მოდი, გადავქანდეთ ბავშვობაში,

ისევ ვითამაშოთ სახლობანა.
თორემ, ეს დიდობა გამიჭირდა,
თავს რომ, დამატეხა ქარბორბალა.
მართლა, წამომყევი გეხვეწები,
იქნებ, ბავშვობაში დავისვენოთ,
ისევ გავლაღდეთ და ვიტუტუცოთ,
ჩვენი ოცნებები გავიხსენოთ.
თორემ,სადაცაა სული გამძვრეს,
ვეღარ, ვუმკლავდები ქარტეხილებს.
წამო, ცოტა ხანი გავერიდოთ,
საფიქრალებს, თავზე დატეხილებს.
წამომყევი, ვნახოთ ვინც გვიყვარდა
წარსულს შერჩენილებს მოვეფეროთ.
მათი სითბო საგზლად წამოვიღოთ,
რომ, შევძლოთ და ყოფნა გავაგრძელოთ

Комментарии

  • Комментарий удалён.