15 авг 2019
***"უცნაური სექსი აქვს ჩემთან “ქართული ოცნების” ხელისუფლებას, სულ ქვემოდანაა” – ნიკა გვარამია
სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2 " -ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ დიანა ტრაპაიძის "დღის ამბებში" სტუმრობისას განაცხადა, რომ მისი დირექტორობის დროს გაცემულ პრემიებსა თუ ბონუსებზე განსჯის უფლება არავის აქვს, მით უმეტეს არხის დღევანდელ მმართველს - პაატა სალიას. გვარამიას განცხადებით სალია ერთი რიგითი, წარუმატებელი იურისტია, რომელიც საკუთარი ოთახის კარებსაც კი ვერ აგნებს. არხის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ასევე ხელისუფლების მხრიდან მის წინააღმდეგ, განგებ აგორებულ უსაფუძვლო ბრალდებაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ უდიდესი სურვილის მიუხედავად "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ მისი ციხეში ჩასმა, საკუთარი სისუსტის გამო ვერ შეძლო: "პაატა სალია "რუსთავი 2" – ის ნამდვილი ჯალათია. სრული იდიოტია, ასეთი სამარცხვინო დირექტორი არ არსებობს, დღემდე კაბინეტის კარებს ვერ აგნებს, რა თქვენი საქმეა, ვის რა პრემია მივეცი.. პრემიის სახით ბინას გავცემ თუ მანქანას, ეს დახურული ინფორმაციაა.. 5 კაცი არ უნახავს ერთად სალიას, რაის "რუსთავი 2" – ის მმართველია. "რუსთავი 2" – ის გარეშე დღეს საქართველო არავის არ წარმოუდგენია. ამ კაცმა არ იცის, სადაა, ვინ არის საერთოდ, ჩლაჩა და წარუმატებელი იურისტია... უცნაური სექსი აქვს "ქართულ ოცნებას" ჩემთან, სულ ქვემოდანაა, სულ შემოდიან ამ ურთიერთობაში ქვემოდან, არ მინდა ბატონებო დამანებეთ თავი, თქვენ თვითონ დაიკმაყოფილეთ საკუთარი თავი, " – განაცხადა ნიკა გვარამიამ "ტვ პირველისთვის" მიცემულ ინტერვიუში.
Es martla seqtaa... Romlis pesvebic... Unda ganadgurdes.. Yovel shemtxvevistvis... Chventan upirobod
Da... Misha samxedro tribunals unda gadaeces... Is damnashavea sakutari samshoblos... Cinashe... Qartveli xalxis genocidshi