*****კიევში მოკლული ქართველი "#1 ტერორისტად" წოდებული შოთა ჭიჭიაშვილია

უკ­რა­ი­ნა­ში სპე­ცო­პე­რა­ცი­ის დროს მოკ­ლუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე, "#1 ტე­რო­რის­ტად" ცნო­ბი­ლი შოთა ჭი­ჭი­აშ­ვი­ლია. ეს ინ­ფორ­მა­ცია „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში და­უ­დას­ტუ­რეს.

უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, უკ­რა­ი­ნულ მხა­რეს­თან აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხზე კო­მუ­ნი­კა­ცია უკვე შედ­გა.

„გი­დას­ტუ­რებთ, რომ გარ­დაც­ვლი­ლი არის შოთა ჭი­ჭი­აშ­ვი­ლი. სა­კი­თხზე კო­მუ­ნი­კა­ცია უკ­რა­ი­ნულ მხა­რეს­თან უკვე შედ­გა“, - აცხა­დე­ბენ შსს-ში.

უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დი­ის ცნო­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქემ სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს ცე­ცხლი გა­უხ­სნა. კი­ე­ვის რე­გი­ო­ნის პო­ლი­ცი­ის ცნო­ბით, შემ­თხვე­ვა 1 ოქ­ტომ­ბერს სო­ფელ ხო­ტი­ა­ნოვ­კა­ში მოხ­და. რო­გორც ცნო­ბი­ლია, სპე­ცო­პე­რა­ცი­ის ფარ­გლებ­ში პო­ლი­ცია ეძებ­და მა­მა­კაცს, რო­მელ­მაც მიმ­დი­ნა­რე წლის 23 სექ­ტემ­ბერს ცე­ცხლი გა­უხ­სნა სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს.

„ეს არის სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე, რო­მელ­საც სხვა სა­ხელ­მწი­ფოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლის­თვის 22 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა ჰქონ­და მის­ჯი­ლი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი დაჯ­გუ­ფე­ბის, ადა­მი­ან­თა გა­ტა­ცე­ბი­სა და ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის უკა­ნო­ნოდ ფლო­ბის გამო. ჩვენ აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ, რომ იგი სო­ფელ ხო­ტი­ა­ნო­კა­ში იმა­ლე­ბო­და, მის და­სა­კა­ვებ­ლად სპე­ცო­პე­რა­ცია და­ი­გეგ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რას­თან შე­თან­ხმე­ბით“, - გა­ნა­ცხა­და კი­ე­ვის პო­ლი­ცი­ის ხელ­მძღვა­ნელ­მა ან­დრეი კრიშ­ჩენ­კომ.

მი­სი­ვე თქმით, პო­ლი­ცი­ამ მას შეს­თა­ვა­ზა და­ნე­ბე­ბა, თუმ­ცა, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქემ ცე­ცხლი გახ­სნა სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, სა­პა­სუ­ხოდ კი სპეც­რაზმმა მისი ლიკ­ვი­დი­რე­ბა მო­ახ­დი­ნა. და­შა­ვე­ბუ­ლია ორი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლი.

მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით და­წყე­ბუ­ლია გა­მო­ძი­ე­ბა.

ჭი­ჭი­აშ­ვი­ლი წარ­სულ­ში არა­ერ­თხელ იყო ნა­სა­მარ­თლე­ვი მძი­მე და­ნა­შა­უ­ლე­ბის გამო, მათ შო­რის იყო ადა­მი­ა­ნე­ბის გა­ტა­ცე­ბა. ჭი­ჭი­აშ­ვი­ლის სა­ხელს უკავ­შირ­დე­ბა ეს­პა­ნე­ლის ბიზ­ნეს­მე­ნე­ბის ან­ტო­ნიო ტრე­მი­ლი­ო­სა და ფრან­ცის­კო როდ­რი­გე­სის, "აგ­რო­ბიზ­ნეს­ბან­კის" თა­ნა­თავ­მჯდო­მა­რე პი­ტერ შოუს, დე­პუ­ტატ პეტ­რე ცის­კა­რიშ­ვი­ლის გა­ტა­ცე­ბაც.

ჭი­ჭი­აშ­ვი­ლი მო­ნა­წი­ლე­ობ­და მუხ­რო­ვა­ნის ამ­ბოხ­შიც. რო­გორც მან 2013 წელს ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და, 2001 წელს მუხ­რო­ვა­ნის ბაზა 7 პირ­თან ერ­თად უსის­ხლოდ და უმ­სხვერ­პლოდ აიღო.

"მე­თა­უ­რე­ბი და­ვა­ტყვე­ვე, ია­რა­ღის სა­წყო­ბე­ბი ხელ­ში ჩა­ვიგ­დე და ბაზა გია კრი­ა­ლაშ­ვილ­სა და კობა ოთა­ნა­ძეს გა­და­ვე­ცი. ისი­ნი ვაჟ­კა­ცი და პატ­რი­ო­ტი ქარ­თვე­ლე­ბი იყ­ვნენ. მათ­თან მო­ვი­ლა­პა­რა­კეთ, რომ ნორ­მა­ლუ­რი არ­ჩევ­ნე­ბი ჩაგ­ვე­ტა­რე­ბი­ნა, რათა ეროვ­ნუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მო­სუ­ლი­ყო სა­თა­ვე­ში. მერე შე­ვარ­დნა­ძე კრი­ა­ლაშ­ვილ­სა და ოთა­ნა­ძეს მო­ე­ლა­პა­რა­კა - კრი­ა­ლაშ­ვი­ლი სამ­ხედ­რო ატა­შედ გა­უშ­ვა უკ­რა­ი­ნა­ში, თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს 10 თუ 20 მი­ლი­ო­ნით გა­უ­ზარ­და ბი­უ­ჯე­ტი, ჯოხი კი ჭი­ჭი­აშ­ვილ­ზე გა­და­ტყდა, მე გა­მო­ვე­დი ქვეყ­ნის მტე­რი", - ამ­ბობ­და ჭი­ჭი­აშ­ვი­ლი.

ის 2003 წლის 24 ივ­ნისს მოს­კოვ­ში და­ა­კა­ვეს და ადა­მი­ა­ნე­ბის გა­ტა­ცე­ბის, ბან­დი­ტიზ­მი­სა და სხვა მძი­მე და­ნა­შა­უ­ლე­ბის გამო 22 წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯეს. ამ­ნის­ტი­ი­სა და სას­ჯელ­თა შეკ­რე­ბი­თო­ბის პრინ­ცი­პის გა­უქ­მე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე 2013 წელს სა­პა­ტიმ­რო, ორ დღე­ში კი სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზღვრე­ბი და­ტო­ვა.

Комментарии