9 июн 2024
╚ ►ჩვენ გვიხარია ცხოვრება◄╝
29 мая 2024

777 საქართველოში ჩამოსული რუსი პოეტი ესენინი, ქართველმა პოეტებმა რესტორან “სამადლოში” დაპატიჟეს.

ესენინმა სთხოვა მწვანე ბალახზე გაეშალათ სუფრა. ამ დროს რესტორანთან რამდენიმე მეურმემ გაიარა. ესენინმა სთხოვა დაგვლოცეთო. ერთმა მეურმემ ყანწი გამოართვა და უთხრა: "ცოტა გვერდზე მიდექ, თამარ მეფის ოქროს ქოშის ნაკვალევი არ წაშალო, თუ ვერ ხედავ, დაიჩოქე, მიწას შეუბერე და გამოჩნდება. ასეა, ჩემო “ძმისწულო”, ქართველები ჩვენს წმინდა მიწაზე ვდგევართ. ხშირად ვიჩოქებით და ვკოცნით წინაპრის ნაფეხურს. ძალაც იქიდან გვეძლევა. ამიტომ არის, რომ მტერი და დუშმანი ვერ გვერევა, ეს იმათი დიდებისა იყოს, ვისაც აქ გაუვლია, კვალი დაუტოვებია, ხატი და სანთელი უდიდებია, თვითონ თავი გაუწირია და ჩვენი მიწაწყალი დაუცავს, ჩვენი ჯილაგი დღემდე მოუტანია."
და უცებ ესენინი ცხარე ცრემლით ატირდა. როცა ჰკითხეს რა გატირებსო, უპასუხია: რა მატირებს და ჩემი უძლურება-მე, რუსეთის დიდ პოეტს, რომ არ შემიძლია სადღეგრძელოს ასე ლამაზად თქმა, ეს უსწავლელი გლეხი რომ ამბობსო."

777       საქართველოში ჩამოსული რუსი პოეტი ესენინი, ქართველმა პოეტებმა რესტორან “სამადლოში” დაპატიჟეს. - 966906180041

Комментарии

Комментариев нет.