15 ноя 2014

მე არ მოვმკვდარვარ, გარდავიცვალე,

უსასრულობის შევცურე ზღვაში,
მე მხოლოდ ბინა გამოვიცვალე–
დედამიწიდან გავფრინდი ცაში…
მე არ მოვმკვდარვარ, გარდავიცვალე,
ვიცი, დავწყვიტე უამრავს გული,
მაგრამ მე მხოლოდ სახე ვიცვალე,
თქვენში ჩავტოვე მე ჩემი სული…
მე არ მოვმკვდარვარ, გარდავიცვალე
და სანამ ვცოცხლობ, არ დავდუმდები!
მივდივარ, მაგრამ აუცილებლად,
აუცილებლად დაგიბრუნდებით!
- ალუდა ქეთელაური

Комментарии

Комментариев нет.