შეიძლება ბევრი რამ დათმო ცხოვრებაში, მაგრამ ის ამად უნდა ღირდეს!

რაც არ უნდა მოხდეს ადამიანმა ადამიანობა და ღირსება არ უნდა დაკარგო. ზედმეტად არც დაიფასო და არც დაიმდაბლო თავი, რადგან არ იცი, ვისთვის რას და რამდენს ნიშნავს შენი პიროვნება!.არასოდეს არავინ აამაღლო იმ სიმაღლემდე, რომ ბოლოს თვითონაც ვეღარ შესწვდე. არ ელოდო ადამიანისაგან იმას, რისი მოცემაც არ შეუძლია! არასოდეს არავინ გააიდეალო, რომ მერე იმედგაცრუებულმა არ ეძებო ის ადამიანი, რომელიც სინამდვილეში არასოდეს გყოლია! ილაპარაკე ყოველთვის სიმართლე, თუნდაც ეს მტკივნეული იყოს!. დააფასე ადამიანები, რომლებიც გვერდში გიდგანან, ვის გამოც ყველაზე ხშირად იღიმი და ვისი დანახვაც გაბედნიერებს!. იბრძოლე საკუთარ სისუსტეებთან და იყავი ის, ვინც სინამდვილეში ხარ!

Комментарии