16 сен 2014

სხვამ თუ ცუდი გაგიკეთა შენ მიაგე კარგით,

სიტყვა ცუდი შემოგკადრა?შენ უთხარი კარგი
უხეშად თუ შემოგხედა გაუღიმე მადლით
თუკი გული გაგიტეხა არ იდარდო არ ღირს
გულში წყენა არ ჩაიდო სთესე მუდამ კარგი
ღმერთი ამას დაგინახავს და აგავსებს მადლით.
ეცადე რომ ყველა ცუდში დაინახო კარგი,
და თუ ეს არ დაგიფასეს არ იდარდო არ ღირს.
წუთისოფლის სტუმრები ვართ დავაკეთოთ კარგი
უფლის რწმენით სიყვარულით გავიქარვიოთ დარდი
ღმერთს შევთხოვოთ თავმდაბლობით მოგვცეს მისი მადლი

Комментарии

Комментариев нет.