ეზო....

-------------
მზემ გამოანათა, გულმა გაიხარა
მამალმაც შემოჰკრა ფრთები,
ამაყად დასძახა: „ ყიყლიყოო“, მეზობლის
მამლებმაც შეუწყეს ხმები...
გამოიშალნენ ქათმებიც ნარნარით
ქოჩორამ შეარხია თმები,
ბოჩოლა ძუძუს სწოვს, იქვე ღამის დარაჯს
ძაღლს ჯილდოდ არგუნეს ძვლები.
ვუცქერი მშობლიურ ეზო-გარემოს თან
ჩაის ვსვამ, სხივებით ვთბები,
ალერსით ვუცქერი მაღლა ცას, ძირს მიწას
მამულის სურნელით ვთვრები...
შევნიშნე მიწიდან იამ და ენძელამ
უკვე გაახილა თვალი,
თვალწარმტაცი და ღვთისმშობლის წილხვედრია
ქართული მიწა-წყალი.
ავტორი ანნა ზაკალაშვილი
19.02.2021.წ.

Комментарии