***უცხოპლანეტური აგებულების მუმია პერუში

***უცხოპლანეტური აგებულების მუმია პერუში - 877787368905
სამხრეთ ამერიკაში, პერუში, კერძოდ ნასკაში, 2017 წელს არქეოლოგებმა აღმოაჩინეს სამთითა ადამიანისმაგვარი (ჰუმანოიდი) არსების მუმიფიცირებული სხეული. მას კიდურებზე ხუთის ნაცვლად სამ-სამი ძალიან გრძელი თითი აქვს, დაახლოებით 2.5-ჯერ უფრო გრძელი, ვიდრე ჰომო საპიენსს. სიმაღლით ის 1.69 მეტრია. ის ჩვეულებრივად, ორ ფეხზე დადიოდა. სხეულის პროპორციები თითქმის ადამიანივით აქვს, თუმცა თავი მნიშვნელოვნად, გამოხატულად წაგრძელებულია. ასევე თავის ქალას შესახებ აღსანიშნავია ისიც, რომ მას არ გააჩნია ყურები. ყურების ადგილას მხოლოდ მცირე ხვრელებია. მეცნიერებმა ლაბორატორიული შესწავლისთვის, აღმოჩენისთანავე აიღეს ქსოვილის ნიმუშები და გაარკვიეს მისი ასაკი ნახშირბად 14-ზე დაყრდნობით. შედეგმა აჩვენა, რომ ეს არსება ცხოვრობდა ახ.წ. 245-410 წლებში.
***უცხოპლანეტური აგებულების მუმია პერუში - 877787388873
აღნიშნული მუმია დაიტესტა წამყვან ლაბორატორიებში, ჯერ პერუში, რუსეთში და შემდეგ აშშ-ში. პერუში რადიოლოგებმა ჩაატარეს სრული კომპიუტერული ტომოგრაფიული სკანირება და ასევე გააშუქეს რენტგენის სხივებზე. შემდეგ კვლევა გაგრძელდა რუსეთში, ნატალია ზალიჟნაიას მიერ მიბს-ში და ბოლოს ამერიკის შეერთებულ შტატებში, კოლორადოს უნივერსიტეტში შემოწმდა მუსკულოსკელეტარული (კუნთ-ჩონჩხის) რადიოლოგის დოქტორ მ.კ. ჯესის მიერ.
***უცხოპლანეტური აგებულების მუმია პერუში - 877787402953
შედეგები წარმოუდგენელია. სხეული ნამდვილად არაა ყალბი. ის ავთენტურია. როგორც წესი, მუმიას აცლიან შინაგან ორგანოებს როდესაც ხდება გვამის მუმიფიცირება, ამ სხეულს კი ისინი შეუნარჩუნეს. გამოკვლევებით ასევე დადგინდა, რომ მხრისა და ბარძაყ-წვივის ძვლები ჰომო საპიენსის იდენტურია, ხოლო თითის ფალანგები სრულიად განსხვავებული ჩვენგან, როგორც ფეხებზე, ასევე ხელებზე. ადამიანისგან განსხვავებულია ასევე მისი თავის ქალას სტრუქტურა. ხელის თითების მეტაკარპალური ძვლები და ფალანგები ძალიან მსხვილია და გრძელი, ხოლო სახსრების რაოდენობა თითებში იგივეა, რაც საპიენსში. ზუსტად ასევეა ფეხის თითების შემთხვევაშიც.
***უცხოპლანეტური აგებულების მუმია პერუში - 877787413705
აღმოჩენიდან რამდენიმე დღეში ზუსტად იმ მიდამოებში, სადაც სხეული იქნა ნაპოვნი, აღმოაჩინეს პეტროგლიფები, სადაც გამოსახულია სამთითა და ბიპედალური ანუ ორ ფეხზე მოსიარულე ადამიანის მსგავსი არსებები (ჰუმანოიდები). სკეპტიკოსებმა ჯერჯერობით ვერ წარმოადგინეს ვერანაირი ხელშესახები დასკვნა იმის შესახებ, რომ ეს მუმია გაყალბებულია. კვლევები სწორედ მის ავთენტურობაზე მიუთითებენ რაც არ უნდა დაუჯერებელი იყოს ეს ბევრისთვის, თუმცა სიტყვიერად უამრავი მეცნიერი დღემდე თავს იკავებს ამ აღმონაჩენის გაუყალბებლობის და რეალურობის აღიარებისგან.

Комментарии

  • 23 фев 2019 23:34
    tia tia ответила gocha terashvili
    da tavze ori wertilis nacvlad yurebi abiat:-D
  • 23 фев 2019 23:34
    gocha terashvili ответил tia tia
    ზოგს მოგრძო თავებიცა აქვთ და ტურებიც დაჭრილი აქვთ.:-D:-D:-D
  • 23 фев 2019 23:41
    tia tia ответила gocha terashvili
    ho da gadavcet nasas:-D:-D:-Drogorc enelos warmomadgeneli
  • 23 фев 2019 23:43
    gocha terashvili ответил tia tia
    იმათ თავის გაჭირვება ყოფნით, ნასა და მასა აღარ უნდათ.:-D:-D:-D
  • 23 фев 2019 23:46
    tia tia ответила gocha terashvili
    imaze gavigude sicilit trampma rom gamoacxada mzad yopna ucxo civilizaciastan saomrad:-D:-D:-Ddedamiwelebi ertmanetisgan xom daashines da axla dedamiwelebs ucxo civilizaciebit ashineben.ox es amerika rogor sul gudiani kacis mogonebas cdilobs:-D
  • 23 фев 2019 23:54
    gocha terashvili ответил tia tia
    ეტყობა კოსმოსურ ომებს უყურა და შთაბეჭდილების ქვეშ არის.:-D:-D:-D
  • 23 фев 2019 23:55
    tia tia ответила gocha terashvili
    magan zombebs ar uyuros torem cisperebis paradi rom chaivlis tankebs miushvebs:-D:-D
  • 23 фев 2019 23:55
    gocha terashvili ответил tia tia
    ნეტა უყუროს.:-D:-D:-D
  • 23 фев 2019 23:59
    tia tia ответила gocha terashvili
    axla tu magat jvris weras sheeswro mere naxe.impicirebuli padreebis wmendas moawyobs.ise trampi ver itans magat ogond martla
  • 24 фев 2019 00:00
    gocha terashvili ответил tia tia
    ნეტა ვის ეხატებიან გულზე?:-D:-D:-D
  • 24 фев 2019 01:15
    tia tia ответила gocha terashvili
    arasamtavroboebs :-Dmagat dacvashi uxdian puls
  • 24 фев 2019 01:17
    gocha terashvili ответил tia tia
    ხოო, ეგენი კი მართლა მშივრები დაიხოცებოდნენ.:-D:-D:-D
  • 24 фев 2019 01:20
    tia tia ответила gocha terashvili
    gabunia:-D:-Dda mteli rustavi 2 sul gagaribdebian
  • 24 фев 2019 15:07
    F 1 ответил tia tia
    kii adamianebma aashenes. qartvelebis naxelavia :-)
  • 3 мар 2019 11:32
    ასეთი რაგაცეები არ უნდა დაიჯერო