გიყვარდეს

არაფერია იმაზე კარგი,
ვიდრე გიყვარდეს,და გრძნობდე სითბოს.
ლამაზი გრძნობა, უფლის მიერი
ცხოვრების მანძილს ზეცით რომ მითბობს.
სიყვარულია - დილის მზის სხივი
და მთვარის შუქის თეთრად ნათება,
სიყვარულია - ვარსკვლავთ ციალი,
ცისარტყელების ფერთა ანთება.
სიყვარულია - ზამთრის სითეთრე
და გაზაფხულზე ბუნების ფეთქვა.
ზაფხულის ჭრელი დღეების შემდეგ
შემოდგომაზე მინდოდა მეთქვა:
ეს სიყვარული თუ გადაგვარჩენს..
გიყვარდეს გულით,გონებით ,გრძნობით.
„მე შენ მიყვარხარ“ - შენც სხვას უთხარი
ხელი ჩავჭიდოთ ერთმანეთს, მოდით.
13.09.21 თ.ჭ

Комментарии