კახეთში სტუმარს ხალისით ხვდებიან, მობრძანდით ბატონო–ქვევრებთან გელიან მრავალჟამიერს,საოცრად მღერიან. წალამზე მწვადები,თონეში პურები, სუფრის გარშემო ჩვენებურები, ალალად გეტყვიან–ღმერთმა შეგარგოთო ეს–უანგაროდ,არ გვინდა ქულები, ცოტა ბუნებამ იჭირვეულა, გვალვამაც დაგვიწვა ხოდაბუნები, მაგრამ კახეთში შემოდგომაა, ღვთიური სითხით ივსება ჭურები. აქ ქორწილების იხსნება სეზონი, დგება წყვილების,ნანატრი წუთები, შემოგვიერთდით ნეფე–პატარძალს, თქვენი დალოცვით გაუთბეთ გულები. იმრავლონ,იხარონ,იბედნიერონ, სამშობლოს აჩუქონ ბევრი შვილები, ამ დალოცვილ და ღალიან მიწაზე, არ დარჩებიან არავინ მშივრები. რა გინდ მზე იყოს,მცხუნვარე თაკარა, მაინც გაკეთდება კახეთში თათარა, მაინც გაივლება გრძელ–გრძელი ჩურჩხელა, კახელი ვაჟკაცია და არა ჩუჩელა, სტუმარ –მასპინძლობას დალოცავს ყანწიდან, გულით გადღეგრძელებთ და არა ყასიდად! ანნა ზაკალაშვილი https://www.youtube.com/watch?v=Qmk3AsGjIDk
...სიყვარულით....ნათია...
:♥♥♥ ნათია - llll ♥♥♥
სტუმარი ღვთისაა,ღვინო კი ჩვენია,
კახეთში სტუმარს ხალისით ხვდებიან,
მობრძანდით ბატონო–ქვევრებთან გელიან
მრავალჟამიერს,საოცრად მღერიან.
წალამზე მწვადები,თონეში პურები,
სუფრის გარშემო ჩვენებურები,
ალალად გეტყვიან–ღმერთმა შეგარგოთო
ეს–უანგაროდ,არ გვინდა ქულები,
ცოტა ბუნებამ იჭირვეულა,
გვალვამაც დაგვიწვა ხოდაბუნები,
მაგრამ კახეთში შემოდგომაა,
ღვთიური სითხით ივსება ჭურები.
აქ ქორწილების იხსნება სეზონი,
დგება წყვილების,ნანატრი წუთები,
შემოგვიერთდით ნეფე–პატარძალს,
თქვენი დალოცვით გაუთბეთ გულები.
იმრავლონ,იხარონ,იბედნიერონ,
სამშობლოს აჩუქონ ბევრი შვილები,
ამ დალოცვილ და ღალიან მიწაზე,
არ დარჩებიან არავინ მშივრები.
რა გინდ მზე იყოს,მცხუნვარე თაკარა,
მაინც გაკეთდება კახეთში თათარა,
მაინც გაივლება გრძელ–გრძელი ჩურჩხელა,
კახელი ვაჟკაცია და არა ჩუჩელა,
სტუმარ –მასპინძლობას დალოცავს ყანწიდან,
გულით გადღეგრძელებთ და არა ყასიდად!
ანნა ზაკალაშვილი https://www.youtube.com/watch?v=Qmk3AsGjIDk