ბედისწერაა, მომავალი, რასაც თვითონ ვწერთ,

ცაში არავინ არ იმარჯვებს ფურცელს და კალამს,
ნუ დავაბრალებთ, უბედობას, უფლის განგებას,
როდესაც, მისგან მონიჭებულ, წყალობას ვკარგავთ,
უიმედობა როცა გვიპყრობს, თითის გაშვერა,
არავის გვიჭირს და არც ვცდილობთ ამის დამალვას,
ყოფის საფასურს მისგან ვითხოვთ ვისაც ვუყვარვართ
და გვავიწყდება, რომ მომავალს თვითონვე ვხატავთ,
ბედნიერებას ყველა ვეძებთ, როცა ვპოულობთ,
არ ვუფრთხილდებით და მის წყაროს ჩვენშივე ვწამლავთ,
მერე?
მერე კი, საშინელი, გვიპყრობს ტკივილი,
რომელსაც, ცრემლად გადმოღვრილი, სიმშვიდით ვმალავთ,
უსიყვარულოდ ვერ ავაგებთ სულის სამრეკლოს,
სადაც სიკეთე, უფლის ხელით, გვიმზადებს წამალს,
წაქცეულებმა, წამოდგომა რომ ისევ შევძლოთ,
რომ ის ვიპოვნოთ, რასაც ასე უგულოდ ვკარგავთ...
15.01.15.
ქეთი ალასანია.

Комментарии