როდიდან მოდის უმადურება?

იქნებ იქიდან, როცა გაჩნდა ადამ და ევა,
ერთი ცხადია, რომ წალეკა თითქოს საყმარო,
არავის ახსოვს რა გვასწავლა მაღალმა ღმერმა.
უმადურება დიდი ცოდვაა,
საწყისი ყველა უგუნურების,
თუ მადლიერი არ ხარ მითხარი,
როგორ შეიცნობ სიტკბოს ცხოვრების.
თუ მადლიერი არ ხარ დილისთვის,
რომელიც ახლა შენთვის გათენდა,
თუ სიხარული სხვებს არ აჩუქე,
აბა, ცხოვრება, ისე რად გინდა.
თუ არ ისწავლე დაფასება ყოველი წამის,
წამის, რომელიც შეიძლება არიყოს სხვისთვის,
თუ არ გაეცი სიყვარული უკიდეგანოდ,
ერთი მითხარი, გაჩენილხარ ამ ქვეყნად, რისთვის.
თუ მადლიერი არ ხარ მშობლისა,
ვერ დააფასე ამაგი მისი,
მაშ ქვეყანაზე რისთვის მოსულხარ?
თუ სიყვარული არ იცი სხვისი.
თუ მეგობარი არ შეიყვარე,
ისე ძალიან, როგორც თვით ღმერთი,
მთლად უმიზეზოდ თუ კი ატკენ გულს,
რისთვის დაგარქვა, მეგობარი? მითხარი ერთი.
თუ დარიგებას ცუდად მიიღებ,
გულწრფელ სიყვარულს ჩამითვლი ფლიდად,
თუ სიყვარული, უანგარო გგონია ფარსი,
ვერ ვიამაყებ, დამიჯერე მე შენით დიდად.
უმადურება იწვევს ყველაფერს,
ანდა რა მიკვირს მე იმ ხალხისგან,
თვით, ქრისტე ღმერთი გააკრეს ჯვარზე,
ვერ გაარჩიეს სიყვარული სიძულვილისგან.
მე რატომ მიკვირს, თუ ვიღაცა ვერ დამაფასებს,
ვაი, რომ ასე მოდის თურმე დასაბამიდან,
ოცდაათ ვერცხლად გაყიდული იესო მტკივა,
ვერ დაინახეს მასში ღმერთი ფარისევლებმა.
ასე ყოფილა ოდითგან დღემდე,
და გაგრძელდება ასე ყოველთვის,
უმადურებავ როდის გაჩნდი ამ ქვეყანაზე,
ან იარსებებ ქვეყანზე ნეტავ როდემდის?
🖋 7.01 24

Комментарии

Комментариев нет.