ქალის მოტყუება ადვილი არისო

ნეტავ თუ ჰგონიათ ეს კაცებს მართალი
ქალი არ ტყუვდება, მას მხოლოდ უყვარხარ
ასე წმინდა გრძნობა სასჯელი რად არის?
მალული ცრემლები წამწამებს დაჩრდილავს,
ფიქრებს შემოსეულს არ იცის რა უყოს...
ერთი სიყვარული და ერთი გული აქვს
და ისიც უნდა რომ შუაზე გაგიყოს......

Комментарии