5 авг 2019

ნუ მეპრანჭები, ლამაზო ქალო!

თორემ დაგიგებ მახეს, ერთხელ იქნება ხელში ჩაგიგდებ, ნიღაბს ჩამოგხსნი სახეს. ნუ გამომიწვევ, ლამაზო ქალო! თორემ განანებ ვფიცავ! ჩემ გადარევას არ გაპატიებ, დაგაპოტნინებ მიწას. ნუ გამაგიჟებ, ლამაზო ქალო! დამინდე,მეც მაქვს გრძნობა... თუმც არ მეშლება არც სიყვარული და არც მოყვასთა ძმობა. ნუ მენაზები, ლამაზო ქალო! და ნურც მინაბავ თვალებს, ერთ დღესაც ჩემ თავს ვეღარ მოვთოკავ... და გახდევინებ ვალებს. ნუღა მამწარებ, ლამაზო ქალო! ნუ დამატარებ კენტად, მე ხომ ბევრს არ გთხოვ,მხოლოდ სითბო და... ალერსი მინდა შენთან. გიჯობს მოხვიდე ჩემთან ძვირფასო, შენით ჩამეკრა გულში, ჩემ გადარევას არ გაპატიებ, შემოგიძვრები სულში... ისე გაგიხდი საქმეს მაცდურო, მეხვეწებოდე კოცნას, იცოდე... მერე მე გაგაწვალებ და გთხოვ ცოტახნით მოცდას. ბოლოს კი ჩემი გახდები ქალავ! გრძნობა გაგიხდის მონად, ძველ გაბრაზებას არ გაპატიებ და არც მოგიყვან ცოლად. მხოლოდ ჩაგიკრავ გულში ოცნებავ, მოგეფერები დიდხანს, თუ მოგენატროს ჩემთან გართობა, არ მოგერიდოს,მითხარ....
подробнее

Комментарии

  • Комментарий удалён.
  • Комментарий удалён.
  • 15 янв 2020 15:17
    ლამაზო ქალო,შენ ხომ იმისთვის გშობა ამ ქვეყნად ბედმა,რომ გაიპრანჭო,გაიკეკლუცო და თავი იგრძნო კენტად: მხოლოდ შენ რომ ხარ ქვეყნად ლამაზი,არ გყავს ბადალი,არა!მხოლოდ შენ ერთს რომ გიმზერდეს ყველა,შენკენ რომ ჰქონდეს თვალი,რაც კი მამრია ამ ქვეყანაზე,შენ გამო იყოს მთვრალი.შენ კი ასე გსურს,მაგრამ ,ვაი,რომ ნახე,რას ამბობს კაცი?! ერთი ღამისთვის მინდიხარ ,ტურფავ,ყალყზე შემდგარა ვაცი.არ დაუჯერო,თავს გაუფრთხილდი,იყავი მეტად მკაცრი.შენი მშვენება ერს დასჭირდება ,შობე მრავალი გოგო. და ჩვენი ერი კვლავ დაიბრუნებს იმ ძველ მშვენებას,როცა  ქართველი ქალის სულის მშვენება რომ აგიჟებდა მგოსანთ.
  • Комментарий удалён.
  • Комментарий удалён.
  • Комментарий удалён.
  • Комментарий удалён.
  • Комментарий удалён.
  • Комментарий удалён.
  • Комментарий удалён.
  • Комментарий удалён.
  • Комментарий удалён.
  • Комментарий удалён.
  • Комментарий удалён.
  • 6 мар 2020 02:00
    Iamazia yvelaperi tqventan ertat
  • 14 апр 2020 20:14
  • 25 апр 2020 14:42
    შენი ტუჩები,

    თითქოს ურჩები,

    კოცნით მორჩები,

    გადაურჩები - ნუ მეურჩები !

    ტუჩებზე ფერებით,

    მოგეფერები,

    ვნების ფერებით,

    კოცნის ფერებით  - მე გეფერები !

    ლამაზ სხეულზე, 

    მართლაც გრძნეულზე,

    კოცნის რვეულზე,

    შენი ტუჩებით  გადარეულზე !

    ეს ვნებაა,

    შენი ვნებაა,

    გემოვნებაა,

    სიამოვნებაა - ქმნილებაა !

    დიდი შვებაა,

    მიშვებაა,

    ნებაა,

    თავნებაა - თავის ნებაა !

    შენი თქმაა,

    შენით ქმნაა,

    შენი ტუჩებით

    სუნთქვაა - ამოსუნთქვაა !

    ამ სუნთქვაში,

    სუნთქვაში,

    ერთი სუნთქვით

    კოცნის ქმნაში - ამოსუნთქვაში !

    უნდა მოასწრო,

    გამოასწრო,

    რომ მოასწრო

    უნდა გამოასწორო - მოვასწრებთ !

    უკვე გამოვცდით,

    არ მოვცდით,

    ლექსს და სიყვარულს,

    გამოვცდით  გამოცდით !

    ქმნამაც თქვას,

    ამდენ მოცდას,

    მივიღებ შენგან.....

    კოცნას - ვნებიან კოცნას !

    ვნებიან ვნებას,

    კოცნის ნებას,

    ლამაზ ამბებს,

    ვნებიან ალერსს - გჩუქნი ამ ლექსს !

    ფიქრობ რომ

    ეს ბევრია?

    ეს ხომ შედევრია,

    სწორედ რომ 

    სიყვარულის კოცნა შედევრია!

    ძალა აღარ გაქვს,

    შენს თავს არ ავნებ,

    მე ვგრძნობ.....

    შენ ხვდები......

    შენს თავს არ ვნებდი, 

     მიდი დამნებდი ტუჩებში კოცნით !
  • 4 мая 2020 08:04
  • 14 июн 2020 23:40
    Vau....
  • 11 янв 2021 12:04
    icit, rom am  arahveulebrivi leqsis avtori qalia.#u67439daed2s#
  • 11 янв 2021 20:31
  • 10 апр 2023 03:42
    Momwere piradshi
  • 19 июл 2023 22:35