#

NEWSFROMIMEDINEWS.GE / #NJ

CNN-ი კაცხის სვეტის შესახებ სტატიას აქვეყნებს
----
საერთაშორისო გამოცემა CNN-ი კაცხის სვეტის შესახებ წერს. მედიასაშუალების ვებგვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში ავტორი ჭიათურის მუნიციპალიტეტში მდებარე ღირსშესანიშნაობას აღწერს.
"კაცხის კომპლექსი უნიკალურია. ბერები სვეტზე ასასვლელად ყოველდღიურად 20-წუთიან გზას მეტალის კიბის დახმარებით გადიან. დღესდღეობით სვეტი დედამიწაზე ერთ-ერთ ყველაზე წმინდა ადგილადაა მიჩნეული. ადგილობრივი ბერები ერთადერთი ადამიანები არიან, რომლებსაც სვეტის წვერზე ასვლის უფლება აქვთ", - აღნიშნულია სტატიაში.
CNN-ის მასალაში კაცხის სვეტის მრავალსაუკუნოვანი ისტორია, მასთან დაკავშირებული მკაცრი წესები და ღირსშესანიშნაობამდე მისასვლელი მარშრუტებია გადმოცემული.

Комментарии

Комментариев нет.