ასე ლამაზად, ასე მარტივად როგორ მოგნათლეს ნეტავ მარტვილად, როგორ მოგხატეს, როგორ ეცადნენ, რომ აგიყვანეს, ასე ზეცამდე, ხარობს და ფეთქავს შენი სხეული საუკუნეთა არ ხარ ძლეული.

ხარ აფრენილი, როგორც ოცნება, შენი ყოველი ქვა იკოცნება. ისევ ახლდები, აღარ გვეცლები, დაგჭიკჭიკებენ თავზე მერცხლები. სიზმარს მოჰგავხარ, აუ, როდინდელს, აქ დავითს ვხედავ, ვხედავ ჭყონდიდელს, ცისკენ ილტვოდა შენი მიზანი, გაჩუქურთმებდა, თვით ოპიზარი. დრო ვერ შეგეხო ნამზევ გოლიათს, სხვა სიტურფე გაქვს, სხვა ჰარმონია, ავსებული ხარ ნათელ-მირონით, გუგუნებს შენი სანაპირონი ისევ ირთვები და იხატები შენი ფრესკებით, შენი ხატებით, ასე ლამაზად, ასე მარტივად როგორ მოგნათლეს ნეტავ მარტვილად. /ჯემალ ჩახავა/

Комментарии

  • 24 янв 2016 01:11
    >> LOVECHATI. RU <<Gaixsna axali Socialuri Qseli Gacnobis da Megobrobis Saitii..Rogorc odno da facebokia xalxistvis rom gaertot esec masea magram es saiti uketesia bevrad Qartulia da martivi yvelaperia saitze ikrdzaleba uzdeloba da garyvnileba..Registracia UPASOA , misamartia >> LOVECHATI. RU << STATUSI DAMIKLASE KLASEBS VAGROVEB shemogviertdit 26894 КЛАСС
  • 27 янв 2016 21:38
    ruso  rogoraxar