Комментарии
- inga gigashvili-sharashenidzeКомментарий удалён.
- 10 дек 2015 15:39inga gigashvili-sharashenidzeმაგარი ლექსია. მთლიანად რომ დაგანგრევს ისეთი.
- 10 дек 2015 15:42მა ია
Фото недоступно
- 10 дек 2015 15:42მა იაmagari leqsiaaaaa
- 13 дек 2015 17:49maia gigashvili
Для того чтобы оставить комментарий, войдите или зарегистрируйтесь
maia gigashvili
ორად გაიპო გული,
გული დარდების მახე.
მომნატრებიხარ დედა
წუხელ სიზმარში გნახე....
ხელი შემეხო შენი
სიმშვიდე ვიგრძენ სრული.
თავი მეგონა ბავშვი
უმალ დაწყნარდა გული...
ხმადაბლა მკითხე ჩუმად:
ხომ არ გიჭირსო რამე?
თვალი ამევსო ცრემლით
და დაგიმალე სახე...
როგორ გასულა დრო და
კვლავ გაფრენილან წლები..
ხელი შემახე შენ და
თან შეიმშრალე ცრემლი...
თბილად მიმიკარ მკერდზე
და გაიზარდა სივრცე
მერე გათენდა დილა
კვლავ უშენობა ვიგრძენ...
როცა წახვედი ჩემგან
დრომ შემაჩვია ლოდინს...
სულ ნუ დამტოვებ მარტო,
სიზმარში მაინც მოდი.....