12 окт 2016

მიყვარს სიკეთე, რომელიც დაფარულია!

ნიჭი, რომელსაც პიარი არ სჭირდება! ადამიანი, რომელიც თავს არ იქებს! კარები, რომელსაც გასასვლელიც აქვს... სიყვარული... რომელსაც დამტკიცება არ სჭირდება...
სინათლე, რომელსაც სიბნელიდან ხედავ... მეწამულისფერი... დღისა და ღამის გასაყართან! კაცი... რომელიც არ ბაქიაობს! ადამიანები, რომლებიც ცუდზე მეტად კარგს იჯერებენ! უბრალოება, რომელსაც დიბა-ატლასი არ სჭირდება! ბავშვი, რომელიც სიბერემდე ცხოვრობს ადამიანში!
მიყვარს სიჩუმე... რადგან ყველაზე მეტს მაშინ ვლაპარაკობ...
გზაგასაყართან დგომა... რადგან მეტი არჩევანია... ჭადრაკის დაფა! - ადამიანებსაც ორი ფერი აქვთ მასავით! ჰო..მიყვარს სიკეთე... რომელიც დაფარულია! და თოვლში ამოსული ყვავილები!

Комментарии

Комментариев нет.