გილოცავ ყოველ დღეს, ერთად რომ გვეწყება,

ერთად რომ გრძელდება თვეებით წლებამდე.
სიყვარულს არ უნდა კალენდრად ჩაწერა,
ლოდინი რიცხვიდან მომდევნო რიცხვამდე.
არ უნდა სიტყვების ზეპირად თამაში,
საჩუქრად ნაქცევი ნივთების ჩუქება.
არ უნდა სიმართლის მოძებნა ზღაპარში,
ცრემლები რომელიც, მას ღიმილს პირდება.
სიყვარულს ჭირდება გაცემა გრძნობების,
სიყვარულს ჭირდება სათუთი ფერება.
სიყვარულს ჭირდება სიგიჟის ფორმები,
სიყვარულს ჭირდება ყოველ წამს შეხება.
ვულოცავ ყოველ დღეს, ჩვენით რომ იწყება,
ჩვენით რომ გრძელდება თვეებით წლებამდე.
არ გვინდა არაფრის კალენდრად ჩაწერა,
მიყვარხარ რიცხვიდან სულ ყველა რიცხვამდე..ხოდა მიყვარხართ'!!
❤გილოცავთ სიყვარულის დღეს❤

Комментарии