მოლოდინი

მოლოდინი ისე გაიწელა,
ვერსად დაგინახე.
ნუთუ ვერ გაიგე?
ჩუმი შეძახილით გულით დაგიძახე.
ალბათ ყველაფერი,
წარსულს ჩაბარდება - ფარდა დაეშვება.
ლანდად გამოჩნდები,
ფიქრთა ზმანებაში -გული დამეწვება.
ტკბილი მოგონება,ღიმილმონარევი
მაგრამ ცრემლიანი.
კოცნა ტუჩის ტუჩზე ოდნავ შეხებით და
თუმცა ვნებიანი.
შენი გაელვება, სამუდამოდ
გულში ჩაილექა.
და ეს გული მხოლოდ,
მხოლოდ ისევ შენთვის გაიღება.
22.07.12
თ.ჭ.

Комментарии