Комментарии
- 19 сен 2019 16:42Uplis nebit kvelaperi kargad damtavrda, madloba upals da ingush xalxs!
- 19 сен 2019 19:25ingushebi xvelaze magari eria kavkasiashi daxestnerlebsac araushavt gavartxi danarchenebs
- 20 сен 2019 12:58баркала шуна тха г1алг1ай вежарий..баркала хьуна Руслан-мадлоба тквен ингушо дзмебо...мадлоба шэн Руслан
- 20 сен 2019 13:02გაიხარე..
ჩვენგანაც გადაუთარგმნე დიდი და უღრმესი მადლობა..უფლისგან იყავით დალოცვილნი თქო.
- Комментарий удалён.
- Комментарий удалён.
- 20 сен 2019 13:04ვინც ქართველის მოძმეა ყველას წარმატებას და უფლის წყალობას ვუსურვებ.
Для того чтобы оставить комментарий, войдите или зарегистрируйтесь
╚ ►ჩვენ გვიხარია ცხოვრება◄╝
ინგუშებმა ქართველებს ეკლესიის ასაშენებლად, როსტოვის ცენტრში საკუთარი მიწები აჩუქეს!
/წააკითხეთ ეს ილ-ხამ ალიევს!/
+ + +
ინგუშეთის ყოფილი პრეზიდენტი, ვაჟკაცობით ცნობილი რუსლან აუშევი ასეთ პოსტს აქვეყნებს:
,,ქალაქ დონის როსტოვში ქართველების დიდი დიასპორა ცხოვრობს, რომელთა რაოდენობა ათეულ ათასს აღწევს (ღმერთმა ქნას მილიონამდე გამრავლდნენ). როსტოველი ქართველების უხუცესებმა გადაწყვიტეს, ქალაქში ქართული მართმადიდებლური ეკლესია აეშენებინათ.
გააკეთეს ესკიზი, სამუშაო პროექტი, რომელიც უმოკლეს ვადებში არქიტექტორებმა წარმატებით განხორციელეს. მათ ეკლესიისთვის შეარჩიეს და გამოისყიდეს საუკეთესო ადგილი როსტოვის ცენტრში, ბოდრაიას ქუჩაზე. თუმცა ქალაქის ხელისუფლებამ პროექტი მხოლოდ იმ მიზეზით არ დაამტკიცა, რომ მიწის ფართობი ეკლესიის არქიტექტურული გადაწყვეტისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.
ქართველთა სამწუხაროდ, ეკლესიის ასაშენებლად ქალაქში ვერ მოიძებნა შესაფერისი თავისუფალი ფართობი, რადგანაც იგი საკმაოდ მჭიდროდ არის დასახლებული.
გამოსავალი იყო მხოლოდ ერთი - ეკლესია ქალაქგარეთ უნდა გადაეტანათ, თუმცა აქაც პრობლემა შეიქმნა, რადგან ქართული ეკლესიის მრევლის უმეტესი ნაწილი ასაკოვანი ადამიანები არიან. მათ კი ძალიან გაუჭირდებოდათ ქალაქგარეთ სიარული. ამ ყველაფერმა სერიოზული პრობლემები შეუქმნა როგორც ქართულ საზოგადოებას, ასევე მშენებლობის სპონსორებს თავისუფალი ფართობი, რადგანაც იგი საკმაოდ მჭიდროდ არის დასახლებული.
მოგვიანებით, ქართველებმა გაარკვიეს, რომ ქალაქის ცენტრში, ეკლესიისთვის თავდაპირველად მონიშნული ტერიტორიის მიმდებარედ, რამდენიმე ინგუშის ოჯახი ცხოვრობდა, რომლებიც საჭირო მიჭის ნაკვეთებს ფლობდნენ. ინგუშებმა შეიტყვეს ქართველების პრობლემის შესახებ. შეიტყვეს ისიც, რომ ეკლესია არ შენდებოდა მხოლოდ იმიტომ, რომ მშენებლობის ნებართვის მისაღებად არ იყო მიწის საკმარისი ფართობი.
და მოხდა სასწაული - ინგუშების ყველა ოჯახმა ქართველთა დიასპორას საკუთარი მიწის ნაკვეთები უანგაროდ გადასცეს - აჩუქეს!
შედეგად: როსტოვის ცენტრში ქართული ეკლესია შენდება და სულ მალე მართლმადიდებლურ ტაძარში ქართველი მოძღვრები წირვა-ლოცვას აღავლენენ!
ასეც ხდება, როცა ადამიანებისთვის ყველა სხვა ღირებულებაზე მაღლა ჭეშმარიტი მეგობრობა დგას.
ეს კეთილშობილური საქციელი ნუ გაგაოცებთ - ეს არის ურთიერთპატივისცემა, რომელიც ქართველ და ინგუშ ხალხს შორის საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბდა. ქართველებმა ხომ საკუთარი ერთგულება და სიყვარული არაერთხელ დაუმტკიცეს ინგუშებს მათთვის უმძიმეს წლებში.
(1956 წელს, შუააზიის გადასახლებიდან დაბრუნებულ ინგუშებს ქართველებმა არამხოლოდ სახლ-კარი, არამედ პირუტყვი და ჭურჭელიც კი დაუტოვეს! - გ.გ.)
მე არ დავასახელებ იმ უნგუში ოჯახების გვარებს, ვინც უანგარო სიკეთე გაიღო - არ დავასახელებ, რადგან მათ ასე ისურვეს.
ღმერთმა დალოცოს, გააძლიეროს ისინი, უფალმა აჩუქოს ღირსეული შთამომავლობა!“
გაუმარჯოს ინგუშ ერს - ჩვენს უღალატო ძმებს!wers giorgi gigauri