში, ვეღარ გეტყვი ძველებურად, რომ მიყვარხარ და ვეღარც მოგეფერები, იმიტომ რომ ჩემგან მხოლოდ ცარიელი სხეულიღა დარჩა, გული კი მომიკვდა...
ომიდან მკვდარი თუ ჩამომასვენეს, მაშინ გთხოვ, ნუ დამიტირებ. მოდი ჩემთან იმ დღეს, როდესაც მიწას მიმაბარებენ ან ცხოვრებაში ერთხელ მაინც მოდი ჩემს საფლავზე და გაიხსენე ჯარისკაცი, რომელსაც უყვარდი... თუ სინდისი გეყოფა, შეხედე მარმარილოს ქვიდან ლამაზად მოღიმარი ჯარისკაცის თვალებს და.... უთხარი შენს შვილს, რომ შეიძლებოდა, მისი მამა მე ვყოფილიყავი. უთხარი, რომ ერთ დროს იცნობდი ჯარისკაცს, რომელიც გიყვარდა და რომელმაც სამშობლოსათვის გაწირა თავი... შენ ხომ შეგეძლო ჯარისკაცის გოგონა ყოფილიყავი...
აი, უკვე მეორედ შემაწყვეტინა შენზე ფიქრები კაპიტნის ხმამ... მეძახიან... მე სამშობლო მეძახის!.. წავალ და ვიომებ, კვლავ მარტო. იქნებ მტრის ერთმა ნასროლმა ტყვიამ მეც მიწიოს და ერთხელ და სამუდამოდ, საბოლოო განსასვენებელი მოუნახოს მარტოობისგან გატანჯულ ჩემს გულს...
2008 წლის 9 აგვისტო..."

Комментарии

  • 28 окт 2017 13:34
    suli gamekina...cremli ver shevikave.guli gamixda cudad.upalo kvella vinc ase samshoblostvis ibrzvis daabrune da es sikvaruli es grznoba ar gaunelo ar gautelo.upalma daglocot chemo shvilebooo
  • 28 окт 2017 13:37
    :-(:-(:-( am werilis shemdeg clebi vavida...netav tu dabrunda...ufalo gaazliere chemi qveynis meomrebi...imedia yvelaferi kargad damtavrda....da dges ertad Arian..
  • 28 окт 2017 14:37
    გული მეტკინა.  ნუთუ მის შეყვარებულს გული არა აქვს?
  • 28 окт 2017 15:37
    guli damewvaaaaaaaa :'( :'(
  • 28 окт 2017 15:43
    Tu sinamdvilea imasac gaarkvevdit rogor damtavrda am cerilis istoriaa yvelas daaintereseebs
  • 28 окт 2017 16:45
    neta exla sad aris. rogor minda gavigo rom sosxalia da tavis sikvarultan ertad sxovroben bednierebi.
  • 28 окт 2017 16:47
    ძალიან ამატირა ამ ისტორიამ. ღმერთო გადმოხედე ჩვენს ჯარის კაც და მიეცი მას დიდი სიყვარული. დიდი ძალა.ძნელია პირველი სიყვარული რომელ სიყვარულსაც შენი ხელით დამარხავ..
  • 28 окт 2017 16:49
     minda gavigot kvelam is rom sosxalia, da kvelam gavixarot shvens gulebshi.
  • 28 окт 2017 18:14
    mwared mwtkina guli ufalo gtxov yvela jariskaci daabrune janmrteli da bednieri ,
  • 28 окт 2017 19:20
    Ra bedi ewia am jariskacs
  • 28 окт 2017 20:04
    daynaxavi kalistvis tavi ar ynda moikla
  • 28 окт 2017 20:05
    :'(
  • 28 окт 2017 20:47
    ufalo daicavi yvela jariskaci  jamrtelebi daubrune  ojaxebs
  • 28 окт 2017 20:50
    ar yvarebixar Svilo da zalian kargi tu ertad ar xart masetebi colebic mogalateebi arian ufalma daglocos da gagazlieros
  • 28 окт 2017 21:30
    gmertma gamzleoba miscet jariskacebs,mat asmagat unda apasebdnen yvelani martlac gamorcheulebis xvedria mati siyvaruli,gamarjvebulebs gevlot sul omshic da siyvarulshic
  • 28 окт 2017 22:34
    Dzaan emociuri iyo
  • 28 окт 2017 22:37
    #u67001309dfs#
  • Комментарий удалён.
  • 29 окт 2017 05:23
    сулис шемзврели церилиа маграм могалатес гмерти дасжис мит уметес злиер жарискацс ар шефнрис мис цинаше аселапараки  маинц вер гаигебс   мшвидобит даубрундес тавис дедас да бедма сасурвели шеахведрос
  • Комментарий удалён.
  • 29 окт 2017 07:37
    :'(
  • 29 окт 2017 09:17
    Ufalma daglocot
  • 29 окт 2017 10:04
    Фотография
  • 29 окт 2017 10:31
    Vinc aryofila jarshi ver gamocdis  mteli piradi cxovreba shevcire formas da ardamifasda  me am bichis mesmis
  • 2 ноя 2017 21:16
    :'(:'(:'(
  • 7 июл 2019 12:20
    dzalian damwyda guli ra sityvebia cremlebs ver vikaveb:'(:'(:'(:'(:'(:'(
  • 7 июл 2019 12:32
    (tr):-(guls moxvda essitkvebi.