8 მარტს გილოცავ დედი 😥 😥 ❤ ეს გაზაფხულიც სასჯელია, შენ თუ წახვედი,

ან რა გაუძლებს ყოჩივარდებს გზაზე მოფენილს.
ისე უთქმელად და უსიტყოდ დუმილს არღვევდი,
მარადიულად მერგებოდა წუთისოფელი...
ტკივილს გარედან არასოდეს უჩანს ფესვები,
ყვავილებიდან სევდას უფრო შვენის ლილია,
მე ამ გაზაფხულს გაღიმებას დავესეხები,
როცა ტაძარი მარტოობით გადაღლილია...
შენ ჩემი სულის ტაძარი ხარ, მახსოვს ამბობდი,
და მე უშენოდ სანთელივით მეწვის თითები...
ეკლესიამდე ათასობით ვიწრო გზა მოდის,
მე კი შენს გარდა, სხვა დანარჩენს მოვერიდები..

Комментарии