19 июл 2016

სხვა ვერ გაიგებს ამ გულის ტკივილს,

უცხოა სხვისთვის ფიქრი ამგვარი,
ეს მხოლოდ ჩემი ტვირთია,ტვირთი,
უმძიმესი და მართლაც სხვაგვარი.
რას არა სწვდება ეს გული ფიქრით,
ლამის წამლეკოს გრძნობის მორევმა.
მე ჩემებურად ვიბრძვი და მიმძიმს,
გაძლება მიჭირს,მიჭირს მოთმენაც.
გაცვითა გული ამდენმა დარდმა,
უჭირს გაძლება ამდენ პრობლემის,
რაღაცა მსჯის და აგრძელებს ტანჯვას,
კი ვებრძვი,ვებრძვი,მაგრამ როდემდის?!
სულის სიმხნევე მაკლია ვხედავ,
ესაა ალბათ დარდის სათავეც,
მგონი დავმარცხდი ჭიდილში ბედთან,
უნუგეშოდ კი ნეტავ რა გაძლებს?!
მე მუდამ ვფიქრობ,ვფიქრობ იმაზე,
რა არის ქვეყნად ჩემი მისია.
განა ცოტაა მსხვერპლი მიწაზე,
რად გავიწირე?ანდა რისთვის ვარ?
რად არის ჩემთვის მიუწვდომელი
ყველა სიკეთე,სიტკბო ცხოვრების,
ვინ არის ქვეყნად, ვინ უცოდველი?
რად ვიტანჯები?ან რას მოველი?
განა ასეთი რა დავაშავე?
ან კიდევ რამდენს გაუძლებს გული?
ასე სიმწარით რად გავატარე?
ან რატომ არის ცხოვრება რთული?!
სხვა ვერ გაიგებს ამ გულის ტკივილს,
უცხოა სხვისთვის დარდიც ამგვარი,
ჩემი ხვედრია ეს მძიმე ტვირთი,
გაუსაძლისი,მართლაც სხვაგვარი.

Комментарии