–ერთი ეს მითხარი, გადამთიელო სული რა ადგილას მაქვს?
წუხელ მთელი ღამე ვეძებდი და ვერსად ვიპოვე .... -აქ სუფრას გადახედა და თანამეინახეებს თურქულად უთხრა აი ამას ცოდნია სული სად გავქვს და თუ ცრუ და მატყარა არ არის ახლა უნდა გვაჩვენოს. და აქ, თანამეინახეთა საერთო სიცილ-ხარხარში, რაც იმის მანიშნებელი იყო რომ ამ საგანზე ჯერ კიდევ გუშინ ბევრი უცინიათ , ისევ ანტონიოს მიუბრუნდა. -რა ადგილას მაქვს სული გადამთიელო? ანტონიო დაელოდა სანამ სიცილი ჩაცხრებოდა მერე დავითს კითხვაზე კითხვითვე მიუგო. -დავითია შენი სახელი? დავითი ამ მოულოდნელი შეკითხვით იმდენად სახტად დარჩა რომ წარბი რომელსაც დრო და დრო აზიდავდა ხოლმე, ახლა უნებურად შეუხტა. მერე წამიერმა გაკვირვებამ რომ გაუარა,ღიმილით თქვა: - არ იცი განა? -ეგ კი ვიცი,- მიუგო ანტონიომ .- მაგრამ ის არ ვიცი რა ადგილას გაქვს ეგ სახელი. იქნებ შენ თვითონ მაჩვენო. დავითი ანტონიოს ერთხანს დაჟინებით უცქერდა, თითქოს მის სახეზე რაღაცის ამოკითხვას ლამობსო. მერე ისევ გაიღიმა. -ვიცი რისი თქმაც გინდა. -იცი? - შეაწყვეტინა ანტონიომ.- მაშ, ისიც გეცოდინება, ეგ ცოდნა რა ადგილას გაქვს? დავითს თვალებში ჩრდილმა გადაურბინა და ტუჩები მოკუმა. წამით სიჩუმე ჩამოვარდა. მისი თანამეინახეებიც მდუმარედ ისხდნენ და ცდილობდნენ დავითსა და ანტონიოს სახის გამომეტყველებით გამოეცნოთ . თუ რაზე იყო ლაპარაკი. - სითამამეს გიქებ, მაგრამ.. -მაგრამ, -კვლავ შეაწყვეტინა ანტონიომ,- ის აღარ იცი სითამამე რა ადგილას მაქვს.
ბექა აბაშიძე
–ერთი ეს მითხარი, გადამთიელო სული რა ადგილას მაქვს?
წუხელ მთელი ღამე ვეძებდი და ვერსად ვიპოვე ....
-აქ სუფრას გადახედა და თანამეინახეებს თურქულად უთხრა აი ამას ცოდნია სული სად გავქვს და თუ ცრუ და მატყარა არ არის ახლა უნდა გვაჩვენოს. და აქ, თანამეინახეთა საერთო სიცილ-ხარხარში, რაც იმის მანიშნებელი იყო რომ ამ საგანზე ჯერ კიდევ გუშინ ბევრი უცინიათ , ისევ ანტონიოს მიუბრუნდა.
-რა ადგილას მაქვს სული გადამთიელო?
ანტონიო დაელოდა სანამ სიცილი ჩაცხრებოდა მერე დავითს კითხვაზე კითხვითვე მიუგო.
-დავითია შენი სახელი?
დავითი ამ მოულოდნელი შეკითხვით იმდენად სახტად დარჩა რომ წარბი რომელსაც დრო და დრო აზიდავდა ხოლმე, ახლა უნებურად შეუხტა. მერე წამიერმა გაკვირვებამ რომ გაუარა,ღიმილით თქვა:
- არ იცი განა?
-ეგ კი ვიცი,- მიუგო ანტონიომ .- მაგრამ ის არ ვიცი რა ადგილას გაქვს ეგ სახელი. იქნებ შენ თვითონ მაჩვენო.
დავითი ანტონიოს ერთხანს დაჟინებით უცქერდა, თითქოს მის სახეზე რაღაცის ამოკითხვას ლამობსო. მერე ისევ გაიღიმა.
-ვიცი რისი თქმაც გინდა.
-იცი? - შეაწყვეტინა ანტონიომ.- მაშ, ისიც გეცოდინება, ეგ ცოდნა რა ადგილას გაქვს?
დავითს თვალებში ჩრდილმა გადაურბინა და ტუჩები მოკუმა. წამით სიჩუმე ჩამოვარდა. მისი თანამეინახეებიც მდუმარედ ისხდნენ და ცდილობდნენ დავითსა და ანტონიოს სახის გამომეტყველებით გამოეცნოთ . თუ რაზე იყო ლაპარაკი.
- სითამამეს გიქებ, მაგრამ..
-მაგრამ, -კვლავ შეაწყვეტინა ანტონიომ,- ის აღარ იცი სითამამე რა ადგილას მაქვს.