რაღაც უცნაური ხდება ჩვენს შორის,

თითქოს არ ვამბობთ, რაც გვეფიქრება,
მეგობრობიდან სიყვარულამდე,
მგონი, ჩვენს შორის ხიდი იდება,
იმ ტვირთის ზიდვა მხრებზე რომ გვაწევს,
ვიცით, ცალ-ცალკე, გაგვიჭირდება,
ჩვენ უჩვენობას ვაჩვევთ ერთმანეთს
და იმ სიყვარულს ჩვენ რომ გვჭირდება,
ორივე ვგრძნობთ, რომ მსხვერპლს ვერ ავცდებით,
როცა ჩვენს შორის ზღვა ადიდდება
და გაავებულ წუთისოფელში,
ჩვენი სიმშვიდე გადაიღლება,
უკვე დაკარგულ, სამოთხეს ვეძებთ,
სინანული კი ცრემლად იღვრება,
სხვებისთვის ვცხოვრობთ და იმას ვკარგავთ,
რაც, სიცოცხლისთვის, მართლა გვჭირდება...
06.08.15.
ქეთი ალასანია.

Комментарии

Комментариев нет.