777 კავკასიური იოგა, რომლითაც ფარაონები სიცოცხლეს იხანგრძლივებდნენ - "მისი საქართველოდან გატანა მეცნიერს სიცოცხლის ფასად დაუჯდა"

21:00 / 18-01-2019

"მხო­ლოდ ტუ­ტან­ხა­მო­ნი კი არა, თით­ქმის ყვე­ლა ფა­რა­ო­ნი გა­მო­ხა­ტუ­ლია რა­ღაც სა­ზე­ი­მო ფორ­მა­ში და ხელ­ში ცი­ლინ­დრე­ბი უჭი­რავთ. გვიპ­ტო­ლო­გე­ბი ვერ არ­კვევ­დნენ რა იყო ეს ცი­ლინ­დრე­ბი, რა და­ნიშ­ნუ­ლე­ბა ჰქონ­და... ვა­ლევ­სკის წიგნ­ში დე­ტა­ლუ­რად არის აღ­წე­რი­ლი ცი­ლინ­დრე­ბის დამ­ზა­დე­ბა და ფუნ­ქცია, თუ რის­თვის იყე­ნებ­დნენ" - მკვლე­ვა­რი კახა ჭიღ­ლა­ძე გვი­ამ­ბობს კავ­კა­სი­ურ იო­გა­ზე, რომ­ლის ცოდ­ნის სა­ქარ­თვე­ლო­დან გა­ტა­ნაც მეც­ნი­ერს სი­ცო­ცხლის ფა­სად და­უჯ­და.

- სა­ქარ­თვე­ლოს მთებ­ში იყო საკ­რა­ლუ­რი ცოდ­ნა, იმა­ზე მეტი ვიდ­რე ტი­ბეტ­ში, რად­გან სწო­რედ ტი­ბე­ტელ­მა ლა­მებ­მა გა­მო­აგ­ზავ­ნეს ცოდ­ნის ასა­მაღ­ლებ­ლად გრაფ ვა­ლევ­სკი ჩვენ­თან... ჩვენ­მა გან­დო­ბი­ლებ­მა ადა­მი­ა­ნი­სა და უჯრე­დის აგე­ბუ­ლე­ბა დე­ტა­ლუ­რად იცოდ­ნენ, ყვე­ლა ას­პექ­ტში. რაც მთა­ვა­რია, იცოდ­ნენ ტვინ­ში ეპი­ფი­ზი-ჰი­პო­ფი­ზის ანუ გირ­ჩი­სებ­რი ჯირ­კვლის აგე­ბუ­ლე­ბა, და­ნიშ­ნუ­ლე­ბა და მისი ფუნ­ქცი­ე­ბი, რისი შეს­წავ­ლაც მეც­ნი­ე­რებ­მა მხო­ლოდ 1990 წლი­დან და­ი­წყეს. ეს ცოდ­ნა კი გრაფ­მა ვა­ლევ­სკიმ სვა­ნეთ­ში 1920-1922 წლებ­ში მი­ი­ღო. ასე­ვე გე­ტყვით"ფა­რა­ო­ნის ცი­ლინ­დრებ­ზე". მათ და­ნიშ­ნუ­ლე­ბა­ზე ეგ­ვიპ­ტო­ლო­გებს ათა­სი ვერ­სია ჰქონ­დათ, მაგ­რამ ვერ ად­გენ­დნენ, რას წარ­მო­ად­გენ­და ის ცი­ლინ­დრე­ბი, რომ­ლე­ბიც ქან­და­კე­ბებ­სა თუ ნა­ხა­ტებ­ში ფა­რა­ო­ნებს ეკა­ვათ ხელ­ში. მხო­ლოდ გრაფ ვა­ლევ­სკის წიგნ­შია აღ­წე­რი­ლი მათი და­ნიშ­ნუ­ლე­ბა, დამ­ზა­დე­ბის ხერ­ხი და უამ­რა­ვი საკ­რა­ლუ­რი ცოდ­ნა, მა­გა­ლი­თად: ოთხი სტი­ქი­ით ნათ­ლო­ბა, გრა­ვი­ტა­ცია, ლე­ვი­ტა­ცია, მე­ტა­ბო­ლიზ­მი, მა­გია, სხვა­დას­ხვა თე­რა­პია, ოკულ­ტიზ­მი, ადა­მი­ა­ნის სამ­შვინ­ვე­ლი, სხვა­დას­ხვა სიმ­ბო­ლი­კა და ა.შ... ეს ადას­ტუ­რებს, რომ ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ის აკ­ვა­ნი არის კავ­კა­სია-სა­ქარ­თვე­ლო, აქ იყო ის ღვთი­უ­რი ცოდ­ნა და აქე­დან გავ­რცელ­და მთელს მსოფ­ლი­ო­ში...

- უფრო დე­ტა­ლუ­რად რომ გვი­ამ­ბოთ გრა­ფი ვა­ლევ­სკის წიგ­ნის შე­სა­ხებ...

- "კავ­კა­სუ­რი იოგა – სიკ­ვდი­ლი­სა და სი­ცო­ცხლის წიგ­ნი" გრაფ­მა ვა­ლევ­სკიმ გა­მოს­ცა. წიგნ­ში რაც წე­რია, მან ყვე­ლა­ფე­რი 1920-1922 წლებ­ში სვა­ნი გან­დო­ბი­ლე­ბის­გან ჩა­ი­წე­რა. იგი ორი წელი იმ­ყო­ფე­ბო­და მთებ­ში და სვა­ნებს და­პირ­და, რომ სხვებს ამ ცოდ­ნას არ გა­უმ­ხელ­და. გრა­ფი ვა­ლევ­სკი ნიუ-იორკში ცხოვ­რობ­და, სა­დაც მა­ღა­ზია ჰქონ­და და ან­ტიკ­ვა­რი­ა­ტით ვაჭ­რობ­და, ამი­ტო­მაც უწევ­და ხში­რი მოგ­ზა­უ­რო­ბა და ამავდრო­უ­ლად იო­გით იყო და­კა­ვე­ბუ­ლი. იგი ტი­ბე­ტელ­მა ლა­მებ­მა გა­მო­აგ­ზავ­ნეს კავ­კა­სი­ა­ში, რათა იო­გას მი­მარ­თუ­ლე­ბით ცოდ­ნა აე­მაღ­ლე­ბი­ნა. მა­ტე­რი­ა­ლუ­რიც და არა­მა­ტე­რი­ა­ლუ­რი სა­გან­ძუ­რიც სვა­ნეთ­ში, ხევ­სუ­რეთ­ში, მთლი­ა­ნად ჩვენს მთებ­ში ინა­ხე­ბო­და. არ ვიცი სვან გან­დო­ბი­ლებს რო­გორ მო­ა­წო­ნა თავი გრაფ­მა, მაგ­რამ მათ­თან ნდო­ბა­ში შე­ვი­და და მათ კავ­კა­სი­უ­რი იო­გას შე­სა­ხებ ყვე­ლა­ფე­რი გა­ან­დეს. გრა­ფი ვა­ლევ­სკი წა­ვი­და ნიუ-იორკში და 1922 წლი­დან 1956 წლამ­დე პი­რო­ბა შე­ას­რუ­ლა. იგი ყვე­ლა­ფერს სა­ი­დუმ­ლოდ ინა­ხავ­და. 1956 წელს კი წიგ­ნი დახ­ლებ­ზე გა­მოჩ­ნდა. არ­სე­ბობს ორი ვერ­სია: ჯერ წიგ­ნი და­ბეჭ­და და 3 დღე­ში გარ­და­იც­ვა­ლა, ან ჯერ გარ­და­იც­ვა­ლა და შემ­დეგ გა­მოქ­ვეყ­ნდა მისი წიგ­ნი. მოკ­ლედ ეს წიგ­ნი სი­ცო­ცხლის ფა­სად და­უჯ­და და წიგნ­საც ასე ჰქვია - "სიკ­ვდი­ლი­სა და სი­ცო­ცხლის წიგ­ნი". თა­ნა­მედ­რო­ვე მეც­ნი­ე­რე­ბას ჯერ კი­დევ არ აქვს გა­შიფ­რუ­ლი, ის რაც "სი­ცო­ცხლი­სა და სიკ­ვდი­ლის წიგნ­ში" წე­რია. წიგ­ნის და­სას­რულს წე­რია, რომ მე­ო­რე ნა­წი­ლიც და­ი­ბეჭ­დე­ბო­და და სა­ვა­რა­უ­დოდ, მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბაც შე­იძ­ლე­ბა მე­ო­რე ნა­წი­ლის მო­პარ­ვას უკავ­შირ­დე­ბო­დეს.
- სა­ქარ­თვე­ლო­ში სხვა­გა­ნაც აღ­მო­ა­ჩი­ნეს ცოდ­ნა კავ­კა­სი­უ­რი იო­გას შე­სა­ხებ?

- ბორ­ჯომ­ში ცხოვ­რობ­და ერთი მო­ხუ­ცი ქალ­ბა­ტო­ნი, რო­მელ­საც ვი­თომ შემ­თხვე­ვით მი­აგ­ნეს 1980-იან წლებ­ში რუს­მა მეც­ნი­ე­რებ­მა, უფრო სწო­რად სპეც­სა­მა­სა­ხუ­რე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა... რუს­მა მეც­ნი­ერ­მა, ეგ­ვიპ­ტო­ლოგ­მა და ფი­ზი­კოს­მა ბო­რის კოფ­ტუნ­მა ხელ­ში ჩა­იგ­დო ხელ­ნა­წე­რე­ბი... რო­გორც ჩანს, გრა­ფი ვა­ლევ­სკი სა­ქარ­თვე­ლო­ში ამ ცოდ­ნას რომ აგ­რო­ვებ­და ბორ­ჯომ­შიც მოხ­ვდა და ერთ-ერთ სახ­ლშიც ცხოვ­რობ­და, ამი­ტო­მაც აღ­მოჩ­ნდა იქ ხელ­ნა­წე­რე­ბი და ეს წა­ი­ღეს რუ­სებ­მა...

კავ­კა­სი­უ­რი იო­გა­დან ერთი რამ არის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი: მხო­ლოდ ტუ­ტან­ხა­მო­ნი კი არა, თით­ქმის ყვე­ლა ფა­რა­ო­ნი გა­მო­ხა­ტუ­ლია რა­ღაც სა­ზე­ი­მო ფორ­მა­ში და ხელ­ში ცი­ლინ­დრე­ბი უჭი­რავთ. ეგ­ვიპ­ტო­ლო­გე­ბი ვერ არ­კვევ­დნენ რა იყო ეს ცი­ლინ­დრე­ბი, რა და­ნიშ­ნუ­ლე­ბა ჰქონ­და მას. ვა­ლევ­სკის წიგნ­ში დე­ტა­ლუ­რად არის აღ­წე­რი­ლი ცი­ლინ­დრე­ბის დამ­ზა­დე­ბა და ფუნ­ქცია, თუ რის­თვის იყე­ნებ­დნენ. კოფ­ტუნ­მა თა­ვის სპეც­სამ­სა­ხუ­რებ­თან ერ­თად ჩა­ა­ტა­რა ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბი, და­ამ­ზა­და ცი­ლინ­დრე­ბი და მას დღეს მოს­კოვ­ში ორას დო­ლა­რად ყი­დი­ან. ეს არის ლი­თო­თე­რა­პი­ის ერთ-ერთი ნა­წი­ლი. ერთი არის სპი­ლენ­ძის-მზის, მე­ო­რე კი ცინ­კის-მთვა­რის ცი­ლინ­დრი. მზი­სა­ში არის ნახ­ში­რი და მთვა­რი­სა­ში - მაგ­ნი­ტი. მთვა­რის მარ­ცხე­ნა ხელ­ში უნდა და­ი­კა­ვო, მზის - მარ­ჯვე­ნა­ში და სა­ხით მზის მი­მარ­თუ­ლე­ბით დად­გე. ზუს­ტად ასეთ პო­ზა­ში არი­ან გა­მო­სა­ხუ­ლი ფა­რა­ო­ნე­ბი. ასე ას­რუ­ლე­ბენ იმ ვარ­ჯიშს, რაც დე­ტა­ლუ­რად არის მო­ცე­მუ­ლი კავ­კა­სი­ურ იო­გა­ში. ეს ვარ­ჯი­ში სი­ცო­ცხლეს ახანგძლი­ვებს და ში­ნა­გა­ნი ორ­გა­ნო­ე­ბის ჰარ­მო­ნი­ულ მუ­შა­ო­ბას უწყობს ხელს. ყვე­ლა­ფე­რი მოწ­მობს, რომ ფა­რა­ო­ნებს ეს ცოდ­ნა იბე­რი­ე­ლე­ბის­გან ჰქონ­დათ მი­ღე­ბუ­ლი. არც ერთი ფა­რა­ო­ნი არ ჩა­მო­სუ­ლა სვა­ნეთ­ში და მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის ეს არ უს­წავ­ლე­ბი­ათ, პი­რი­ქით იბე­რი­ლებ­მა გა­ი­ტა­ნეს ეს ცოდ­ნა. ფა­რა­ო­ნე­ბი იყე­ნებ­დნენ ამას და რო­გორც ცნო­ბი­ლია, ჩვე­უ­ლებ­რივ ხალ­ხზე ორ­ჯერ მეტ­ხანს ცხოვ­რობ­დნენ. სვა­ნე­ბი და ჩვე­ნი, მთის ხალ­ხიც ძა­ლი­ან დიდ­ხანს ცო­ცხლობ­დნენ.

მე რო­დე­საც გრა­ფი ვა­ლევ­სკის წიგ­ნი ვთარ­გმნე, ერთ-ერთი ხევ­სუ­რი მო­ხუ­ცი და­მი­კავ­შირ­და, თბი­ლის­ში უნდა ჩა­მო­ვი­დე და გნა­ხოო. მან მი­თხრა,ამ წიგნ­ში რაც წე­რია, მე ყვე­ლა­ფე­რი ჩემი წი­ნაპ­რე­ბის­გან ვი­ციო. ხევ­სუ­რეთ­ში ყვე­ლა­ფე­რი ზე­პი­რად იცოდ­ნენ, ასე­ვე იყო სვა­ნეთ­შიც. ასე, რომ ჩვენ ქარ­თვე­ლებ­მა უნდა აღ­ვიდ­გი­ნოთ ჩვე­ნი საკ­რა­ლუ­რი ცოდ­ნა და გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლოთ პრაქ­ტი­კა­ში, გა­მო­ვი­ყე­ნოთ ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბა­ში, რაც უფრო მეტი ფი­ზი­კუ­რად ჯან­მრთე­ლი, სუ­ლი­ე­რად ამაღ­ლე­ბუ­ლი, ფსი­ქი­კუ­რად გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლი და მა­ღა­ლი ინ­ტე­ლექ­ტის მქო­ნე ადა­მი­ა­ნი გვე­ყო­ლე­ბა, მით უფრო გა­უმ­ჯო­ბეს­დე­ბა ქვეყ­ნის მდგო­მა­რე­ო­ბა, რაც ასე ძა­ლი­ან ჭირ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს.     ავტორი:
მანანა გაბრიჭიძე

Комментарии

  • 2 фев 2019 07:31
    Sainteresoa, am cilindrebis meshveobit idzendnen energias? xis naketobebze aseti formebi axlac aqvt amotvifruli da shesadzloa bevrma yuradgheba arc miaqcios...Valenskis, svanebis didi ndobit usargeblia torem ase advilad verc verafers gaitanda da cocxalic ver gamoaghwevda..:-)

    Ra yvelaferi am cicqna saqartvelodan unda moiparon?! oqros  sawmisidan dawyebuli..dghemde..
  • 2 фев 2019 21:15
    რატომ არ გიყვართ ქართული შრიფტით წერა
  • 3 фев 2019 07:15
    jandaba  chems telefons ar aaqvs qartuli shrifti..samwuxarod....
  • 4 фев 2019 19:58
    ძალიან  საინტერესო  სტატიაა,  მართლა  პირველად  გავიგე,
  • 6 фев 2019 22:33
    ცილინდრები ერთი ოქროსი იყო .მეორე ვერცხლის.ოქრო მარჯვენაში,ვერცხლი მარცხენაში.მზე და მთვარე .ხელს უწყობდა შინაგანი ორგანოების ნორმალურ ფუნქციონირებას.