2 сен 2014

შენ თვითონ იცი რა გინდა?

მხოლოდ გრძნობებზე თამაშობ
ამ სიშორითაც კადრს მიღმა
შენს ჩვეულ მახეს მთავაზობ
რა გინდა ჩემგან? რას ითხოვ?
ნუ ღვრი ხმაურით სიმშვიდეს
რომ გაფანტული გრძნობები
ისევ პრობლემებს გიქმნიდეს
ახლა რა გიმდა? დამშვიდდი!
მეც ხომ შევქმენი სიმშვიდე
და ნუ მიმიყვან იქამდე
ცრემლით ლექსებს რომ გიძღვნიდე
შენთვის ვინავარ? მითხარი!
ერთი უბრალო მხატვარი
რომელიც თავის ნახატში
ტკივილით არის დამწვარი
ერთი შევქმენი სამყარო
ყველა ზედმეტი გავყარე
შენ ერთადერთი დაგტოვე
შენ სიყვარული მასწავლე
ჩემთვის შენ ერთი იყავი
მაგრამ, ცხოვრება იცვლება
როცა რაღაცას დავკარგავთ
გული რატომღაც გვტკივდება
ჩემში შექმენი ტკივილი
და მუდამ გულში დამრჩება
იცი, მე ახლაც მიყვარხარ
მაგრამ, ეს გრძნობაც გაქრება...
ავტორი: ბაჩო კუჭავა

Комментарии

  • 2 сен 2014 16:01
    miyvarxar dzamiko sigijemdeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeee(K)(K)(K)(K)(K)(K)(K)(K)(K)