განა იმიტომ გაცალეს თოფი,

როს დაიბადა ოჯახში ვაჟი?
განა იმისთვის ზრუნავდნენ შენზე,
რომ გაზრდილიყავ ჯანმრთელი კაჟი?
ანდა იმისთვის სტეხდა ღამეებს,
თეთრად ათევდა დედა საწყალი?
როცა იყავი ავად, შეუძლოდ,
წუთ- საათობით გესვა წამალი?.
ან როს იდგავდი პირველ ნაბიჯებს,
რომ არ ენახე ძირს წაქცეული,
განა იმისთვის დაგდევდა უკან,
შენზე ზრუნვისგან გიჟად ქცეული?
რას იფიქრებდა, როცა ნატრობდა,
შენგან პირველად გაეგო -დედა!
თუ კი იმ დღესაც მოესწრებოდა,
შენ ასეც გეთქვა--„ვახ ჩემი დედა..“
ბევრად ერჩია მას ლაპარაკი,
შენთვის სულაც არ ესწავლებინა,
ვიდრე შვილს თავის მშობელ დედისთვის,
ეს უღირსობა ეკადრებინა...
შვენო შვილებო, „ოხ ჩემი დედას’’
ვიდრე წარმოსთქვავთ ასე „ამაყად“
ძალიანა გთხოვთ,იქნებ დაფიქრდეთ,
ამაგს ნუ ირგებთ ასე არამად.
დასაბამიდან ქართველი კაცის,
სიწმინდე იყო დედის მანდილი,
რა მოხდა ახლა,მაშ რამ შეგცვალათ?
მათგან გაშორებთ დრო და მანძილი,
მაგრამ გენი ხომ იგივე არის?
თუკი შენ ისევ გქვია ქართველი,
თუკი დადიხარ ქართულ მიწაზე,
რატომ აგინო დედა გამზრდელი?
ის აზრი თითქოს ვაჟკაცობთ ამით,
მერწმუნეთ შვილო ძალზე მცდარია,
რა წუთშიც დედას აგინებს შვილი,
იმ წუთიდანვე დედა მკვდარია...
ავტორი ანნა ზაკალაშვილი

Комментарии