მიყვარხარ ბოლო ამოსუნთქვამდე,

მიწაში ჩასვლამდე, გულის გასკდომამდე.
შენი ვარ თავიდან ბოლომდე.
შენ ჩემი გული, სული და სხეულის
თითოეული ნაწილი ხარ.
მინდიხარ სიგიჟემდე, თითების დამტვრევამდე,
ტუჩების დაჭმამდე, მინდა გაკოცო დალურჯებამდე,
გულის წასვლამდე. შენ გეკუთვნის ჩემი ცხოვრება,
ჩემი სიკვდილი, ჩემი სული, ჩემი ოცნებები,
ჩემი ფიქრები, სიყვარული, გონება, სიზმრები.
ის რაც შენ გიყვარს ჩემში, ჩემი ღიმილი,
თითები, ტუჩები, თვალები.
მიყვარხარ მზის ჩასვლამდე ვარდისფერ ალიონამდე,
მიყვარხარ სიზმარში, ცხადში ,მიყვარხარ ოცნებაში.
სადაც არ უნდა იყო ,სახლში ქუჩაში სოფელში
რაიმე ტრანსპორტში, თუნდაც ქვეყნის გარეთ.
ყველგან მიყვარხარ… მიყვარხარ ძალიან…
სიგიჟემდე უაზროდ, უზომოდ, უსაზღვროდ.
ჩემი სიყვარული ზღვაა სადაც მე თვითონ
ვიხრჩობი და საშველად ისევ შენ გიხმობ.
შენ კი მოდიხარ, მამშვიდებ, მშველი.
მიყვარხარ თვალების გაბრწყინებამდე,
გაღიმებამდე, გაცინებამდე, მიყვარხარ ცრემლებამდე,
მიყვარხარ სიცოცხლეზე მეტად… ყველაფერზე მეტად…

Комментарии