საღამომ შავი გაშალა შალი,

შეაშრობს ქალის შაქარა ტუჩებს
შარახვეტია,შრაშუნა ქარი,
შარშანდელივით აშინებს ქუჩებს...
ჩამოეკიდა ჩანჩქერებს წვიმა,
ჩერჩეტი ქარი წანწალებს,წივის...
თვალებს ჩამიკრავს ლერწამა გოგო,
სუნს წაიყოლებს ცვარიან თივის.
შეახმა შროშანს შარმი და შური,
შორი შარადან დამშარა შარმა,
შეაშრო ქალის შაქარა ბაგე
შარახვეტია,შრაშუნა ქარმა.
ოთო დანელია
2013 წელი

Комментарии