10 апр

❤️...

ურთიერთობას ბედნიერების შეგრძნება უნდა მოჰქონდეს და არა ეჭვები და სულიერი სიმარტოვის განცდა...
გვერდით მყოფი ადამიანი მხოლოდ ლამაზი და წარმოსადეგი კი არა, შენი უახლოესი მეგობარიც უნდა იყოს; ის, ვისთანაც გულწრფელად ისაუბრებ შენს ცხოვრებაზე, განცდებზე და ოცნებებზე...
ის, ვის გვერდითაც თავს მშვიდად და დაცულად იგრძნობ, არ გაგიჩნდება შიში იმისა, რომ შენგან წავა და დაავიწყდები, სხვაზე დაიწყებს ფიქრს ან არ მოგისმენს, როდესაც ვინმესთან საუბარი მოგესურვება...
ურთიერთობას ბედნიერება უნდა მოჰქონდეს და ეს მაშინ მოხდება, როდესაც ადამიანთან მხოლოდ ფიზიკური კი არა, სულიერი სიახლოვე გექნება....❤️

Комментарии

Комментариев нет.