ისე წვიმს, თითქოს ზეცა ცრემლად ჩამოიღვარა,

მე კი მივდივარ ისევ ისე, ქუჩაში მარტო,
როგორც არასდროს ახლა ალბად ისე მჭირდები,
ნეტავ სადა ხარ? თუ გაიგებ, რომ დაგიძახო...
მივდივარ, მაგრამ მიჭირს თითქოს ფეხის გადადგმა,
ასე მგონია ქვეყნის ტვირთი დამადგეს მხრებზე,
წვიმა მასველებს და მარეცხავს ცრემლებს სახიდან,
ხომ არ შემცივდა, ნეტავ ისევ თუ ფიქრობ ჩემზე....
მე კი ყოველ წუთს შენზე ვფიქრობ, სულ გულში მყავხარ,
კი, ვცდილობ, მაგრამ არ მტოვებენ შენზე ფიქრები,
ათასი კითხვა მიტრიალებს თავში ისევე,
ახლა როგორ ხარ? ანდა მერე როგორ იქნები....
ან შენ, როგორ სძლებ ჩემს გარეშე, ეგეც სულ მიკვირს,
ერთი წუთით, რომ არ შეგეძლო ყოფნა უჩემოდ,
მე ისევ ისე მიყვარხარ და ისევ მჭირდები
და ეს ცხოვრებაც მძიმე ტვირთად მექცა უშენოდ....
თანდათან უფრო აცივდება, გაყინავს ალბად,
დაუნდობელი იანვარი გაყრის კვლავ ჩვენ გზებს,
როგორ არ მინდა, ის სიცივე ისევ შევიგძნო,
ასე მგონია ისევ ისე დამამტვრევს ამ ძვლებს...
მთელი ცხოვრება სიმარტოვის მტანჯავდა შიში,
მაგრამ ვაი რომ გავექეცი ვერსად ამ სასჯელს,
ახლა ვირწმუნე, ბედისწერას ვერავინ შეცვლის,
რაც გაწერია შუბლზე, სწორედ მოხდება ისე...
ავტორი"თიკუნა"
🖋 5.12.23

Комментарии

Комментариев нет.