20 мая 2015

იქნებ გადაგღალა ამ ცხოვრებამ

ფუჭი გრძნობებით, რომ გაჟღენთილა,
ვიცი გულში გტანჯავს უჩვენობა
იქნებ ყველაფერი გაგემხილა.
თვალებს დატყობია მოლოდინი
შუბლზე ნაოჭებიც გაგჩენია,
ეხლა როგორ მინდა ჩაგეხუტო
დე შენთან ბავშვობა დამრჩენია.
ისევ ის ლამაზი წლები მინდა
კიდევ უდარდელად ვიცინებდი,
მერე თამაშისგან დაქანცული
მაგ შენს კალთაში, რომ ვიძინებდი.
ხოდა ამ ყველაფრის გადამკიდემ
ბევრჯერ ჩაიქნიე ალბათ ხელი,
მაგრამ არასოდეს გიტირია
ჩვენ, რომ არგვენახა შენი ცრემლი.
იქნებ გადაგღალა ამ ცხოვრებამ
ფუჭი გრძნობებით, რომ გაჟღენთილა,
ვიცი გულში გტანჯავს უჩვენობა
იქნებ ყველაფერი გაგემხილა

Комментарии