Комментарии
- GRUZIA GRUZIAКомментарий удалён.
- 14 апр 2017 12:29nana kakauridzedideba ufals
- 14 апр 2017 13:34zaira gaguaUpalo dideba shen saxels
- 14 апр 2017 15:59lolita BarnoviUpals dideba
- 14 апр 2017 16:23sofo tutberidzedideba ufals
- 14 апр 2017 18:26nino)Ask) beniaidzeme miyvars ufali ieso qriste amin
- 14 апр 2017 18:48Αννα ΔιμητρηυDideba ufals.
- 14 апр 2017 20:26levani-nana lionidzeUfals dideba.
- 14 апр 2017 21:28xxxxxxx xxxxxxxDideba ufals amin
- 14 апр 2017 23:19inga bochorishvilidideba upalo shen
Для того чтобы оставить комментарий, войдите или зарегистрируйтесь
...სიყვარულით....ნათია...
:♥♥♥ ნათია - llll ♥♥♥
ვნების შვიდეული.
დიდი პარასკევი. ხსენება წმინდათა მაცხოვნებელთა ვნებათა უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესი...დიდი პარასკევის ღვთისმსახურება იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნასა და დასაფლავებას იხსენებს. წირვა არ აღესრულება.
დიდი პარასკევი მთელი წლის განმავლობაში ყველაზე მძიმე მარხვის დღეა, როცა მოძღვრის კურთხევით მორწმუნეთაგან ზოგი მთელი დღის განმავლობაში არაფერს ჭამს, ზოგი კი პურისა და წყლის გარდა არაფერს იხმევს.
მრავალ წითელ პარასკევს დაგასწროთ ღმერთმა ძვირფასებო! წითელი პარასკევი დიდი მარხვის ყველაზე მძიმე დღეა. ამ დღეს ტაძრებში წირვა არ აღესრულება, რადგან ადამიანთა ცოდვებისგან გამოსახსნელად უფალმა საკუთარი თავი მსხვერპლად შესწირა. მსახურებისას სამეუფო ჟამნი შესრულდება, რომლის დროსაც უფლის ვნების შესახებ სახარება იკითხება. ამ დღიდან მოყოლებული ქრისტიანები აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს წითელი კვერცხებით ეგებებიან.
კვერცხი მარდიული სიცოცხლის სიმბოლოა, რადგან მისგან ცოცხალი არსება იბადება, იესო ქრისტემ კი ადამიანებს სიცოცხლე მიანიჭა. წითელ ფერში სისხლი მოიაზრება, რადგან იესო ქრისტემ თავისი სისხლით სიცოცხლე განწმიდა და აკურთხა.
******************************************************************************
დღეს უნდა გვტკიოდეს-ტკივილი მაცხოვრის
ცრემლები გვდიოდეს,დღე არ არს განცხრომის,
დღეს ყველა გაგვძარცვეს,ხელ-ფეხი შეგვიკვრეს,
ძეკაცი ჯვარსაცვეს,უფალი მოგვიკლეს...
და მაინც ვიხაროთ დღე არის მზიანი,
ერთურთი ვიყვაროთ,ნუ გვინდა ზიანი.
ცაზე გაჩეჩილი ღრუბელი... მერცხლები..
შინ ქორფა ჯეჯილი წითელი კვერცხები.
დღეს ჯვარცმის წინარე,თავს დავხრით მდაბლითა,
ზეიმი წინ არის,აღდგომის მადლითა!
/კახა შალამბერიძე/